კატეგორია: პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე – “რესპუბლიკური პარტია და გაერთიანებული ოპოზიცია პოლიტიკურ კრიზისს სისტემის დემონტაჟისთვის გამოვიყენებთ”

„რესპუბლიკური” პარტია და გაერთიანებული ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს არის საქართველოში, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული,“ – ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიცური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწვყეტილებას დადებითად აფასებს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტია „ძალა ერთობაშია”-სთან ერთად გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებისთვის იბრძოლებს. „რესპუბლიკური პარტია და გაერთიანებული ოპოზიცია […]

მამუკა ხაზარაძე – “რევანშიზმის დრო არ არის”

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს. ხაზარაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. „პოლიტიკაში არასდროს ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა თავს მოვალედ ვთვლი, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა ვთქვა. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად დაგვანახა მოსახლეობის შეცვლილი […]

დიმიტრი ხუნდაძე – “ნაციონალების სახით საქართველოს დიდი ხიფათი ემუქრება”

ამ შეხვედრებით უნდა დავგეგმოთ, რომ კიდევ ერთხელ გავიდეთ სასურველ შედეგზე, ავაცილოთ ქვეყანას ის ხიფათი, რაც რეალურად ემუქრება, – ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემჟურნალისტებს”ქართული ოცნების” ოფისში განუცხადა, სადაც პარტიის ლიდერები რეგიონების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც ხუნდაძე ამბობს, შესაძლოა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხი დადგეს, როცა მეორე მხარე, ოპონენტი არის “ნაციონალური მოძრაობა”. „გუშინ გვქონდა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში საარჩევნო შედეგების განხილვა, […]

გია ხუხაშვილი – “მიშას ჩამოსვლა შეიძლება კარგიც იყოს – სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!”

რატომ აღარ ეშინია ხალხს ნაციონალების დაბრუნების, რამ განაპირობა “ოცნების” წარუმატებლობა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რატომ არ არის სასურველი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება. – საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღე გავიდა და ახლა უფრო მშვიდად შეიძლება შეფასებების გაკეთება. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ის შედეგი, რომელიც დადგა? – “ოცნების” წარუმატებლობა რამდენიმე მიზეზით […]

თორნიკე შარაშენიძე – “გრიგოლ ვაშაძემ მაგრად იმუშავა და ეს დაუფასდა”

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, მეორე ტურის ალბათობაზე არაერთხელ გვისაუბრია. საზოგადოებაშიც იყო ეს მოლოდინი, თუმცა “ოცნებისთვის” ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. რა ვერ გათვალა “ოცნებამ”? რამდენად ელოდით ასეთ შედეგს და ზოგადად როგორი არჩევნები იყო? – როცა ვამბობთ, რა გათვალეს და რა ვერ გათვალეს, გავითვალისწინოთ, რომ ეგენი ცხოვრობენ საერთოდ სხვა რეალობაში, […]

დიმიტრი ცქიტიშვილი – “ქართულ ოცნებაში” სერიოზული ცვლილებებია საჭირო”

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ცქიტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე საუბრობს. – ბატონო დიმიტრი, თქვენ რას უკავშირებთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს? – ალბათ, სწორი ანალიზი არის საჭირო. ასევე, იმ სტრატეგიის, იმ მოქმედებების გადახედვაა საჭირო, რომელსაცც ჩვენ ვახორციელებდით. ერთ-ერთი ყველაზე სწორი საზოგადოებრივი კვლევა არის არჩევნები. ამ არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ სწორად ვერ […]

სალომე ზურაბიშვილს მომღერლების ვალი აქვს – რა წერია აუდიტის სამსახურის დოკუმენტებში

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მომღერლების ნაწილს 500-500 ლარი უნდა გადაუხადოს, ხოლო რეჟისორს (ბაკურ ბაკურაძე) 1000 ლარი. თანხა ამ ადამიანებმა საკონცერტო პროგრამის შესრულებისთვის უნდა მიიღონ. კამპანიის ხარჯები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. ჩამონათვალში არიან ისეთი მომღერლები, რომლებიც 600 ლარს მიიღებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც 142 ლარს დათანხმდნენ. როგორც ცნობილია, მუსიკოსებმა სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში მიიღეს […]

”ქართული მარში” ”ოცნებას” ულტიმატუმს უყენებს – ”დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები და გაიწვიეთ მარიხუანის კანონპროექტი!”

“ქართული მარში” „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმს უყენებს – მარშის წევრები მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ ორ პირობის შესრულებისკენ მოუწოდებენ. მოძრაობა, რომლის მხარდამჭერებმა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, აპირებენ ბოიკოტზე იმ შემთხვევაში თქვან უარი, თუ მმართველი პარტია სასწრაფო წესით გაიწვევს კანონპროექტს მარიხუანის კულტივაციის შესახებ და დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, […]

გია ნოდია – „მითი, რომ ივანიშვილს არჩევნებით ვერ მოუგებ, გაქარწყლდა“

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს „ახალ თაობასთან“ პოლიტოლოგია გია ნოდია აფასებს. _ თქვენი შეფასებით, რა უთხრა მმართველ გუნდს ამომრჩეველმა? _ უმეტესწილად უარი უთხრა, ძირითადად მაინც ვხედავდით, რომ მმართველი გუნდის ძირითადი იმედი იყო ადმინისტრაციული რესურსის და ხალხის მობილიზაცია კოორდინატორების მიერ. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იყო ხალხი, ვინც რეალურად და გულწრფელად ხმა მისცა სალომე ზურაბისვილს, მაგრამ ისე […]

ივანიშვილის საყვედური კალაძეს, მაჟორიტარებს, ბიგვავას და პიარს – სამთავრობო ცვლილებები – გუნცაძე შტაბის ხელმძღვანელი? – რა მოხდა შეხვედრაზე

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას დეპუტატების და პარტიული ლიდერების გარდა, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე და რეჟისორი გოგა ხაინდრავაც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე თბილისის ხუთი საარჩევნო ოლქის წაგების გამო თბილისის მერმა კახი კალაძემ ივანიშვილისგან მკაცრი საყვედური მიიღო. საყვედურის ადრესატები გახდნენ ის მაჟორიტარებიც, რომელთა რაიონებშიც სალომე ზურაბიშვილმა დაბალი შედეგი აჩვენა. საყვედური მიიღო […]