კატეგორია: პოლიტიკა

მამუკა წოწერია – “ზუგდიდის მერის და მისი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა”

მამუკა წოწერია - "ზუგდიდის მერის და მისი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა"

საკრებულოს ძველი შემადგენლობით დამტკიცებული ახალი ბიუჯეტით, მერისა და მერის მოადგილეების ხელფასები “სადღაც 1 000″ ლარით გაიზარდა – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ განუცხადა. ბიუჯეტი გაიზარდა და 47.200.000 ლარით განისაზღვრა. ყველა პრიორიტეტი ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ფინანსურად ადეკვატურად არის უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ხელფასებს, საჯარო სექტორში, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში, კანონმდებლობის შესაბამისად, იზრდება ხელფასები და ეს არის მასტიმულირებელი […]

„რა უნდა ვუთხრა პატიმარ კაცს? ფარსში არ უნდა ვიცხოვროთ…“ – ნათელაშვილი სააკაშვილს

„რა უნდა ვუთხრა პატიმარ კაცს? ფარსში არ უნდა ვიცხოვროთ…“ - ნათელაშვილი სააკაშვილს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „რეაქციაში“  განაცხადა, რომ ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის საკითხისადმი დიდი ინტერესი ვერ ნახა. „რა უნდა ვუთხრა პატიმარ კაცს? ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე გათავისუფლებას. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვაქვს გადასახედი. ფარსში არ უნდა ვიცხოვროთ… ჩემდა გასაოცრად მიხეილ სააკაშვილის საკითხს დიდი ინტერესი ვერ ვნახე. შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი გავააქტიურე. პრეზიდენტი იყავი ორი ვადით ხო? […]

“გადი, ნუ ავრცელებს კორონას აქ” – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

"გადი, ნუ ავრცელებს კორონას აქ" - დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოში, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ელგუჯა ბაგრატიონსა და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ რაულ თავართქილაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ, რაულ თავართქილაძემ საკრებულოს შენობა დაუყოვნებლივ დატოვოს, რადგან ის კოვიდინფიცირებულია. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ანთაძის თქმით, რაულ თავართქილაძე გუშინ ბიუროს სხდომაზეც გამოცხადდა, ამიტომ ბიუროს სხდომაზე მყოფი ყველა დეპუტატი თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს. ლევან […]

ჩხუბი ბათუმის საკრებულოში – ნაციონალები პოლიციამ შენობიდან გაიყვანა

ჩხუბი ბათუმის საკრებულოში - ნაციონალები პოლიციამ შენობიდან გაიყვანა

ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ოპოზიციის წევრებმა ბიუროს სხდომაზე მოქმედი საკრებულოს უმრავლესობას განუცხადეს, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია. ოპოზიციის წევრების თქმით, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცდილობს ახალი საკრებულოს შეკრებამდე მოხდეს მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხების ფურცელი დახია და […]

რომან გოცირიძე – “ჩვენ “ოცნებას” კი არ გავანადგურებთ, ოპოზიციაში გავუშვებთ”

რომან გოცირიძე - "გასულ წელს 128.567-მა ქართველმა მამაკაცმა მოუშვა წვერი... იხარე ერო, იზარდე წვერო!"

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს ოპოზიცია ერთიანია. – აქტიურად გამოდის ხმები, რომ ყველა ლიდერს სხვადასხვა მოსაზრება აქვს. და ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება. ამაზე რას იტყვით? – ეს სუს-ის და “ქართული ოცნების” შემოგდებული თემაა. მუდმივად ხდება მსგავსი ჭორების გავრცელება და ასე არაერთი პარტია დაუშლიათ საქართველოში ამნაირი მეთოდებით. […]

ტიკარაძე ღარიბაშვილის გადადგომაზე – “მსგავსი საუბრები არ დაწყებულა”

ტიკარაძე ღარიბაშვილის გადადგომაზე - "მსგავსი საუბრები არ დაწყებულა"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მინისტრთა კაბინეტში საუბარი არ არის. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს პრემიერის შესაძლო გადადგომის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. „მინისტრთა კაბინეტში მსგავსი საუბრები არ დაწყებულა. გვაქვს დავალებები, რომ არსებული პროექტები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში კოვიდპანდემიის პერიოდში შეფერხებული იყო, გავააქტიუროთ და გუნდში ერთობლივი მუშაობა დავიწყოთ“,- განაცხადა ტიკარაძემ. იპნ

 „ის 50-დღიანი კრიზისი მონაგონი იქნება იმასთან, რაც შეიძლება წინ გველოდებოდეს“ – თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი - "ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები, ვერ დავაღწიე კლინიკას თავი"

„უახლოეს პერიოდში ჩვენ მეორე სერია გვექნება. როგორ წაროგიდგენიათ, რომ ბატონი სააკაშვილი კარგად გახდება, ციხეში დაბრუნდება და მორჩა, აღარაფერი იქნება? მე არ მაქვს ამის იმედი“, – ამბობს “ჯი-ეიჩ-ენისთვის” მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. “ვფიქრობ, პოლიტიკური სპექტრი სრულად, თავის ოპოზიციან-ხელისუფლებიანად, დღეს სხედან და ფიქრობენ იმაზე, როგორი უნდა იყოს მათი რეაქციები, რა შესაძლო ვერსიები არსებობს, რა […]

გიორგი კირთაძე – “ბათუმის საკრებულოში “ოცნებაში” გადასასვლელად დეპუტატ ფუტკარაძეს 100.000 დოლარს სთავაზობდნენ”

გიორგი კირთაძე - "ბათუმის საკრებულოში "ოცნებაში" გადასასვლელად დეპუტატ ფუტკარაძეს 100.000 დოლარს სთავაზობდნენ"

ნაციონალური მოძრაობა სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, ასევე სთავაზობდნენ 100.000 დოლარს. რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად “ოცნებას” ენმ-ს ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაყვანა სჭირდებოდა. “ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი […]

“სააკაშვილს აშშ-ის მხარდაჭერა რომ ჰქონდეს, დაჭერას ვერ გაუბედავდნენ” – მირიან მირიანაშვილი

მირიან მირიანაშვილი - "რუსული პოლიტიკური თამაშების ხანა მთავრდება, რეგიონში სრულმასშტაბიანი ძვრებია"

პოლიტიკური ორგანიზაცია “ერის” თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ  სააკაშვილის მომხრეებს მისი პოლიტიკაში დაბრუნება სურთ. – მოვლენები უნდა გადავიდეს სამართლებრივ ჭრილში. უნდა ამუშავდეს სააკაშვილის ქეისი არა მარტო იმ საქმეებზე, რისთვის მიესაჯა მას პატიმრობა. არსებობენ სხვა მომჩივნები. მათაც უნდა მიეცეთ სააკაშვილისათვის სამართლებრივი პრეტენზიების წამოყენების უფლება. – ნაცმოძრაობის წევრების მტკიცებით, სააკაშვილი დასავლეთის ზეწოლით გადაიყვანეს ჰოსპიტალში. […]

ქნირში – “ჩემი მეუღლის საქმიანობით ვამაყობ”

ქნირში - "ჩემი მეუღლის საქმიანობით ვამაყობ"

ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტმა ქნირშმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ბილდის სტატიას სათაურით: „ცუდი ეჭვები საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ. როგორც ელჩმა აღნიშნა, გააგრძელებს მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისა და პოლიტიკურ ძალებს […]