საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრად მაია ცქიტიშვილი წარადგინა, რომელიც აქამდე მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობას იკავებდა. რა არის ცნობილი ახალ მინისტრზე, როგორც მთავრობის კანცელარიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, მაია ცქიტიშვილი დაიბადა 1974 წლის 2 ივნისს ქ. თბილისში. 1991-1996 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1993 წელს პრაღაში მეფე […]
კატეგორია: პოლიტიკა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე, მის მოადგილედ ირაკლი ჯიქია დაინიშნენ
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე, მის მოადგილედ კი პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი ჯიქია დანიშნა. ნიკოლოზ დიასამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. 2006-2009 წლებში იგი თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებელი იყო. 2009 წლიდან 2012 წლამდე თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებელად მუშაობდა, […]
ირმა ინაშვილი: “წინასაომარ ვითარებაში ვართ…რუსეთი რომ აქეთ ტანკებით დაიძვრება… პირველი ესენი შეუძვრებიან“
– ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესს თუ გადავხედავთ, პრაქტიკულად, წინასაომარ ვითარებაში ვართ, ამაზე 2008 წლის ომის წინა პერიოდი, ივნის–ივლისი მახსენდება, – აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი. პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ , ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ტრაგიკომედიაა, როდესაც რუსეთთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს და შვეიცარიის საელჩოში რუსეთის სექტორის რიგითი თანამშრომელი” თურმე, საქართველოდან მხოლოდ იმიტომ უნდა გაუშვან, […]
ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო გემები შემოვიდნენ
ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო გემები შემოვიდნენ. შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში, 30 მარტიდან – 1 აპრილამდე ბათუმის პორტში დარჩებიან. კერძოდ, ბათუმის პორტში შემოვიდნენ: TCG ფათიჰი“ და „TCG ვოლკანი“, ხოლო 2 აპრილს, საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად ჩატარდება სწავლება PASSEX. “ბათუმის პორტში ვიზიტი და სწავლება ემსახურება, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის […]
გიორგი კვირიკაშვილი: “მათი საცოდაობით აღარ ვარ… ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ კანცელარიის მე-11 სართულს”
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გამართულ ბრიფინგზე მის ირგვლივ არსებულ ხმებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საუბარია იმაზე, რომ კვირიკაშვილი თანამდებობიდან მიდის. მისი თქმით, იგი თანამდებობიდან რამდენიმე წელი არ გადადგება: „მინდა მივმართო იმ ადამიანებს რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ კანცელარიის მე-11 სართულს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საკითხს, მინდა გითხრათ, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელიწადი არ დარეკავს, მათი საცოდაობით აღარ ვარ, მინდა […]
ალავიძე ცქიტიშვილმა შეცვალა – ცვლილება მთავრობაში
ალავიძეს, ქუმსიშვილს და ჯანელიძეს უშვებენ – რას უყვება მთავრობის წყარო კურიერს
ხელისუფლებაში დიდი სამთავრობო ცვლილებები იწყება. მთავრობის ადმინისტრაციიდან სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ თანამდებობას ემშვიდობება რეგიონული განვითარების მინისტრი. ზურაბ ალავიძეს ამ თანამდებობაზე, სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი შეცვლის, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირია. პრესა აქტიურად წერს, რომ მთავრობიდან შესაძლოა, გაუშვან კვირიკაშვილის კადრი ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე და პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი. პოსტიდან წასასვლელად მზად […]
კვირიკაშვილი – ”ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ”
„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს ასეთი კიდევ გასაკეთებელი და დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ყველაფერი კარგად იქნება,“ ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია […]
არჩილ თალაკვაძე – “რუსი დიპლომატის გაშვება არის დიდი ბრიტანეთისადმი მხარდაჭერის დადასტურება”
სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პარტნიორი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვად აფასებს. – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა. ამ შემთხვევაში ეს არის მხარდაჭერა კონკრეტულად დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯისა. საელჩოს რუსეთის სექციის თანამშრომლის გაშვება არის ამ მხარდაჭერის დადასტურება, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთს […]
ნუკრი ქანთარია რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევებაზე – ”ბოკერიას ჭკუაზე უნდა ვიაროთ?!”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიასთვის გაუგებარია რა პრინციპით გააძევა საქართველომ რუსი დიპლომატი და რას მოელის ის ამ ნაბიჯის სანაცვლოდ. ქანთარიას თქმით, ეს ნაბიჯი მისაღებია მაშინ, თუ არსებობს გარკვეული გარიგება დასავლელ პარტნიორებთან და ამის სანაცვლოდდ საქართველო გარკვეულ გარანტიებს მიიღებს. უმრავლესობის წევრი ეჭვობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერიას მითითებებით […]










