კატეგორია: პოლიტიკა

ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილი ინიშნება – სად წავა ზურაბ ალავიძე?

imedinews-ის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობზე ზურაბ ალავიძეს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის. გადაწყვეტილება საჯარო დღეს უნდა გამხდარიყო, თუმცა ცვლილების ოფიციალურად გამოცხადება გადავადდა, შესაძლოა ერთი ან რამდენიმე დღით. ზურაბ ალავიძე ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. მაია ცქიტიშვილი მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობს.

ზურაბ ალავიძე მინისტრის სავარძელს დღეს გამოემშვიდობება?!

სამთავრობო კარუსელი დატრიალდა და პირველი მსხვერპლშეწირვა დღეს მოხდება.  სამუშაო საათების დასრულებამდე, საღამოს,  ბრიფინგზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი განაცხადებს რომ ის ტოვებს თანამდებობას. ზურაბ ალავიძის მინისტრობიდან წასვლის რეალურ მიზეზებზე „თაიმერი“ მოგვიანებით გაცნობებთ. დღეს კი ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ალავიძის შემცვლელი უკვე შერჩეულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სავარძელს „თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით მაია ცქიტიშვილი […]

საქართველო რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას საქართველოს საგარეო სამეთა სამინისტროც უცხადებს და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. როგორც “ნიუპოსტს” ჯანელიძის უწყებიდან აცნობეს, რუსმა დიპლომატმა საქართველო 7 დღის ვადაში უნდა დატოვოს. “საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა […]

„გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია”

“ქართული ოცნება” გიორგი კვირიკაშვილს პრეზიდენტობის კანდიდატან განიხილავს. ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და შეიძლება შეიცვალოს. “ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ “ქართულ ოცნებაში” ამაზე ლაპარაკი მიმდინარეობს. გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. თუ, ვის წარადგენს ოფიციალურად, საპრეზიდენტო […]

ნარმანია კალაძეს ჭკუას ასწავლის – “თბილისის გენგეგმა ყველას მოსაწონი ვერ იქნება”

ყველამ თავისი პოლიტიკური, პიროვნული ამბიცია თუ სხვა რაღაცები გვერდზე უნდა გადადოს, ვინაიდან ერთად დასხდომის დროა. შეუთანხმებელი არაფერი იქნება, უბრალოდ გენერალური გეგმა თავისი არსით ისეთი დოკუმენტია, რომ აბსოლუტურად უნივერსალურ და ყველასთვის მოსაწონ დოკუმეტს ვერ მივიღებთ. ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც გენგემასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ნარმანიას თქმით, […]

რუსეთი – „ქართული მხარე კვლავაც შეეცადა რუსეთისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა საკუთარ უუნარობაზე”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 27-28 მარტს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ 9 მარტს გაკეთებული “იმედის მომცემი განცხადებების საპირისპიროდ, ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესთან დაკავშირებით, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა გადააქციეს პროპაგანდისტულ აქციად”. უწყების შეფასებით, ქართული მხარის წარმომადგენლებმა თავისი გამოსვლები ააგეს გახუნებულ თეზისზე „რუსული ოკუპაციის“ შესახებ. „ქართული მხარე კვლავაც შეეცადა რუსეთისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა – გათავისუფლებულია 7 რაიონის პოლიციის უფროსი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა. მანამდე აღნიშნულ პოსტს გურამ ზესაშვილი იკავებდა. აღნიშნულ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა, რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი, უწყებაში არ აკონკერტებენ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გათავისუფლებულია სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი 7 რაიონის პოლიციის უფროსი. არსებული ინფორმაციით, შს მინისტრმა საკადრო […]

კარასინი – ”ტატუნაშვილის სიკვდილზე ასე სწრაფად დასკვნებს არ გავაკეთებდი”

ჟენევის დისკუსიების დასრულების შემდეგ, სადაც მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: – როდესაც ადამიანი იღუპება, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მძიმე, ტრაგიკული სიტუაციაა. ყველაფერში საჭიროა კარგად გარკვევა. ასე სწრაფად დასკვნებს არ გავაკეთებდი. საჭიროა გარკვევა, გამოძიების ჩატარება. როგორც მესმის, ახლა გამოძიებას ატარებენ საქართველოში სასამართლო სამედიცინო ექსპერტები. ეს […]

გიორგი კუკავა გიორგი გახარიას – ”გიორგი გვილავა ზუგდიდის პოლიციაში არ დანიშნოთ, მისი საქმე ძიებაშია!”

მიკროსაფინანსო ორგანოზაცია ლენდოს ყაჩაღობაში ყოფილმა ბრალდებულმა გიორგი კუკავამ, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციასთან ბრიფინგი გამართა. კუკავას ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონული სამმართველის უფროსად გიორგი გვილავა ინიშნება, რომელიც მისი თქმით, უშუალოდ იყო ჩართული მისი უკანონო დაკავების პროცესში და მტკიცებულებების გაყალბებაში. – ვთხოვ მინისტრს, არ დანიშნოს ასეთი კადრი უფროსად. ის უშუალოდ მონაწილეობდა ჩემს უკანონი დაკავებაში, მტკიცებულებების […]

დავით დონდუა – ”ჟენევაში ტატუნაშვილის საქმეზე მოსკოვისგან და ცხინვალისგან შინაარსიანი ვერაფერი მოვისმინეთ”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა. მისი თქმით არჩილ ტატუნაშვილის საქმის განხილვისას შეხვედრის მონაწილეებისგან შინაარსიანი შეხედულებების მოსმენა ვერ მოხერხდა: – მთავარი აქცენტი გავაკეთეთ ტატუნაშვილის საქმეზე, რაზეც სამწუხაროდ, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერი შინაარსიანი ვერ მოვისმინეთ და ვერ გავიგეთ ვერც რუსეთის, ვერც ცხინვალის წარმომადგენლებისაგან. ცხინვალის წარმომადგენლებმა […]