კატეგორია: პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე გიგა ბოკერიას – ”თითებით ნუ მელაპარაკებით!”

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, სადაც დეპუტატები მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ, გიგა ბოკერიასა და მიხეილ ჯანელიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიგა ბოკერიას საუბრის მანერები დაუწუნა, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და კამათი მოჰყვა. კერძოდ, მიხეილ ჯანელიძემ გიგა ბოკერიას საუბარი რამდენჯერმე რეპლიკებით გააწყვეტინა, რის გამოც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას საუბრის დასრულება მოსთხოვა და თითით მიუთითა, […]

კვირიკაშვილი – ”აფგან მუხთარლის საქმე ჩვენი სერიოზული ჩავარდნაა”

ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა, არ უნდა მომხდარიყო, ასეთი რამ, რაც მოხდა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას შეკითხვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე, რომელმაც აფგან მუხთარლის ჩვენებიდან ამონარიდი წაიკითხა. – ეს საკითხი გამოძიების პროცესშია, რამდენადაც თქვენ მოგეხსენებათ. ძალიან მძიმე საკითხია, გეთანხმებით და იმასაც ვაღიარებთ, რომ ეს […]

კვირიკაშვილი – ”ლევან გაჩეჩილაძის შვილის ქორწილში ვარ მაგ ოჯახიდან მხოლოდ ნამყოფი”

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტს კითხვით მიმართა: – მიიღეთ თუ არა მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილება, რომ გია გაჩეჩილაძის სიძის კომპანიისთვის გადაგეცათ 12 ათასი კვ. მ. მიწის ნაკვეთი? ამაზე კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ საერთოდ არ იცოდა, კომპანიაში რომ გაჩეჩილაძის სიძე იყო. პრემიერის თქმით, გაჩეჩილაძეების ოჯახიდან, მხოლო ლევან გაჩეჩილაძის შვილის ქორწილშია ნამყოფი. – ლევანის შვილის ქორწილში ვარ მაგ […]

ლევან იზორია – „აშშ-ის კონგრესმა „ჯაველინების“ გადმოცემა გადაწყვიტა“

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებით გუშინ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება ანტისატანკო სისტემის „ჯაველინების“ შესყიდვის თვალსაზრისით. მიმდინარე წლის 29 მარტს, მქონდა პატივი და მივმართე წერილობით აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს. საჯაროდ, ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ნოემბერში. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული […]

ლევან ალაფიშვილი: “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესები უკავშირდება კალაძეს და არა კვირიკაშვილს”

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, რამდენად შეიძლება “ქართულ ოცნებაში” ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესები უკავშირდებოდეს იმას, თუ ვის ამზადებს საპრეზიდენტო კანდიდატად მმართველი პარტია? – აშკარაა და ეს ბოლო პროცესებმაც გამოაჩინა, რომ “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, მით უფრო, საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ, 2018 წელს არის დაგეგმილი. […]

“ღარიბაშვილი პროცესში შემოდის” – რატომ იქმნება ახალი ფრაქციები პარლამენტში

“ქართული ოცნების“ შიგნით რამდენიმე ფრაქციის შექმნასა და ამ პოლიტიკურ პროცესებში ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო მონაწილეობაზე ისაუბრა ,,არჩევანის“ ეთერში ,,ეროვნული ფორუმის“ წევრმა ანი მიროტაძემ. – ეს პროცესი ორი ფრაქციის შექმნით არ დასრულდება და ეს არის ახალი პროცესი, სადაც შეიძლება ღარიბაშვილი რაღაც ფორმით დაბრუნდეს პოლიტიკაში, კომიკურია, როცა ტარიელ ხეჩიკაშვილის ფრაქცია იქმნება, მე ვფიქრობ, ღარიბაშვილი ამ ფორმით შემოდის პროცესში. […]

ჭიათურაში “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ჯამბულ ნოზაძე, გარდაიცვალა

ჭიათურაში “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ჯამბულ ნოზაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს: “ძალიან კარგი ადამიანი, ჭიათურაში “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ჯამბულ ნოზაძე გარდაიცვალა. ნათელი მის ხსოვნას. ვუსამძიმრებ ოჯახსა და კოლეგებს”

უმრავლესობის დეპუტატ ნინო გოგუაძეს მინისტრებთან შეკითხვები აქვს

უმრავლესობის დეპუტატს ნინო გოგუაძეს მთავრობის წევრებთან შეკითხვები აქვს. გოგუაძის თქმით, კონკრეტულ მინისტრებთან კონკრეტული კითხვები კომიტეტების სხდომაზე დაისმევა: – ბუნებრივია არის შეკითხვები იმიტომ, რომ ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ძალიან თანმიმდევრული, გააზრებული განხორციელება სჭირდება და სწორედ ეს იქნება ერთ ერთი მთავარი საკითხი რაც მინისტრების მიმართ იქნება დასმული. სახელმიწფო მინისტრის აპარატის შერწყმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეს არის ერთ ერთი […]

ნიკა გელაშვილი “112”-ის ხელმძღვანელად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ნიკა გელაშვილი დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკა გელაშვილი მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 15 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი იყო. 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 30 იანვრამდე იგი […]

ბიძინა გეგიძის ფრაქციას “ქართული ოცნება-დაიცავი საქართველო” ერქმევა

Imedinews-ის ინფორმაციით, პარლამენტში ერთ-ერთ ახალ ფრაქციას “ქართული ოცნება-დაიცავი საქართველო” ერქმევა. ფრაქციის თავმჯდომარე კი ბიძინა გეგიძე იქნება. ეს ინფორმაცია ბიძინა გეგიძემ დაადასტურა. – ფრაქცია შექმნის პროცესშია. უახლოეს ხანებში ის დარეგისტრირდება და ამის შემდეგ გავიგებთ დეტალებს. ვფიქრობ, რომ უფრო ამ ფრაქციაში დეპუტატების საქმიანობა უფრო საინტერესო იქნება. ერთ დიდ ფრაქციაში საპარლამენტო საქმიანობა ნაკლებად ეფექტურია, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ. […]