– ხეჩიკაშვილი მინისტრის თანამდებობას სწორედ რომ საკუთარი კომპანიების ლობირებისა და სხვა კომპანიებთან კარტელური გარიგებებისთვის იყენებდა, – ამ განცხადებას გიორგი გაჩეჩილაძე აკეთებს. მისივე თქმით, კარტერული კომპანიები, რომელთა უმეტესობაში ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი წილები ფიგურირებს სატენდერო ფასებსაც თვითონ ადგენდნენ ვადებსაც თვითონ განსაზღვრავდნენ, რა დროს უნდა ჩამოეყვანათ მანქანები. უცნობი აცხადებს,რომ ამ კომპანიებს 15 წელია სახელმწიფო შესყიდვების სამსახურთან ,,მოგვარებული“ […]
კატეგორია: პოლიტიკა
კახა კალაძესაც „სემეკ“-ში გაუშვებენ?
ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც თბილისის ახალი მერი შეუდგა თავის უფლებამოსილების შესრულებას. ალბათ, ნაადრევია ჯერ რაიმე შედეგებზე საუბარი, მაგრამ სიტუაციის განვითარების ტენდენციები აშკარა და ამაზე უკვე ხმამაღლაა საჭირო საუბარი. კარგად ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანია და გამართული საპროგრამო თეზისები იძლეოდა საშუალებას გვევარაუდა, რომ პირველი დღიდან მოხდებოდა მიღწეული წარმატების ყოველდღიურ რეალობაში კონვერტირება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ, ასე […]
მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა
მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, თუმცა კანონის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება მაინც გადაწყვიტა. უწყების ინფორმაციით, სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით უნდა დაკითხონ.
სირიაში პანკისელი საველე მეთაური, გიორგი კუშტანაშვილი მოკლეს
სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე, გიორგი კუშტანაშვილი, იგივე სალაჰაუდინ ალ შიშანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე ავრცელებს. ის სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა. – კუშტანაშვილი თავის დროზე იყო თარხან ბათირაშვილის მიერ შექმნილი დაჯგუფების ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის წევრი, ხოლო ბათირაშვილის ხალიფატში გადასვლის შემდეგ, მისი მეთაური. საბოლოოდ მან ეს დაჯგუფება კონფლიქტის […]
დაპირისპირება კიევში – ოქტომბრის სასახლესთან პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
კიევში, ოქტომბრის სასახლესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. strana.ua-ს ინფორმაციით, სასახლის შიგნით ტერიტორია კვამლშია გახვეული. გაზის გაშვების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი შეუძლოდ გახდა და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები სასახლეში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა არ მისცეს, რომელთაც შენობის შესასვლელი ბლოკირებული აქვთ.
მიხეილ სააკაშვილი: „საქართველოში პუტინის აგენტურა გავანადგურე“
კიევის მთავარ მოედანზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრები მიმართავენ. აქციაზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა. – ჩვენ ვაჩვენეთ ყველას, რომ უკრაინელები ყველაფრის მოთმენას აღარ აპირებენ. ოლიგარქები ხელისუფლებაში ჩვენი პასიურობის წყალობით რჩებიან. ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს, მას უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ არანაირ შემთხვევაში არ […]
კიევში „იმპიჩმენტის მარშის“ მონაწილეები მაიდნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
კიევში „იმპიჩმენტის მარში“ დაიწყო. აქციის მონაწილეები შევჩენკოს მოედანზე და ისინი მაიდნის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ. აქციის ორგანიზატორი ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც შეკრებილებს სიტყვით მიმართავს. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტია. სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მათი შემდგომი ნაბიჯები იმის მიხედვით დაიგეგმება, რამდენი ადამიანი მივა დღევანდელ აქციაზე.
ანატოლი გრიცენკო: სააკაშვილმა პოროშენკოს შერიგება ნამდვილად შესთავაზა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირად წერილში შერიგება შესთავაზა. ეს ინფორმაცია პარტია „სამოქალაქო პოზიციის“ ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ დაადასტურა. გრიცენკომ სააკაშვილის მომხრეებს მოუწოდა არ გააკრიტიკონ პარტია „ახალი ძალების“ ლიდერის ეს ნაბიჯი და გაითვალისწინონ სიტუაცია, რომელშიც ის აღმოჩნდა. „სააკაშვილის პირადი წერილი უკრაინის პრეზიდენტისადმი, მისი განცხადება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკებების […]
გახარია შეიძლება პრემიერი გახდეს
“ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, კი “გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად შს მინისტრი, გიორგი გახარია, განიხილებ. ახვლედიანის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვეტილია, განიხილება ფინანსთა მინისტრის და შს მინისტრი კანდიდატურები, თუმცა, სავარაუდოდ, არჩევანი სწორედ შს მინისტრზე გაკეთდება. „გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს პრემიერი, როდის უნდა წავიდეს პრემიერი სახლში, რა უნდა მოხდეს საერთოდ, პოლიტიკური გუნდი […]
ირაკლი კობახიძე – ”უმრავლესობაში 2 ახალი ფრაქცია რამდენიმე დღეში შეიქმნება”
– მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმრავლესობაში დამატებითი ფრაქციების შექმნას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ უმრავლესობაში დამატებით ორი ფრაქციის შექმნის შესახებ კონსულტაციები ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს დაიწყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული უმრავლესობაში მენეჯმენტის რაციონალიზაციას ემსახურება. – ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა […]










