კატეგორია: პოლიტიკა

სანდრა რულოვსი: უკრაინაში და საქართველოში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი უკრაინაში სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” ეხმაურება. – როგორც უკვე ცნობილია, პოროშენკომ დღეს კიევის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაში, განახორციელა ჩემს მეუღლეზე თავდასხმა. ჰგონიათ, რომ ეს არის თვეების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრული, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში! – წერს სანდრა რულოვსი. მიხეილ სააკაშვილი კიევში […]

ლუცენკო სააკაშვილზე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის დაკავების საქმეზე, უკრაინის მთავარი პროკურორი იური ლუცენკო საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროკურორის განცხადება სკანდალური იქნება.

სააკაშვილი სახურავზე დააკავეს

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. სამართალდამცველებმა ის რამდენიმე წუთის წინ, საკუთარი სახლიდან აიყვანეს. თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ამ წუთებში მიმდინარეობს ბრალის წაყენების პროცედურა, სააკაშვილი ადვოკატების შეშვებას ითხოვს თუმცა მათ შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. დილიდან მის სახლთან მობილიზებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმიადგილზე ასევე შეკრებილები იყვნენ სააკაშვილის თანაგუნდელები და უფლებადამცველები. სპეცრაზმი […]

სააკაშვილი სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მის ბინაში ჩხრეკის გამო შენობის სახურავზე ავიდა, გადმოხტომით იმუქრებოდა, – იუწყება უკრაინული სააგენტო LB.ua-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან. უკარიანულ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ სააკაშვილის ბინასთან იმყოფება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმი. ასევე ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის ადვოკატები.  

დავით საყვარელიძე: „მიხეილ სააკაშვილის სახლში სპეცრაზმი კარებს ამტვრევს, ის შენობის სახურავზე იმყოფება“

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, იმ ბინის კარებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმი ამტვრევს. ამის შესახებ დავით საყვარელიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. „მიხეილ სააკაშვილის სახლში კარებს ამტვრევენ! კოსტიოლნის ქუჩა, ბინა 32, ვიკრიბებით!“ – დაწერა მან. დავით საყვარელიძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი შენობის სახურავზე იმყოფება. ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ლევან დავითაშვილი – “სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები აუცილებლად გაერთიანდება”

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები შესაძლოა აღარ გაერთიანდეს. ასე უპასუხა დავითაშვილმა კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ აღნიშნული უწყებები აღარ გაერთიანდეს. – ეს გადაჭარბებულია. უმრავლესობაში მიდიოდა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შევაჯერებთ პოზიციებს, თუმცა ასეთი ინფორმაცია მართლაც მოკლებულია საფუძველს, რომ […]

კვირიკაშვილი, კობახიძე, გომელაური – შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში 

„ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა რამდენიმე საათის წინ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან აღნიშნული საკითხის დეტალებს განიხილავს, თუმცა დეტალები უცნობია.

მარგველაშვილი – “ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მქონდა ურთიერთობა, საღამოს კი კიდევ ერთი ძალადობა დაფიქსირდა ქალზე”

ამ ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ ვინ ვართ და რა საზოგადოებაში გვინდა, ცხოვრება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალგაზრდებს შორის მომხდარი შემთხვევის შეფასებისას განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოება აგრესიული და ძალადობრივია. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, კარგად დაფიქრდნენ თავიანთ ქმედებებზე. „მინდა მივუსამძიმრო მთელს საზოგადოებას, ასეთი […]

უჩა ნანუაშვილმა ვახტანგ გომელაურს სააპელაციოში უჩივლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის მიზეზით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მიერ სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. საქმე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერებას ეხება. საკითხის შესწავლისთვის საჭირო […]

“სააკაშვილის დაპატიმრება გადაწყვეტილია”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომ 3 დეკემბერს პეტრო პოროშენკოს სახალხო იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს, ამ დღეებში კი მომხრეებს მისი შესაძლო დაკავების შესახებ ამცნო. მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, მისი დაკავების შემთხვევაში სამთავრობო შენობების ბლოკირება დაიწყონ. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრემიერი საქართველოში სწორედ მასზე სასაუბროდ ჩავიდა. უკრაინის პრემიერი საქართველოში რომ სააკაშვილზე სასაუბროდ იყო […]