ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები შეთანხმებულად მოქმედებენ. – დღევანდელი შეკრება ნათელი დადასტურებაა, რომ შეუძლებელია, ქართველი საზოგადოება შეეგუოს ოლიგარქიულ რეჟიმს. რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვის სამარცხვინოდ, საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით ხდება. ივანიშვილი და პოროშენკო დაუფარავად თანამშრომლობენ, რომ გაანეიტრალონ ადამიანი, რომელიც მათ ოლიგარქიულ რეჟიმებს საფრთხეს უქმნის, ეს ადამიანი არის […]
კატეგორია: პოლიტიკა
ლია მუხაშავრია: “სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი გადაიწევს”
გუშინ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დააკავეს. რამდენიმე საათის შემდეგ ის მომხრეებმა გაათავისუფლეს. ადამიანის უფლებათა დამცველი, იურისტი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების სამართლებრივ მხარეზე საუბრობს. – ქალბატონო ლია, უკრაინის პროკურორმა, ლუცენკომ სააკაშვილის მიმართ ძალიან მწვავე ბრალდებებზე ისაუბრა რადაში გამოსვლისას. როგორ შეიძლება სამართლებრივად პროცესები განვითარდეს? ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში დადგება? – მას შემდეგ, რაც […]
მიხეილ სააკაშვილი: „რაც უკრაინაში ხდება, ეს არ არის მიხო-მაიდანი, ეს უკრაინის ბანაკია უკრაინელებისთვის“
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პარლამენტის წინ შეკრებილ მომხრეებს მიმართა. მისი თქმით, ის, რაც გუშინ მოხდა პოროშენკოს დასასრულისა და ახალი უკრაინის დაბადების დასაწყისია. – მათ ისტერიულად სურთ დამაშორონ ხალხს, რომ მე არ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. ის, რაც აქ ხდება, ეს არ არის მიხო-მაიდანი, ეს უკრაინის ბანაკია უკრაინელებისთვის. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ხალხს […]
სააკაშვილი მზადაა, დიპლომირებულ გამომძიებლებს ჩვენება „კარვების ქალაქში“ მისცეს
უკრაინის „ახალი ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს, თუმცა მზადაა, გამომძიებლები „კარვების ქალაქში“ მიიღოს, – ამის შესახებ კონსტიტუციის მოედანზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან იური ლუცენკოს ცრუ-პროკურორი უწოდა და აღნიშნა, რომ მასთან ურთიერთობას არ აპირებს. – არ ვაპირებ ცრუ პროკურორთან სიარულს. ის ოროსანია, გაუნათლებელი და უკანონო. მას გენპროკურორად არ ვთვლი. […]
„სანდრა რულოვსი – რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი” – ასე წარადგინა სააკაშვილმა მეუღლე
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რადასთან მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი გზით მოხდება ოლიგარქების დიქტატურის დასრულება. კიევში იმყოფება სააკაშვილის მეუღლეც, სანდრა რულოვსი, რომელმაც რადასთან შეკრებილ აქტივისტებს მადლობა გადაუხადა. თუმცა, მანამ სანამ რულოვსი სიტყვით გამოვიდოდა, სააკაშვილმა ის ხუმრობით “რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკად” წარადგინა. “ფე-ეს-ბე-ს თანამშრომელი, რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი” – ასე წარადგინა სააკაშვილმა მეუღლე.
გიორგი მარგველაშვილი: ვიმედოვნებთ, სააკაშვილის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება. „კიევში მიმდინარე პროცესები უკრაინის შიდა საქმეებია. თუმცა ამავდროულად, მოვლენების ეპიცენტრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომლის უსაფრთხოებაც, ვიმედოვნებთ, გარანტირებული იქნება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებას სურდა, პუტინის დავალებით, უკრაინიდან გავეძევებინე, ჩვენ ძლიერები ვართ, რადგან ბევრი ვართ
– ხელისუფლებას სურდა, პუტინის დავალებით, უკრაინიდან გავეძევებინე, როგორც მთავარი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ის მომხრეებმა გაათავისუფლეს და მას საშუალება მიეცა თავისი გულშემატკივრებისთვის მიემართა. მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა, რომ „ისინი ძლიერები არიან, რადგან ძალიან ბევრნი არიან“. მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად რადას შენობისკენ დაიძრა. ისინი სკანდირებენ […]
უკრაინული მედია: „კიევში სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს“
კიევის ცენტრში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება. დაპირისპირება ევროპის მოედანთან ხდება. როგორც უკრაინული მედია იუწყება, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ასევე მობილიზებულია დამატებითი დანაყოფები. აქტივისტები იმ მანქანასთან მიახლოვებას ცდილობენ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ადგილზე ასევე იმყოფებიან რადას დეპუტატები. მიხეილ საკაშვილი დღეს დილით დააკავეს.
დიმიტრი პესკოვი სააკაშვილის დაკავებაზე – ეს უკრაინის თავის ტკივილია, ასეთს მტერსაც არ ვუსურვებ
მიხეილ სააკაშვილის დაკავებას კრემლში ეხმაურებიან. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი უკრაინის თავის ტკივილია. „ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალს, რაც უკრაინაში ხდება. რა თქმა უნდა, ეს უკრაინის თავის ტკივილია. ალბათ, ასეთს მტერსაც არ ვუსურვებ. თუმცა, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს მტრებად არ მივიჩნევთ“, – განაცხადა პესკოვმა.
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა თავის დაწვა სცადა
კიევში, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მომხრემ თავის დაწვა სცადა, თუმცა მას, ამის საშუალება მას სამართალდამცველებმა და იქ შეკრებილმა აქტივისტებმა არ მისცეს. როგორც უკრაინული ტელეარხი NewsOne იტყობინება, ინციდენტი სააკაშვილის დაკავებამდე მოხდა. ის გაზსადენის მილზე ავიდა და თავის დაწვით იმუქრებოდა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. სააკაშვილი […]










