ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალი მოადგილეები წარადგინა. ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება. ვიცემერის პოზიციაზე გიორგი ჭიღვარიამ გიორგი იობაშვილი წარადგინა. გიორგი იობაშვილი თვითმმართველობაში იყო დასაქმებული და ვაკის უბნის ტერიტორიულ ორგანოში მუშაობდა. ის პროფესიით იურისტია. ასევე არის პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი. მერის მოადგილეები გახდნენ ასევე ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა. ნინო თვალთვაძე არასამთავრობო […]
კატეგორია: პოლიტიკა
რევაზ არველაძე მთავრობის წინააღმდეგ – ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება არ შეიძლება!
პარლამენტში მთავრობის სტრუქტურული რეფორმის შესახებ კანონის განხილვა მიმდინარეობს. კანონის განხილვამდე კულუარულად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ უმრავლესობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ იყო და ამას აუცილებლად მოყვებოდა დაპირისპირება. ერთ-ერთი პირველი, ვინც მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა, უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძეა, რომელიც აცხადებს, რომ სტრუქტურული რეფორმის შედეგად ენერგეტიკაში მუშაობის ხარისხი გაუარესდება. რევაზ არველაძე “ახალი თაობის” კითხვებს პასუხობს .– ბატონო რევაზ, […]
კახა კალაძე – “ირაკლი ხმალაძე მერიაში პირბადით დადის”
გუშინდელი აქცია ძალიან კრეატიული იყო, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ე.წ. პირბადეების აქციას. მისი განცხადებით, თბილისის მერიაში პირველადი ინფორმაცია შევიდა, რომ დაზიანებული იყო ძეგლები და ამის გათვალისწინებით, ვიცე-მერის რეაქცია ნორმალური იყო. მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით, ქალაქში პრობლემები არსებობს, თუმცა ის პროექტები, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ქალაქში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. – […]
პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია
პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი აირჩია. ომბუდსმენის თანამდებობა 5-წლის ვადით ნინო ლომჯარიამ დაიკავა, რომელიც პარლამენტს უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა შესთავაზეს. ლომჯარიას არჩევა 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მოხდა. სახალხო დამცვლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა პარლამენტს ფრაქციამ ”საქართველოს პატრიოტები” შესთავაზა. მათი მხრიდან წარდგენილ გიორგი ფოფხაძეს 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ფოფხაძის კანდიდატურის წინააღმდეგ 27-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
“არ გამოვრიცხავ, მერაბიშვილს სხვა ბრალიც წაუყენონ” – ლევან გოგიჩაიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერს, ვანო მერაბიშვილს “სხვა ბრალი წაუყენონ”. “ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ არის. სტრასბურგის გადაწყვეტილება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს იმ სასჯელის დინებაზე, რომელიც აქვს ვანო მერაბიშვილს შეფარდებული, ასევე იმ ბრალდებაზე, რომლიც არის მის მიმართ. მომავალშიც ალბათ მოხდება სხვა საქმეების წარდგენა, რადგან სულ მუშაობს გამოძიება იმ დანაშაულებების შესახებ, […]
ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესზე ექიმი გამოიძახეს
მას შემდეგ, რაც ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ დღევანდელი სხდომის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლემ სასამართლო პროცესზე შესვენება გამოაცხადა. ამასთან, განცხადება თავად ოთარ აბესაძემაც გააკეთა და თქვა, რომ მისი ოჯახის წევრი გარდაიცვალა, რომელიც მასზე ნერვიულობდა. აბესაძის თქმითვე, თავს თავადაც ცუდად გრძნობს, თუმცა მოსამართლემ განმარტა, რომ მორალურად ცუდად ყოფნა არ ნიშნავს, რომ პროცესი უნდა გადაიდოს და იმის გამო, […]
“საბჭოთა „ოდეერის“ ინსტიტუტი ბრუნდება და უპრეცედენტოდ ძლიერდება“ – არასამთავრობოების განცხადება
12 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებეს, სადაც აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით საბჭოთა სტილის “ოდეერის” ინსტიტუტი ბრუნდება და უპრეცენდენტოდ ძლიერდება. ”საქართველოს მთავრობამ 22 ნოემბერს პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებები ”მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონსა” და თანმდევ 110 კანონში. ცვლილებები შედის “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონშიც, რადგან მთავრობამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის გაერთიანება […]
დიდი განხეთქილება ხელისუფლებაში – პარლამენტი მთავრობის წინააღმდეგ წავიდა
მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. მიზეზი ის დებულება გახდა, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანებას ითვალისწინებს. იმის გამო, რომ ცვლილებების პაკეტის ცალცალკე კენჭისყრა ტექნიკურად შეუძლებელი იყო კომიტეტის უარყოფითი დამოიკიდებულება მთლიანმა პაკეტმა დაიმსახურა. კომიტეტის წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია ერთნაიარია – გარემოს დაცვისა და […]
უთანხმოება „ოცნებაში“ – გედევან ფოფხაძე სახალხო დამცველის პოსტზე მხარს „პატრიოტების“ კანდიდატ გიორგი ფოფხაძეს უჭერს
– გიორგი ფოფხაძეს ისეთი ბიოგრაფია აქვს, რომელიც სახალხო დამცველს უნდა ახასიათებდეს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა. – მიმაჩნია, ორივე კანდიდატი, რომელიც დღეს არის დაყენებული, ძალიან მაღალი კვალიფიკაციისა და პასუხობს ამ მოთხოვნებს. უბრალოდ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გიორგი ფოფხაძის ბიოგრაფია და განვლილი გზა კიდევ უფრო მეტად იძლევა საშუალებას, ვისაუბროთ იმაზე, რომ ამ […]
ირაკლი სესიაშვილი: „ვერსია, თითქოს სუს-მა შემოიყვანა ჩატაევი, უბრალოდ, ღირსების შემლახავია“
– ის ვერსია, რომ თითქოს თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემოიყვანა ჩატაევი, უბრალოდ ღირსების შემლახავია, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ვიდრე ხელისუფლება დუმილის უფლებას იყენებს, აბსოლუტურად ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მათ შორის იმ ვერსიასაც, რომ ჩატაევი ხელისუფლებამ თავად შემოიყვანა საქართველოში. […]










