ძალიან მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს, როგორც მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება – რა იყო ამის საფუძველი და იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა. – ხელისუფლების 6-დღიანი ტოტალური დუმილის ფონზე, ფაქტობრივად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოპერაციაში […]
კატეგორია: პოლიტიკა
მურატ ჯიოევი – რაულ ხაჯიმბამ ანატოლი ბიბილოვს სთხოვა, გიორგი გიუნაშვილი შეეწყალებინა შემდგომში აფხაზეთის მოქალაქეში გადასაცვლელად
ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სააგენტო „რესი“ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მსჯავრდებულ გიორგი გიუნაშვილის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა. „გიუნაშვილი, რომელიც სასჯელს „დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით“ სამხრეთ ოსეთში იხდიდა, სახელმწიფოს მეთაურის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით შეიწყალეს და გადაეცა აფხაზეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს ზურაბ ლაკერბაიას, რომელმაც, თავის მხრივ, დივერსანტი ქართულ მხარეს გადასცა“, […]
ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ”ქართული ოცნება” ხვალ ოფიციალურად წარადგენს
სახალხო დამცველის პოსტზე მმართველ გუნდში შეთანხმებული კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, ნინო ლომჯარიას კანდიდატურის ბიუროსთვის წარდგენა მოხდება როგორც ”ქართული ოცნების”, ასევე უმრავლესობაში შემავალი სხვა ფრაქციების სახელით. ლომჯარია ერთ-ერთია იმ ოთხ კანდიდატს შორის, რომელიც სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს. პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის […]
ცხინვალის იზოლატორიდან გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს
ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, გათავისუფლებულია და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს გადაეცა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გიორგი გიუნაშვილი ამჟამად საკუთარ ოჯახში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით დასახლებაში იმყოფება. მას უკვე ესაუბრა […]
რატომ არ ჩაატარებინეს სპეცოპერაცია თავიდანვე ანტიტერორისტულს?
გახდება თუ არა საქართველო ტერორისტების სამიზნე, რა კითხვებს უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ, რა კავშირშია ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან რუსეთის ულტიმატუმი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება. – რამდენიმე თვის წინ თქვენ “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადეთ, რომ რუსეთმა საქართველოს ვაზიანის სამხედრო ბაზის გადაცემა მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას გადაბუგვით […]
საქართველოში ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან მამაკაცებს არ უშვებენ – ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კონტროლი გამკაცრდა
ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კონტროლი გამკაცრდა. კურიერს მოქალაქეები დაუკავშირდნენ დაღესტნიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გართულდა. იგივე ინფორმაციას ავრცელებენ სოციალურ ქსელში საზღვრიდან უკან დაბრუნებული ტურისტები. არსებული ინფორმაციით, შეზღუდვებია დაწესებული ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მამაკაცებისათვის ინგუშეთიდან და ჩეჩნეთიდან. რუსული ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ ბოლო დღეებში გამკაცრებული შეზღუდვების გამო, საქართველოში ტურისტების შემოყვანა […]
”ქართულმა ოცნებამ” სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია წარადგინა – ვინ ამბობს სწორს, ირაკლი კობახიძე თუ ზაზა გაბუნია
_ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს. ამის შესახებ 24 ნოემბერს გვიან საღამოს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მის თქმით, შეხვედრაზე სულ 7 კანდიდატზე იყო საუბარი, თუმცა, კონკრეტული გვარები არ დაასახელა. _ მათ შორის განიხილებოდა ის კანდიდატები, რომლებიც შემოთავაზებული იყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. საბოლოოდ […]
დაპირისპირება ”ქართულ ოცნებაში” – მმართველი გუნდი ომბუდსმენზე ვერ შეთანხმდა
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველობის საკუთარ კანდიდატურას დღეს არ დაასახელებს. როგორც უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ ”ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება. – არის დასახელებული რამდენიმე გვარი, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილება კონკრეტულ პერსონასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. „ქართულ ოცნებას“ მიგვაჩნია, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი არის […]
”ქართული ოცნება” ომბუდსმენის კანდიდატურის დასადგენად ოფისში შეიკრიბა
უმრავლესობის წევრები, სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით სამსჯელოდ, “ქართული ოცნების” ოფისში იკრიბებიან. შეხვედრამდე დეტალური განცხადებები ომბუდსმენობის კანდიდატთან დაკავშირებით არ კეთდება. დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ შესაძლოა მმართველი გუნდის საბოლოო არჩევანი დღესვე არ გახდეს ცნობილი და ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდეს. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ცალკეულმა ფრაქციებმა საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ. არასამთავრობოებისა და დეპუტატების ნაწილი სახალხო დამცველის პოსტზე […]
საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი დედაქალაქის მთავრობას უკან დაუბრუნა
თბილისის ბიუჯეტი საკრებულომ დედაქალაქის მთავრობას უკან დაუბრუნა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ბიუჯეტის ზრდა 100 მილიონით მაინც უნდა მოხდეს და სხვადასხვა სოციალურ პროექტზე იქნას გადანაწილებული. წინასწარ ცნობილია, რომ თბილისის მთავრობა ოპოზიციის შეთავაზებებს არ გაიზიარებს. ის, სავარაუდოდ, გაიზრდება თუმცა, დაიხარჯება იმ პროექტებზე, რომლებსაც კახა კალაძე წინასაარჩევნო პერიოდში აანონსებდა. – გრძელდება მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან იმ […]










