კატეგორია: პოლიტიკა

კახა კალაძე სპეცოპერაციის ადგილზე მივიდა

კახა კალაძე სპეცოპერაციის ადგილზე მივიდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე კახა კალაძე მივიდა. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია გუშინ, 20:00-სთვის დაიწყო და დაახლოებით 22:00 სათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე სროლები და აფეთქებების ხმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისმოდა. სპეცოპერაცია 22 ნოემბერს 17:30 საათზე დასრულდა.

ანი ნადარეიშვილი – “ბაჩო ახალაიას არასდროს უვლია 400.000 დოლარიანი მანქანით”

ანი ნადარეიშვილი - "თუ ვინმე პირადად არ ხართ ახალაიას მიერ წამებული, გაუპატიურებული, არ გამომეხმაუროთ!"

ბაჩო ახალაიას მეუღლე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გადაადგილდებოდა 400 ათასი დოლარის ღირებულების მანქანით. როგორც „არჩევანში“ სატელეფონო ჩართვისას ანი ნადარეიშვილმა განაცხადა, ასეთი ინფორმაცია ბაჩო ახალაიას  დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა, ისევე როგორც სხვა მსგავსი ინფორმაციები. „ეს არის “მერსედესი,” რომელიც იყო განკუთვნილი “დელტას” სტუმრებისთვის, სადაც ძალიან მაღალი დონის სტუმრები ჩამოდიოდნენ,“-განაცხადა ანი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ბაჩო ახალაია […]

მარგველაშვილი – “ვანო მერაბიშვილის შეწყალების საფუძველს ვერ ვხედავ”

პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარი უთხრა

– მე დღეს ვანო მერაბიშვილის შეწყალების საფუძველი არ მაქვს, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში შეკითხვას, შეიწყალებს თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს. – ადამიანზე, როდესაც ციხეში ზის, ყოველთვის რთულია ნებისმიერი რამის თქმა. თუნდაც იმის, თქმა, რომ მე არ შეგიწყალებ, რაც არ უნდა პოლიტიკური თემა იყოს. მე საფუძველს, რომ […]

ბათუმის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს

ბათუმის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს

ხმაურია ბათუმის საკრებულოში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობმა” ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. დაპირისპირების მიზეზი კაბინეტის საკითხი გახდა. როგორც პარტიის წევრმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღეს საკუთარ სამუშაო ოთახში ვერ შევიდნენ, რადგან იქ “ქართული ოცნება” განთავსდა. – დილით გადმოგვეცა ბრძანება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” იმ კაბინეტიდან გამოძევების შესახებ, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდით. ეს ხელისუფლება კაბინეტებისთვის მოვიდა. ბათუმის საკრებულოს […]

დიდი სკანდალი ბორჯომში – საკრებულოს თავმჯდომარედ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. ”ოცნება” მას არ ცნობს

დიდი სკანდალი ბორჯომში - საკრებულოს თავმჯდომარედ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. ”ოცნება” მას არ ცნობს

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა 15 ხმით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღიათ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. უმრავლესობა შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი იყო დასახელებული. დეპუტატებს არჩევანის გაკეთება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ზაზა ჩაჩანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ვახტანგ ქვათაძეს შორის უწევდათ. ინტერპრესნიუსი

ბორჯომის პოლიციამ ”ქართული ოცნების” და ლეიბორისტი დეპუტატები დაკითხვაზე წაიყვანა

ბორჯომის პოლიციამ ”ქართული ოცნების” და ლეიბორისტი დეპუტატები დაკითხვაზე წაიყვანა

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები დაკითხვაზე იმყოფებიან. რაიონული პოლიციის განყოფილებაში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი კვირკველიას და „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატ, გიორგი გიუაშვილს კითხავენ. „ტელეკომპანია ბორჯომის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები საკრებულოს შენობაში დღეს განვითარებული მოვლენებით ერთ-ერთი მოქალაქის ზარის შემდეგ დაინტერესდნენ. ბორჯომში საკრებულოს სხდომაზე დილიდან ხმაური იყო. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მმართველი პარტიისა და „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატები. ინციდენტის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ არბოლიშვილმა […]

ბორჯომში დეპუტატებმა ერთმანეთს ბოთლები დაუშინეს

ბორჯომში დეპუტატებმა ერთმანეთს ბოთლები დაუშინეს

ბორჯომის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ არბოლიშვილმა ლეიბორისტული პარტიის დეპუტატს, გიორგი გიუაშვილს წყლით სავსე ბოთლი ესროლა. ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, ინციდენტი საკრებულოს სხდომაზე მოხდა, სადაც განხილვა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ დღევანდელი დღის წესრიგით, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ არის. ამის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები […]

დაპირისპირება შუახევის საკრებულოში – ”ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

დაპირისპირება შუახევის საკრებულოში - ”ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

შუახევის ახლადარჩეულმა საკრებულომ, რომელმაც პირველი სხდომა დღეს გამართა, საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩია. ამის შესახებ “ნეტგაზეთი” წერს. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი დავითაძეს, რომელიც დაბის მაჟორიტარია, საკრებულოს 23 წევრიდან მხოლოდ 12-მა დაუჭირა მხარი. თავმჯდომარის არჩევისთვის კი 13 ხმაა საჭირო. გამოცემის ცნობით, შუახევის საკრებულოში 24 წევრიდან 19 მმართველი გუნდის პარტიიდანა და სხდომას 19-ვე ესწრებოდა. იმედინიუსი

მეჭიაური – ”თიანეთის ბიუჯეტის ხარჯების 70% გადარიცხულია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე”

მეჭიაური - ”თიანეთის ბიუჯეტის ხარჯების 70% გადარიცხულია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე”

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მეჭიაურის თქმით სოციალური პროგრამებზე დასახარჯი ფინანსები მთლიანად ამოწურულია. მეტიც, მერის ინფორმაციით, წარმომადგენლობითი ხარჯები მთლიანად ათვისებულია, რომლის 70% დახარჯულია “უაზროდ და გადარიცხულია ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ კერძო ობიექტზე”. – აქ ძირითადად რაც ვნახე და პრობლემის წინაშე დავდექით, იყო ის, რომ სოციალური დახმარებებისთვის გვაკითხავს ხალხი და გამოყოფილი სახსრები მთლიანად […]

სალომე სამადაშვილი: “საკადრო ცვლილებები ხელს აძლევს ბიძინა ივანიშვილს”

სალომე სამადაშვილი: "საკადრო ცვლილებები ხელს აძლევს ბიძინა ივანიშვილს"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილის თქმით, სტრუქტურული ცვლილებები მექანიკური გაუქმებებია. როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, საკადრო ცვლილებების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. – როგორც ჩანს, ეს სამინისტროები უბრალოდ, დეპარტამენტის სახით შეუერთდება სხვა სამინისტროებს და არანაირი გააზრებული გეგმა შესაბამისი, ხელისუფლებას დღეს არ აქვს, ცვენ ვამბობდით იმას, რომ ეს ცვლილებები განხორციელდა იმისთვის, რომ განხორციელებულიყო ის საკადრო გადაადგილებები ხეილისფლებაში […]