ხმაურია ბათუმის საკრებულოში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობმა” ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. დაპირისპირების მიზეზი კაბინეტის საკითხი გახდა. როგორც პარტიის წევრმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღეს საკუთარ სამუშაო ოთახში ვერ შევიდნენ, რადგან იქ “ქართული ოცნება” განთავსდა. – დილით გადმოგვეცა ბრძანება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” იმ კაბინეტიდან გამოძევების შესახებ, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდით. ეს ხელისუფლება კაბინეტებისთვის მოვიდა. ბათუმის საკრებულოს […]
კატეგორია: პოლიტიკა
დიდი სკანდალი ბორჯომში – საკრებულოს თავმჯდომარედ ”პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. ”ოცნება” მას არ ცნობს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა 15 ხმით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღიათ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. უმრავლესობა შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი იყო დასახელებული. დეპუტატებს არჩევანის გაკეთება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ზაზა ჩაჩანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ვახტანგ ქვათაძეს შორის უწევდათ. ინტერპრესნიუსი
ბორჯომის პოლიციამ ”ქართული ოცნების” და ლეიბორისტი დეპუტატები დაკითხვაზე წაიყვანა
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები დაკითხვაზე იმყოფებიან. რაიონული პოლიციის განყოფილებაში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი კვირკველიას და „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატ, გიორგი გიუაშვილს კითხავენ. „ტელეკომპანია ბორჯომის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები საკრებულოს შენობაში დღეს განვითარებული მოვლენებით ერთ-ერთი მოქალაქის ზარის შემდეგ დაინტერესდნენ. ბორჯომში საკრებულოს სხდომაზე დილიდან ხმაური იყო. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მმართველი პარტიისა და „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატები. ინციდენტის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ არბოლიშვილმა […]
ბორჯომში დეპუტატებმა ერთმანეთს ბოთლები დაუშინეს
ბორჯომის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ არბოლიშვილმა ლეიბორისტული პარტიის დეპუტატს, გიორგი გიუაშვილს წყლით სავსე ბოთლი ესროლა. ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, ინციდენტი საკრებულოს სხდომაზე მოხდა, სადაც განხილვა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ დღევანდელი დღის წესრიგით, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ არის. ამის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები […]
დაპირისპირება შუახევის საკრებულოში – ”ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩია
შუახევის ახლადარჩეულმა საკრებულომ, რომელმაც პირველი სხდომა დღეს გამართა, საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩია. ამის შესახებ “ნეტგაზეთი” წერს. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი დავითაძეს, რომელიც დაბის მაჟორიტარია, საკრებულოს 23 წევრიდან მხოლოდ 12-მა დაუჭირა მხარი. თავმჯდომარის არჩევისთვის კი 13 ხმაა საჭირო. გამოცემის ცნობით, შუახევის საკრებულოში 24 წევრიდან 19 მმართველი გუნდის პარტიიდანა და სხდომას 19-ვე ესწრებოდა. იმედინიუსი
მეჭიაური – ”თიანეთის ბიუჯეტის ხარჯების 70% გადარიცხულია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე”
თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მეჭიაურის თქმით სოციალური პროგრამებზე დასახარჯი ფინანსები მთლიანად ამოწურულია. მეტიც, მერის ინფორმაციით, წარმომადგენლობითი ხარჯები მთლიანად ათვისებულია, რომლის 70% დახარჯულია “უაზროდ და გადარიცხულია ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ კერძო ობიექტზე”. – აქ ძირითადად რაც ვნახე და პრობლემის წინაშე დავდექით, იყო ის, რომ სოციალური დახმარებებისთვის გვაკითხავს ხალხი და გამოყოფილი სახსრები მთლიანად […]
სალომე სამადაშვილი: “საკადრო ცვლილებები ხელს აძლევს ბიძინა ივანიშვილს”
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილის თქმით, სტრუქტურული ცვლილებები მექანიკური გაუქმებებია. როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, საკადრო ცვლილებების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. – როგორც ჩანს, ეს სამინისტროები უბრალოდ, დეპარტამენტის სახით შეუერთდება სხვა სამინისტროებს და არანაირი გააზრებული გეგმა შესაბამისი, ხელისუფლებას დღეს არ აქვს, ცვენ ვამბობდით იმას, რომ ეს ცვლილებები განხორციელდა იმისთვის, რომ განხორციელებულიყო ის საკადრო გადაადგილებები ხეილისფლებაში […]
თბილისის მერიის 4 უწყების ახალი ხელმძღვანელები ცნობილია – კობახიძე, ბოლოთაშვილი, თავართქილაძე, გვენცაძე
დედაქალაქის მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეს პირველ სხდომას გამართავს. დღესვე კახა კალაძე თბილისის მერიის დაქვედმებარებაში არსებული 4 უწყების ახალ ხელმძღვანელებს წარადგენს. imedinews-ისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მამუკა კობახიძე უხემძღვანელებს. არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი, ქონების მართვის სააგენტოს კი ირაკლი თავართქილაძე უხელმძღვანელებენ. უკვე ცნობილია, რომ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელად კახაბერ გვენცაძე ინიშნება. თბილისის მერიაში სხდომა 11 საათზე დაიწყება. თბილისის მთავრობა სრული შემადგენლობით […]
დავით სარალიძე – “სახალხო დამცველის ოფისი უნდა გადავიდეს მერაბიშვილის აშენებულ შსს-ს შუშებიან შენობაში”
საქართველოს პირველი სახალხო დამცველი დავით სარალიძე, რომელსაც ომბუდსმენის პოსტი 1997-2000 წლებში ეკავა, თვლის რომ სახალხო დამცველის ოფისი, სამართლიანობის აღდგენის კომისიასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში უნდა განთავსდეს და სწორედ ეს შენობა უნდა იქცეს გამჭვირვალობისა და სამართლიანობის აღდგენის სიმბოლოდ. – მაქვს ასეთი აზრი, რომ სახალხო დამცველი გადაიყვანონ ვანო მერაბიშვილის მიერ აშენებულ შსს-ს შუშებიან შენობაში. იქიდან უნდ […]
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მოქალაქეების დაკავების ოპერაციას პოროშენკოს დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა
საქართველოს მოქალაქეების დაკავების ოპერაციას პირადად უკრაინის პრეზიდენტის დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა- ამ განცხადებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ ქართველები კიევიდან ოდესაში სამი ვერტმფრენით ჩაიყვანეს, ბორანზე კი სპეც რაზმის 50 მებრძოლი ახლდათ თან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოპერაციაში პეტრო პოროშენკოს დაცვის უფროსის მონაწილეობა უკანონო იყო. ” პოროშენკოს ეშინია პირადად ჩემი, […]










