კატეგორია: პოლიტიკა

საქართველოს რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი დავით ფერაძე იქნება

“იმედის კვირის” ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი დავით ფერაძე იქნება. ამ პოსტზე ის მამუკა ბახტაძეს შეცვლის. განათლებით ეკონომისტი, 36 წლის დავით ფერაძე წარსულში თანაინვესტირების ფონდის შპს „მტკვარი ჰესის” დირექტორი იყო. ასევე მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში, საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და ქართუ ჯგუფში. 13 ნოემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა. ფინანსთა მინისტრის პოსტი რკინიგზის ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვალა, რომელიც ეკონომიკისა […]

ფოთის პორტში უკრაინული ბორანი შევიდა, რომელზეც, შესაძლოა, უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან

ფოთის პორტში უკრაინული ბორანი შევიდა, რომელზეც, შესაძლოა, უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან. თუმცა, ბორანიდან მგზავრები ჯერ არ გადმოსულან. როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, შესაძლოა თამაზ შავშიშვილი და სხვა დეპორტირებული ქართველები ოდესიდან ფოთში ბორნით გადაიყვანონ. ფოთის პორტში უკრაინიდან დეპორტირებული თამაზ შავშიშვილის მამა გიორგი შავშიშვილი იმყოფება. ნიუპოსტი

“კალაძის ცოლისძმის საქმე სუსში ჯერ არ დაუხურავთ”

თბილისის საკრებულოს ბევრი უცნაური რამე უნახავს, მაგრამ აქ ჯერ ყანწით ხელში არავინ შესულა. ეს ტრადიცია მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელმა დიმიტრი ბიძინაშვილმა დაამკვიდრა. მას სასმისით ხელში საკრებულოში მისვლა დედაქალაქის მერმა შთააგონა – კახა კალაძემ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, კაი თამადა წარადგინა. ყანწთან ერთად ბიძინაშვილმა საკრებულოში რამდენიმე ადამიანის დახასიათება მიიტანა. ეს ადამიანები აცხადებენ, რომ […]

კიევში გატაცებული ქართველი ჟურნალისტი და “АТО”-ს მეომრები, სავარაუდოდ, ბორანზე იმყოფებიან

გატაცებული ჟურნალისტი და “ატოს” მეომრები სავარაუდოდ იმყოფებიან ბორანზე “ვილნიუსი” – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს. მოძრაობა “ახალი ძალების” ლიდერი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ არსებული ინფორმაციით, ბორანი ჩერნომორსკიდან ფოთში მიემართება. – ჩვენი წყაროები ოდესიდან გვატყობინებენ, რომ გატაცებული ჟურნალისტი და ანტიტერორისტული ოპერაციის მეომრები, შესაძლოა იმყოფებიან ბორანზე “ვილნიუსი”, რომელიც ჩერნომორსკიდან ფოთში მიემართება. ისინი […]

განხეთქილება “ქართულ ოცნებაში” – თამარ ჩუგოშვილი იცავს უჩა ნანუაშვილს, რომელსაც წულუკიანმა ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა

– სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული პოზიცია მაქვს, თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყანაში, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა დისკუსიას, რომელიც უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ “ეს ყველაფერი სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის”. – ზოგადად მგონია, რომ […]

ქუცნაშვილი: „თუ მისი უწმინდესობის კრიტიკა შეიძლება, რატომ არ შეიძლება სხვა თანამდებობის პირის კრიტიკა“

– თუ მისი უწმინდესობის კრიტიკა შეიძლება, რატომ არ შეიძლება ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის კრიტიკა?! მე არ მესმის, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა 17 ნოემბერს  გააკეთა სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თაობაზე თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას. – მე გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვარ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას აქვს კრიტიკული აზრის უფლება, თეა წულუკიანსაც და […]

სააკაშვილი: „უკრაინაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ნაცემები არიან“

უკრაინაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ნაცემები არიან- ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს. მოძრაობა “ახალი ძალების” ლიდერის თქმით, უკრაინაში დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე უკრაინაში რჩება. – უკვე ერთი დღე-ღამეა, რაც გატაცებულებს არც ქვეყნიდან აძევებენ და არც მათი ნახვის საშუალებას აძლევენ ვინმეს. იმის გათვალისწინებით, რომ იმ ბინაში, […]

მიხეილ სააკაშვილი: „უკრაინაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ნაცემები არიან“

უკრაინაში დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე უკრაინაში რჩება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. – უკვე ერთი დღე-ღამეა, რაც გატაცებულებს არც ქვეყნიდან აძევებენ და არც მათი ნახვის საშუალებას აძლევენ ვინმეს. იმის გათვალისწინებით, რომ იმ ბინაში, სადაც ისინი აიყვანეს, ბევრი სისხლია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი სასტიკად არიან ნაცემები და მათი გაძევების შეფერხება […]

შალვა ნათელაშვილი: „სანამ თქვენ ამას მიხვდებით, ანტილოპა ისწავლის ფლეიტაზე დაკვრას“

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება იმ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ თამაზ მეჭიაურის საცხოვრებელი სახლი თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში კეთილმოუწყობელია და თიანეთის მერი სამსახურთან ახლოს ბინას ეძებს. – იდიოტები პროვოკატორები და მოსყიდული კუდის ჟურნალისტები და სააგენტო ხართ. 2008 წელს გუგავას საერთოდ არ გააჩნდა ბინა თბილისში და მაშინაც ,მანამდეც და დღესაც, კანონის თანახმად პარლამენტის აპარატი ასეულობით […]

იან კელი: „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს წევრობისა და ღია კარის პოლიტიკის შესახებ. იან კელის თქმით, იგი იენს სტოლტენბერგის აღნიშნულ განცხადებას არ გასცნობია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ნატო-ს გენერალური მდივნის […]