კატეგორია: პოლიტიკა

კალაძე – “თბილისის საახალწლოდ მოსართავად მოსახლეობის დახმარება დამჭირდება”

დედაქალაქის მერის თქმით, ახალი წლის დღესასწაულისთვის ქალაქის მოსართავ სამუშაოებში მას მოსახლეობის ჩართულობა დასჭირდება, კახა კალაძე ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადების გაკეთებას რამდენიმე დღეში გეგმავს: – ქალაქის საახალწლოდ მოსართავად სამუშაოები დაწყებულია, თუმცა ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში გავაკეთებ შესაბამის განცხადებას, დამჭირდება დედაქალაქის მოსახლეობის დახმარება, ჩართულობა ამ მიმართულებით და მჯერა, ბევრი ადამიანი დამიდგება გვერდით, – განაცხადა კახა კალაძემ. […]

თეა წულუკიანი „ოცნებას“ აშანტაჟებს, მაგრამ მას მაინც მოხსნიან – ახალი მინისტრი შესაძლოა ეკა ბესელია გახდეს

„ნიუპოსტის“ კონფიდენციალური წყაროს ცნობით, „ქართული ოცნების“ „სხადნიაკზე“, რომელიც ოფიციალურად ლარის დევალვაციას მიეძღვნა, გიორგი კვირიკაშვილმა მმართველ პარტიაში დიდი წმენდა დააანონსა. ოფიციალური ვერსიით, ეკონომიკური გუნდი პარტიის ოფისში საბიუჯეტო ცვლილებების გამო იყო დაბარებული, თუმცა შეხვედრის მონაწილეების ნაწილი „ნიუპოსტთან“ პირად საუბარში ადასტურებს, რომ განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა მმართველ პარტიაში არსებული დაპირისპირება იყო. „ნიუპოსტის“ წყარო ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ გვარს […]

თეა წულუკიანი – ”კარგია თუ ჩემმა განცხადებამ დეპუტატი შალელაშვილი სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა”

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ დეპუტატ შალელაშვილს არ იცნობს, თუმცა სმენია, რომ სამსახურში არ დადის. – კარგია, თუ ჩემმა განცხადებამ დეპუტატი შალელაშვილი სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა, – ამბობს წულუკიანი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წარმომადგენლის კრიტიკის საპასუხოდ. – დეპუტატ შალელაშვილის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია, მას არ ვიცნობ. მსმენია მხოლოდ ის, რასაც მედია ავრცელებდა, რომ რეალურად ეს არის […]

ნუგზარ ჭონქაძე – ”არც ფაშისტი ვარ და არც ჰომოფობი, რაში მდებთ ბრალს?!”

– უარვყოფ, რომ მე ვარ ჰომოფობი, ფაშისტი, მოძალადე, ვერც ერთ ფაქტს ვერავინ მომიყვანს, რომ მე ვინმეზე ვიძალადე ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ამის შესახებ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ ჟურნალისტებს საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ჭონქაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებს. – მე ვარ ამაყი იმით, რომ დღეს საღმა აზრმა გაიმარჯვა […]

ნაციონალებმა სულიკო კედელაშვილის გამო საკრებულოს სხდომა დატოვეს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. აღნიშნულის მიზეზი გახდა ის, რომ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნის შემდეგ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხიდან არ ამოიღეს მე-16 საკითხი, რომელიც მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძის კანდიდატურის დამტკიცებას ითვალისწინებს. სხდომაზე, სადაც თბილისის მერიის ახალი შემადგენლობის დამტკიცება უნდა მოხდეს, საკითხების განხილვის დაწყებამდე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” […]

უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისში იკრიბებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში იკრიბებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, შეხვედრას სამუშაო ხასიათი აქვს და განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი იქნება. მისივე თქმით, საუბარი შეეხება სხვა საორგანიზაციო საკითხებსაც. ცნობისთვის, პარლამენტს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი კომიტეტებისა და პლენარული სხდომის ფარგლებში განხილული აქვს. დარჩენილია საბოლოოდ დამტკიცების ეტაპი. […]

კალაძე: „ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე”

ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე – აცხადებს თბილისის მერი , რომელიც დღეს, საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს. კალაძის თქმით, მას საკრებულოში მისვლას არჩევის შემდეგ, კანონი არ ავალდებულებს. – ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული და უფლებამოსილებას უკვე შევუდექი, რაც შეეხება ქალაქის მთავრობას, კანონის შესაბამისად, ვიმოქმედე, გადავუგზავნე საკრებულოს, […]

იან კელი: „ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს“

ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას ეხებოდა. აშშ-ს ელჩის თქმით, ხელოვნური ბარიერების შექმნა ხალხებს შორის არაკანონიერი ქმედებაა. – ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც საუბრობს ბატონი ბიბილოვი. ეს არ არის […]

მარიკა დათუკიშვილი: “კალაძე აღმოჩნდა ნარმანიაზე უფრო მხდალი”

– ის აღმოჩნდა სამწუხაროდ ნარმანიაზე უფრო მხდალი, იმიტომ, რომ ნარმანია პირველ ეტაპზე მაინც ახერხებდა საკრებულოში მოსვლას, – ეს განცხადება, თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა მარიკა დათუკიშვილმა გააკეთა. დათუკიშვილი ახლად არჩეული მერის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კახა კალაძე საკრებულოში არ მივა, სადაც თბილისის მთავრობა უნდა დაამტკიცონ. – კალაძე ვერ ბედავს, რომ მოვიდეს თბილისის საკრებულოში, თვითონ […]

გორში ასობით საჯარო მოხელე სამსახურიდან დაითხოვეს

გორში ასობით საჯარო მოხელე სამსახურიდან დაითხოვეს. მას შემდეგ რაც გორმა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაკარგა და ორი მუნიციპალიტეტი გაერთიანდა, გამგეობის და მერიის თანამშრომლებს უფლებამოსილება შუწყდათ და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილობითი ინფორმაციაც ჩაიბარეს. სამსახურის მიღმა დარჩენილ საჯარო მოხელეებს ახლა სამუშაო ოთახებიდან პირადი ნივთები გააქვთ და იმედი აქვთ, რომ ახლად შექმნილ უწყებაში მუშაობას მოგვიანებით გაგრძელებენ, რადგან, მათ არჩევნებამდე […]