კატეგორია: პოლიტიკა

უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი თეა წულუკიანის წინააღმდეგ – “ვემიჯნები მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებას”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველთან მიმართებაში უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. დეპუტატი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა. ”მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ,,ქართული ოცნების’’ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს. საქართველოს იუსტიციის […]

დავით ბერძენიშვილი – “კალაძეს ივანიშვილმა უფროსად კაგებეშნიკი გიგა ნიკოლეიშვილი დაუნიშნა”

– კახა კალაძეს უთხრეს, შენი უფროსი სინამდვილეში თბილისის მერიაში იქნება შენი ის მოადგილე, რომელიც საბჭოთა კავშირის ”კაგებეში” მუშაობდაო – გიგა ნიკოლეიშვილი, – ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ერთპარტიული ხელისუფლებაა და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია. – შევარდნაძე მოდის 1992-ში, იწყებს თანამშრომლობას პოლიტიკურ ჯგუფებთან. მერე […]

შს მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე გახდა, მოადგილეები – ნინო ჯავახაძე და მერაბ მალანია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ მოადგილეები დანიშნა. პირველი მოადგილის თანამდებობა კახაბერ საბანაძემ დაიკავა. კახაბერ საბანაძე საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტია. 2017 წლის მაისიდან იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 2015-2017 წლებში კახაბერ საბანაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო […]

სულიკო კედელაშვილი – ”ვისაც რამე არ მოგეწონათ, სასამართლოში მიჩივლეთ”

სულიკო კედელაშვილი, იგივე ნუგზარ ჭონქაძე, რომელიც სოციალური ქსელში ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაშია მხილებული, მედიასთან მისი მისამართით არსებულ კითხვებზე პირველად საუბრობს. სულიკო კედელაშვილი ადასტურებს, რომ მას თამაზ თამაზაშვილთან ნაცნობობა აკავშირებს. – მე ვმუშაობდი უსაფრთხობის სამსახურში. დიახ, ვიცნობ თამაზ თამაზაშვილს, – განაცხადა ჭონქაძემ “რუსთავი 2″-თან საუბრისას. მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე მას რეკომენდაცია კახი კალაძემ გაუწია. რაც შეეხება სოციალურ […]

”თეა წულუკიანი აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას” – უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას და მის იმიჯს აზიანებს. საქმე ეხება თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მინისტრმა ომბუდსმენს “ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი” უწოდა. – მსგავსი განცხადებები და მისი ეს განცხადება, პირველ რიგში, აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების იმიჯს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ეს ალბათ უკავშირდება იმ კონკრეტულ დარღვევებს, რომელზეც […]

შს მინისტრის მოადგილეებად შალვა ხუციშვილი და ნინო ჯავახაძე ინიშნებიან

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აღნიშნულ თანამდებობას, სავარაუდოდ, ახალი მინისტრის პერიოდშიც შეინარჩუნებს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი გახარია შალვა ხუციშვილის უწყებაში, მის მოადგილედ დატოვებას აპირებს. გარდა ამისა, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შს მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ, შესაძლოა, ნინო ჯავახაძე დაინიშნოს, რომელიც გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროსაც მისი მოადგილე იყო. არაოფიციალური ცნობით, გახარია […]

ქართული ოცნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს

ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე მმართველი პარტია განმარტებებს ეროვნული ბანკისგან ითხოვს. დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ ყველა კითხვას კობა გვენეტაძემ პარლამენტში მოსვლით უნდა უპასუხოს. – ეროვნული ბანკის პასუხები ეკონომიკის კომიტეტის კითხვებს ნაწილობრივ აკმაყოფილებს და პასუხობს. უკეთესი იქნება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოვუსმინოთ და კომიტეტზე გავმართოთ მსჯელობა, – ამბობს ლევან კობერიძე. მმართველი პარტიის ამ მოთხოვნას არ იზიარებენ […]

ნაციონალები კედელაშვილის სკანდალთან დაკავშირებით კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ენმ“-ს წევრები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ნიკოლოზ ჭონქაძის, იგივე სულიკო კედელაშვილის შესაძლო დანიშვნას. ოპოზიციის თქმით, პროტესტი ამ კანდიდატის მიმართ გამოწვეულია მისი წარსულში აგრესიული საქმიანობის გამო. როგორც ისინი აცხადებენ კალაძეს აქვს ლეგიტიმური უფლება გაიწვიოს ამ პირის […]

 “ივანიშვილს კალაძის ნარმანიზაცია არ გაუჭირდება”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს. – ბატონო დავით, თქვენ განაცხადეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამდგარი შედეგის, კონკრეტულად კი თბილისში კალაძის გამარჯვების საპასუხო სვლა გააკეთა ივანიშვილმა იმ სამთავრობო ცვლილებებით, რომლებიც კვირიკაშვილმა შემოგვთავაზა. რამდენად არგუმენტირებულია თქვენი მოსაზრება? – ძალიან მოულოდნელად შემოვარდა ეს ცვლილებები. სერიოზული ლოგიკა არის იმაში, რომ დიახ, ეს […]

დავით ოქიტაშვილი – „ფეხმძიმე შვილს გეფიცებით, რომ მერიაში თანამდებობის შემოთავაზება არ ყოფილა”

კახა კალაძემ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად ტელეკომპანია „იბერიას“, „იმედისა“ და „მზის“ ყოფილი ჟურნალისტი სოფიო ხუნწარია დაასახელა. – თქვენი სამსახური უნდა იყოს მობილური და ეფექტური და საზოგადოებამ უნდა დაინახოს ამ მუშაობის შედეგი,- მიმართა მერმა ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებად წარდგენილ კანდიდატებს. გუშინდლამდე საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად მუსირებდა აზრი, რომ კალაძეს კულტურის საქალაქო სამსახურის […]