კატეგორია: პოლიტიკა

კალაძე – “ნარმანიას ბიუჯეტს უკან გამოვითხოვთ”

თბილისის ახალი მერი დავით ნარმანიას მიერ თბილისის საკრებულოსთვის წარდგენილ ბიუჯეტს უკან გამოითხოვს, რადგან როგორც კალაძე ამბობს მასში არ არის გათვალისწინებული ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დედაქალაქის ახალი მთავრობა გეგმავს. – ბიუჯეტს რა თქმა უნდა, უნდა გამოვითხოვოთ აუცილებლად იმიტომ, რომ დავით ნარმანიას მიერ არის წარდგენილი. მასში არ არის გათვალისწინებული ჩვენი პრიორიტეტები. შესაბამისად მოგვიწევს მუშაობა, გამოვითხოვთ და შემდეგ […]

“გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი” – ნუკრი ქანთარია სერგო რატიანს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა გოგა ონიანს პოლიტპატიმარი უწოდა, ამ განცხადებას კი უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ უპასუხა. – გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი. მიკვირდა, ისე ჩაივლის დღევანდელი განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებენ მეთქი და როგორც იქნა მაინც ახსენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბიძინას გარეშე მზე არ სუფევს მათთვის […]

ნანუაშვილი კობახიძისგან განმარტებებს ითხოვს

სახალხო დამცველს აინტერესებს რას გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც განაცხადა, რომ სახალხო დამცელი პოლიტიკური ფიგურაა. ნანუაშვილი კობახიძისგან განმარტებებს ელოდება. – ველოდები განმარტებებს თუ რას გულისხმობს ბატონი ირაკლი კონკრეტულად პოლიტიკურ განცხადებებში და იმაში, რომ პოლიტიკური ფიგურაა სახალხო დამცველი. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდება. სახალხო დამცველი არ ფიქრობს, რომ რომელიმე მისი გადაწყვეტილება, მისი საქმიანობა იყო პოლიტიკური. პირიქით, […]

გახდება თუ არა გახარია მეორე მერაბიშვილი

  რატომ წააგო ხელისუფლების კანდიდატმა არჩევნები გურიაში, რაზე უნდა დაფიქრდეს ოპოზიცია, რას მოუტანს ქვეყანას საკადრო ცვლილებები, რა ნიშნით შეარჩიეს შს მინისტრად გახარია? – ამის შესახებ “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება. ნიკოლოზ მჟავანაძე: – 12 ნოემბერს ოზურგეთში მერის განმეორებითი არჩევნები გაიმართა, სადაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა კოტე შარაშენიძემ გაიმარჯვა. ოზურგეთი ჩემი კუთხეა, იქ არსებულ სიტუაციას […]

კალაძემ მთაწმინდის გამგებლად დავით კირკიტაძე დანიშნა – ახალმა მერმა თბილისის გამგებლები წარადგინა

თბილისის მერმა დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა. კახა კალაძის თქმით, ის გამგებლებს ყველა პირობას შეუქმნის ეფექტური მუშაობისთვის, თუმცა იქნება ძალიან მომთხოვნი. კალაძის გამგებლობის კანდიდატების სია დასამტკიცებლად საკრებულოს დღესვე გადაეგზავნება. თბილისის რაიონების გამგებლები იქნებიან: საბურთალო – გაიოზ ვასაძე ვაკის რაიონი – ნოდარ ტურძელაძე ჩუღურეთის რაიონი – ზურაბ ჩიკვილაძე დიდუბის რაიონი – ირმა ზავრადაშვილი ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე […]

გიგლა ბარამიძე: „გახარია, ბახტაძე და კალაძე პრემიერობისთვის იბრძოლებენ… ქუმსიშვილი კვირიკაშვილს ძირს უთხრიდა“

ჩაერია თუ არა საკადრო ცვლილებებში ბიძინა ივანიშვილი, რისთვის ემზადებიან ახალი შს და ფინანსთა მინისტრები, როდისთვის უნდა ველოდოთ გაცილებით მასშტაბურ ცვლილებებს? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. – მთავრობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ბევრი კითხვა გააჩინა. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს ცვლილებები? მართლა რამის შეცვლა სურთ? – სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი იყო. ჯერ კიდევ რამდენიმე […]

„რუსების პირდაპირი მოთხოვნით დატოვეს თანამდებობაზე  მინდია  ჯანელიძე“ 

– ამ ადამიანმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ჯერ საგარეო დაზვერვას, შემდგ კონტრდაზვერვა დაანგრია – ამ განცხადებას “ევროპული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერი გივი თარგამაძე კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებაზე საუბრისას აკეთებს. როგორც თარგამაძე “პირველ რადიოსთან” საუბარში ამბობს, ჯანელიძის ერთ ერთი დავალება ქართული კონრდაზვერვის განადგურება და თავდაცვის სამინისტროში დასავლური კადრების რუსულით ჩანაცვლება იყო: – თუ იგულისხმება […]

სანდრო ბრეგაძე – ქართული მარში უნდა დაიშალოს

ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ მოძრაობა უნდა დაიშალოს. როგორც მან imedinews-ს განუცხადა, ის ამ საკითხს დააყენებს და თუ სხვები არ გაიზიარებენ ამ მოსაზრებას, ის თავად დატოვებს მარშს. “ჩემი აზრით, საზოგადოება, რომელიც იმსახურებს ბოკერიას, გვარამიას, რესპუბლიკურ პარტიას და მსგავსებს, არ იმსახურებს “ქართულ მარშს“, ამიტომაც ის უნდა დაიშალოს. აზრს ვერ ვხედავ მან გააგრძელოს ფუნქციონირება. მე […]

პრემიერი კვირიკაშვილი 60-ზე მეტი კომპანიას ფლობს? – რას წერს „ქრონიკა პლუსი”

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაფორმალურად შესაძლოა, 60-ზე მეტ კომპანიას ფლობდეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ქრონიკა პლუსმა” გამოაქვეყნა. გაზეთი წერს, რომ კომპანიებს გიორგი კვირიკაშვილის მეგობრები ლევან ნოზაძე და რაფაელ სურამელაშვილი მართავენ, რეალურად კი ამ ბიზნესების უკან მთავრობის მეთაური დგას. ლევან ნოზაძე და რაფაელ სურამელაშვილი ადასტურებენ, რომ გიორგი კვირიკაშვილის მეგობრები არიან, თუმცა ამბობენ, რომ ბიზნესთან პრემიერს არაფორმალური მმართველობა არ […]

თინა ბოკუჩავა – წულუკიანმა ქვეყანას თავი მოჭრა, მაგრამ მაინც არ მოხსნეს

წულუკიანი არ შეცვალეს იმიტომ, რომ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოცნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სრული კრახი განიცადა სტრასბურგში და ქვეყანას თავი მოჭრა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი პარტიულ დავალებებს პირნათლად ასრულებს, რამაც მინისტრთა კაბინეტში მისი ყოფნა განამტკიცა. – წულუკიანი არ შეცვალეს იმიტომ, რომ […]