კატეგორია: პოლიტიკა

რევაზ არველაძე – “ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება ნაადრევია”

– ენერგეტიკაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა და ენერგეტიკის სამინისტრო უნდა იყოს შენარჩუნებული. ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა, ენერგეტიკოსმა რევაზ არველაძემ ენერგეტიკის სამინისტროს მოსალოდნელი გაუქმებისა და მისი ეკონომიკის სამინისტროსთან შეერთების თაობაზე განუცხადა. არველაძემ აქვე დასძინა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პირადად მისთვის არაფერია ცნობილი. – მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება ჯერ ნაადრევია და ეს არ უნდა მოხდეს. საქართველოს […]

დიდი წმენდა მთავრობაში – მინისტრები აღარ იქნებიან მღებრიშვილი, ჯეჯელავა, კახიშვილი, ელოშვილი, ხეჩიკაშვილი, აგულაშვილი და დოლიძე

მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტს ჯამში 7 მინისტრი დაემშვიდობება. უფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, მინისტრის პორტფელს დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, რომელიც მთავრობის მიერ დაანონსებული, ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად სახელდება, ასევე ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა […]

მინისტრობიდან ჯეჯელავაც მიდის

წინასწარი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები მინისტრთა კაბინეტს ტოვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, გიორგი მღებრიშვილისა და ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. გარდა ამისა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში ორი სამინისტროს, კერძოდ კი, კულტურისა და სპორტის უწყებების გაერთიანების საკითხი. უხელმძღვანელებს თუ არა გაერთიანებულ სამინისტროს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ან […]

კახა კახიშვილი ახალ საგამოძიებო უწყებას უხელმძღვანელებს

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, სავარაუდოდ, ახალ პოზიციაზე გადაინაცვლებს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კახიშვილი იმ ახალ საგამოძიებო სტრუქტურას უხელმძღვანელებს, რომლის შექმნაც მთავრობამ უკვე დააანონსა. რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს, არსებული ინფორმაციით, ის იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც პოლიციაში, […]

 მღებრიშვილს გახარია შეცვლის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელს, ამ თანამდებობაზე სავარაუდოდ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბარს ორშაბათს გეგმავს, მღებრიშვილს, ჯეჯელავას, ხეჩიკაშვილს და გიორგაძეს შეეხოთ. […]

 სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უქმდება?

არაოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმება იგეგმება. კრიზისების მართვის საბჭოს ამ დროისთვის მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს და ჯერჯერობით უცნობია ტოვებს თუ არა სამთავრობო გუნდს ჯანელიძე. არსებული ინფორმაციით, საბჭოს გაუქმების საკითხი საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში დადგა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 2014 წლის 1 იანვარს შეიქმნა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში […]

ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე პატრული გამოიძახეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” წარომადგენლის, ფიქრია მამარდაშვილის განცხადებით, ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა სიებს კონკრეტული პირები ადგენენ. მისი განცხადებით, აღნიშნული ქმედება ვიდეომასალით აღბეჭდა, რასაც მცირე ინცინდენტი მოჰყვა. მამარდაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ პატრული გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებმა მისთვის კამერის წართმევა სცადეს. – ოზურგეთის 43-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი დეპუტატი საარჩევნო სიებს ადგენდა. ეს ყველაფერი დავაფიქსირე. ამით […]

ოზურგეთში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც ოზურგეთის საარჩევნო ოლქში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 08:00 საათზე საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის საჩივრები არ ფიქსირდება. ოზურგეთის მერობისთვის “ქართული ოცნებიდან” ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე იბრძვიან. ინტერპრესნიუსი

გიორგი მღებრიშვილი თანამდებობას ტოვებს

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მომავალ კვირას თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ. როგორც “პრაიმტაიმისთვისაა” ცნობილი ახალი კანდიდატურა ისევ ძალოვანი უწყების შიგნით შეირჩევა და “გარედან” სხვა კადრის მიყვანა არ იგეგმება. ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის ოფიციალურად უახლოეს ხანში გამოცხადდება. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილებების შედეგად საერთოდ უქმდება ენერგეტიკის […]

არჩილ თალაკვაძე – ”კონსტანტინე შარაშენიძე ტყუის, სქემა მათივე დაწერილია”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ გავრცელებული სქემა სიმართლეს არ შეესაბამება და ეს სქემა თავად შარაშენიძის შტაბშია დაწერილი. – მინდა გითხრათ, რომ ოფისებში დასხდნენ, ჩამოწერეს 31 ტყუილი და ამ ტყუილის ტირაჟირებას ახდენენ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე, ოპონენტი კი საუბრობს ჩვენზე. დასკვნის გაკეთება ადვილია, თუ ვინ გააკეთებს საქმეს. რეალური გეგმა, როგორ […]