14 ნოემბერს თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომა 11:00 საათზე გაიმართება, სადაც საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურებს დაამტკიცებენ. პარტიის ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა; საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები – მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე. […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ოცნებამ” იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს და ოზურგეთში სპეცჯგუფები ჩამოიყვანეს” – კონსტანტინე შარაშენიძე დიპკორპუსს მიმართავს
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე წინასაარჩევნო გარემოს საგანგაშოდ აფასებს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. შესაბამის ორგანოებს კი სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. დღეს დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბმა წარმოადგინა სქემაც, რომელიც მათი მტკიცებით „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს ეკუთვნის. დამოუკიდებელი კანდიდატის მტკიცებით, არჩევნების პროცესი გაყალბდება და მოიგებს მმართველი გუნდის კანდიდატი. თუმცა მათ დღეს ვერ დაასაბუთეს საიდან მოიპოვეს აღნიშნული დოკუმენტი […]
ირაკლი კობახიძე – “შს მინისტრ მღებრიშვილთან კითხვები უმრავლესობასაც გვაქვს”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან მიმართებით კითხვები ოპოზიციის მსგავსად, საპარლამენტო უმრავლესობასაც აქვს. როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რეაგირება მინისტრ მღებრიშვილის პასუხებზე იქნება დამოკიდებული. – გიორგი მღებრიშვილთან კითხვები ექნება როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ასევე უმრავლესობას. შს მინისტრთან კითხვები დაისმება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეაგირებას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ […]
კახა კალაძე – ”არ მაინტერესებს, ”სითი პარკი” რას ფიქრობს”
დედაქალაქის არჩეულმა მერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „სითი პარკის“ საქმიანობის სამართლებრივი მხარე შესწავლილი იქნება. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ „სითი პარკის“ წარმომადგენლების განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ახალი მერი შეცდომაშია შეყვანილი და სამართლებრივი კუთხით მათი საქმიანობა არა ერთხელ იქნა შესწავლილი. – სიახლე მე არაფერი მითქვამს, ამას ვამბობდი წინასაარჩევნოდ და ვიმეორებ ახლაც, შესაბამისად იქნება სამართლებრივი გზით […]
თემურ თორდინავა – ”ჯერ თანამდებობაზე ვრჩები”
თბილისის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ამბობს, რომ ჯერ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. – საკადრო ცვლილებებზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, საკადრო ცვლილებები ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ასე რომ, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ, – განაცხადა თემურ თორდინავამ და დასძინა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, მზად არის კახა კალაძის გუნდთან […]
ნარმანია – კალაძე ”სითი პარკს” სასამართლოს ვერ მოუგებს
– “სითი პარკთან” ხელშეკრულება სამართლებრივ ნაწილში იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, რაღაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია მომავალი მერის კახა კალაძის მოსაზრებას “სითი პარკთან” სამართლებრივი დავის დაწყების თაობაზე. თუმცა, ნარმანიას თქმით, “სითი პარკის” მტაცებლური პოლიტიკის შესაცვლელად ყველა ერთად უნდა დადგეს. – ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ […]
კახა კალაძე ”სითი პარკს” სასამართლოში უჩივლებს
“თბილისის მერია სითი პარკს სასამართლოში უჩივლებს”, – ამის შესახებ კახა კალაძემ “იმედს” განუცხადა. თბილისის ახლადარჩეული მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი გზით იდავებს. – დედაქალაქის ძალიან ბევრი მცხოვრები ამ კომპანიით უკმაყოფილოა. ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიამ გამოწერა და რომელიც გასაჩივრდა, 99%-ზე არის მოქალაქეების სასარგებლო გამამართლებელი განაჩენი. შესაბამისად ჩნდება კითხვა – ეს კომპანია მოქმედებს […]
ნინო გვენეტაძე პოსტზე დარჩა და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობაზე რჩება. შეხვედრა უზენაეს სასამართლოში დასრულდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნინო გვენეტაძემ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა, შესაბამისი განცხადება კი მოგვიანებით გავრცელდება.
გიორგი როყვა იპოვეს და პოლიციაში დაკითხვაზე წაიყვანეს
ოზურგეთში ორი დღის წინ გაუჩინარებული გიორგ როყვა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. “ნიუპოსტის” რეგიონალური კორესპოდენტის ცნობით, ის ამ წუთებში გურიის მთავარი სამმართველოს ოზურგეთის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. გიორგი როყვას ადგილსამყოფელის შესახებ მისი ოჯახის წევრებმა ამ დრომდე არაფერი იცოდნენ. გაუჩინარებამდე ის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელ, ირაკლი სირაძესთან სმს შეტყობინებებს დახმარების სათხოვნელად აგზავნიდა. როყვა “ოცნების” კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის მხრიდა […]
ახალი ჯანყი გურიაში? – ხვალ კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერები ხელს მანიფესტს მოაწერენ
ხვალ, 12 საათზე, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერები ოზურგეთში, მის შტაბთან შეიკრიბებიან და ხელს “მანიფესტს” მოაწერენ. გურულები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და მათი მოთხოვნების არ გათვალისწინების შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტურის დღეს სრულ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ: საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი […]









