კატეგორია: პოლიტიკა

სააკაშვილი: „ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დამაკავონ, მაგრამ მე სიმართლისთვის ვიბრძვი“

– ჩვენ უნდა დავასრულოთ ოლიგარქების ხელისუფლება მთელს პოსტ საბჭოთა სივრცეში, – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე “ახალი ძალების” ლიდერმა, მოლდოვურტელეკომპანიასთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა. სააკაშვილი ამბობს, რომ ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება დააკავონ, მაგრამ მიუხედავად ამისა ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. – მაგრამ მე სიმართლისთვის ვიბრძვი, […]

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ყახაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს. ხუთი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ასევე – იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.

“ქართული ოცნების” კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი თიანეთის 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს

თიანეთის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ლელა ქიტესაშვილი 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს. ლელა ქიტესაშვილის განცხადებით, თიანეთის მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 უბნებიდან 6 ბიულეტენი დაიკარგა ან მოიპარეს. მისივე განმარტებით, თავის დროზე აღნიშნულ 6 ბიულეტენთან დაკავშირებით საჩივარი დაწერილი არ არის, თუმცა სამართლებრივად, შესაძლებელია არჩევნების განმეორებით ჩატარების მოთხოვნა. – მე მივიღე სააპელაციო სასამართლოს შედეგი, მაგრამ ახალი, […]

დავით საგანელიძე – “ქუცნაშვილი ცხვირს წაიმტვრევს”

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის დავით საგანელიძის განცხადებით, ზაქარია ქუცნაშვილს სიტყვების მოზომვა მართებს, თორემ შეიძლება ცხოვრებაში ცხვირი წაიმტვრიოს. აღნიშნული განცხადებით „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში დაპირისპირებას გამოეხმაურა. საგანელიძემ ქუცნაშვილი გუნდთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების და ქმედებების გამო გააკრიტიკა. – მეტი თავშეკავება და გუნდურობა მართებს. გუნდთან შეთანხმება და […]

ქუცნაშვილი – “მეჭიაური პარლამენტში შანტაჟით მოხვდა”

– მე ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ თამაზ მეჭიაურს პარტიაში ზაქარიამ გაუწია რეკომენდაცია, ხოლო პარლამენტში შანტაჟის გზით მოხვდა, – ამის შესახებ ”იმედის დროსთან” საუბრისას თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. – ბევრმა მითხრა, გულწრფელი საუბრით სამზარეულოს თემები ხომ არ გამოიტანე გარეთო. პირიქით, მგონია, რომ ის ტყუილი, რასაც მეჭიაური ტირაჟირებდა, რომ პარტიასა და პარლამენტში ბიძინა […]

პატრიოტთა ალიანსმა კვირიკაშვილის გადადგომა მოთხოვა – აქცია დასრულდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ”პატრიოტთა ალიანსის” აქცია დასრულდა, თუმცა პარტიის რამდენიმე მხარდამჭერი მჯდომარე აქციის დაწყებას გეგმავს. პარტიის ლიდერების განცხადებით, მჯდომარე აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ გადადგება. მათივე თქმით, ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ”ქართული ოცნების” მთავრობას ეკისრება. როგორც პარტიაში აცხადებენ, თუ ხელისუფლება მათ […]

ირაკლი კობახიძე – ”ოპოზიცია უნდა გავაძლიეროთ”

84 საარჩევნო ოლქიდან ყველა ოლქში მმართველი გუნდის გამარჯვებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართული დემოკრატიის გამოწვევად მიიჩნევს და ამის მიზეზად ოპოზიციური სპექტრის სისუსტეს ასახელებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თეა სიჭინავასთან ინტერვიუში ისაუბრა. – საჭიროა მუშაობა იმაზე, რომ ოპოზიცია გაძლიერდეს. პარლამენტმა უნდა შექმნას სათანადო პირობები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებზეც ფიქრიც არის საჭირო, როგორ გავაძლიეროთ ოპოზიცია – ამაზე […]

შალვა ნათელაშვილი: „კალაძის ამომრჩევლებმა ქურდი აირჩიეს ქალაქის ხელმძღვანელად“

 „ლეიბორისტული პარტია“ კახა კალაძეს მორიგ ბრალდებას უყენებს. პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ კახა კალაძემ სამების ტაძართან არსებული მიწის ნაკვეთი “ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში და 40 მილიონი ბიუჯეტში დღემდე არ გადაუხდია“. შალვა ნათელაშვილი და მისი თანაგუნდელები ავლაბრის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მათი თქმით, აღნიშნული ტერიტორია კახა კალაძის კუთვნილებაა. ოპოზიციური პარტიის წევრები კალაძეს მოუწოდებენ, რომ […]

კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმების გათვლას ითხოვენ

საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ მთაწმინდის ოლქში უბნების შედეგების ხელახალ გადათვლას მოითხოვს. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 28 ოქტომბერს გაიმართა სასამართლო პროცესი. ბლოკის ინტერესებს პროცესზე წარმოადგენდნენ კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე. ბლოკმა პროცესზე მიიყვანა მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ მთაწმინდის N13 უბანზე ხმა მისცა „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალ საქართველოს“, თუმცა შემაჯამებელ ოქმში ბლოკს უწერია 0 (ნული) ხმა. […]

ბიძინა ივანიშვილის ჩასანაცვლებლად რუსეთი დავით იაკობაშვილს ამზადებს?

,,ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს: “ქართული ოცნების”გამარჯვების ზეიმს მცხეთაში ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება. მე პირადად კითხვები აღარ მაქვს!! საერთოდ,ავი ენები ამბობენ ბიძინა ივანიშვილის ჩასანაცვლებლად რუსეთი დავით იაკობაშვილს ამზადებს ! რა გიხარიათ,ქოცებო ?!“