– ცესკო-ს თიანეთში არჩევნების შედეგების გაუქმების არანაირი საფუძველი არ აქვს, მაგრამ არჩევნები განმეორებით თუ დაინიშნება, მივიღებ მონაწილეობას და ჩემი შედეგი მათთვის გაცილებით უფრო კატასტროფული იქნება, ვიდრე ახლა არის, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა, „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის მოთხოვნას თიანეთში არჩევნების განმეორებით ჩატარების თაობაზე. თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იმ […]
კატეგორია: პოლიტიკა
ბათუმის ნავსადგური ნატოს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმის ნავსადგური ნატოს ხომალდებს მასპინძლობს. უკვე შემოვიდა ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთების საფლანგო ხომალდი “REGELE FERDINAND”, დღის განმავლობაში კი ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 3 ხომალდიც შემოვა. დელეგაციას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგინე, ვიცეადმირალი ერვი ბრეჟონი ხელმძღვანელობს. დღეს ვიცეადმირალს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდება და გაიმარება ერთობლივი პრესკონფერენცია. ხომალდები საქართველოში 6 ნოემბრამდე […]
თამაზ მეჭიაური: „ზაქარა გამოთხრის ბორკილებს“
– მე გამგეობას აუდიტის მეშვეობით გადავიბარებ, შევაფასებთ მათ გაკეთებულ საქმეებს და იმდენს გააკეთებს, ზაქარა გამოთხრის ბორკილებს, – ამის შესახებ თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს. როგორც მეჭიაური ამბობს, ამ წუთებშიც კი, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე თიანეთში ზეწოლა მიმდინარეობს, რომ როგორმე არჩევნების შედეგები შეიცვალოს. – გართულება რომ მოსალოდნელია, ფაქტია. ქუცნაშვილი ყველა საშუალებას იყენებს, რაზეც […]
ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მსურს სასამართლო პროცესში მონაწილეობა- ოთარ აბესაძე
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლო პროცეს არ ესწრება. დაკავებულმა წერილი გამოაგზავნა, სადაც მიზეზებზე წერს. აბესაძე აცხადებს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არ სურს პროცესში მონაწილეობა.ბრალდებულის ამ განცხადების გამო სხდომის გადადებას ითხოვენ მისი ადვოკატები. როგორც ირმა ჭკადუამ და ლილი გელაშვილმა აღნიშნეს, აბესაძის ეს განცხადება არაადეკვატურია, ვინაიდან მან წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ […]
სააკაშვილი – “საქართველოში საკანში ჯდომას არ ვაპირებ”
– საქართველოში საკანში წყნარად ჯდომას და იქიდან ლუღლუღს არ ვაპირებ, აქტიურად ვიბრძოლებ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, საქართველოში მისი შესაძლო ექსტრადირების საკითხზე საუბრისას განაცხადა. სააკაშვილის აზრით, მის ექსტრადირებას სამართლებრივი პროცედურების დაცვით უკრაინის ხელისუფლება ვერ გაუძლებს და ერთადერთი შანსი მისი „მოტაცება“ და ამ გზით ქართული მხარისთვის გადაცემა რჩება. ამასთან, ეს […]
კახა კალაძე არჩილ თალაკვაძეს ვიცე-მერის პოსტს სთავაზობს
არსებული ინფორმაციით, თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს დედაქალაქის მთავრობაში გადასვლას სთავაზობს. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” არაოფიციალურად გახდა ცნობილი, კალაძის შეთავაზებაა, თალაკვაძემ ვიცე-მერის პოსტი დაიკავოს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, თანამდებობრივ ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, სავარაუდოდ, არ დათანხმდება.
„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება
– „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება, – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. დავით ბაქრაძემ ის ოთხი მიზეზი განმარტა, თუ რატომ ვერ ხედავს პარტია კომისიაში მუშაობის აზრს. – უმრავლესობის ლიდერებისგან მკაფიოდ მოვისმინე, რომ კომისიის მუშაობას არ მოყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება კონსიტუციაში და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის გახლავთ წინასწარ […]
„ამ ხელისუფლებას არ აწყობს სააკაშვილის ექსტრადირება“
გადმოსცემს თუ არ უკრაინა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს? ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ სააკაშვილის ექსტრადირება გარდაუვალია. ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ სააკიაშვილის ექსტრადირება ხელისუფლებას არ აწყობს. – ვერ ვიმარჩიელებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ამ ხელისუფლებას არ აწყობს სააკაშვილის ექსტრადირება და ციხეში ჩასმა, თორემ ამას ამდენი ხანი გააკეთებდნენ. ახლა რა გარიგებებია, არ ვიცი. ძალიან მეეჭვება, რომ მისი […]
ნინო ბურჯანაძე: “მე უნდა წავიდე პოლიტიკიდან და ბოკერია დარჩეს?!”
რა გეგმები აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას, რას ამბობენ საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებზე, ვინაა არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი, რატომ სურს ივანიშვილს პოლიტიკური ველის გასუფთავება, რა შემთხვევაში წავა პოლიტიკიდან? – ამ თემებზე “ახალ თაობას” დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ესაუბრება. – არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა შექმენით ლიდერთა საბჭო. ლიდერთა საბჭოში შემავალი სუბიექტები აცხადებდით, რომ არჩევნების გაყალბებას შეეწინააღმდეგებოდით. […]
ოკუპირებულ ახალგორთან ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯთან საქართველოს 2 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულები სოფელ ოკამის მკვიდრნი არიან. არსებული ინფორმაციით, ისინი ჯერ კიდევ 29 ოქტომბერს დააკავეს. მათი გათავისუფლების მოლაპარაკებებში ჩართულია სუს-ი, საქმის კურსშია ევროკავშირის მისიაც. წინასწარი ინფრომაციით დაკავებულები ახალგორის მილიციის შენობაში იმყოფებიან, თუმცა იგეგმება მათი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანა. იმედინიუსი










