საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესპანეთის სამეფოს მეფეს ფილიპე VI-სა და პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის წერილები გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერენ მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. “მინდა დაგიდასტუროთ ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა და თანადგომა ესპანეთის სამეფოს, ცენტრალური ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მიმართ. ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვანი კავშირები და საერთო ღირებულებები იმ წარმატებული […]
კატეგორია: პოლიტიკა
”ქართული ოცნება” კალაძემ მცხეთაში, რესტორან ”გუჯარში”, სავახშმოდ მიიწვია – ”მერე ჟურნალისტებსაც დაგპატიჟებთ”
„ქართული ოცნების“ ლიდერები თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების აღსანიშნავად მცხეთაში, რესტორან „გუჯარში“ არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. ღონისძიების მთავარი მასპინძელი თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კახა კალაძეა. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით ადგილზე არ გამოჩენილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რას უკავშირდებოდა აღნიშნული ღონისძიება, განაცხადა, რომ პარტიული აქტივის ვახშამია. – პარტიული ღონისძიებაა, ვახშამი გვაქვს, რომ დამთავრდება ყველაფერი, […]
ელენე ხოშტარიამ მანქანის კაპოტზე ”ღირსეული წაგება” იზეიმა – ”ეგებ შემდეგზე 1 ხმით მეც მოვიგო”
ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, რომელიც 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 7%-ით მეოთხე ადგილზე გადის, სოციალურ ქსელში მისთვის უჩვეულო ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ხოშტარია მეგობრებთან ერთად მანქანაზე გაშლილ სუფრასთან სასმელს შეექცევა, ფოტოებს ემოციური მინაწერიც აქვს. “ეგებ შემდეგზე მეც მოვიგო (თუნდაც ერთი ხმით). ახლა კი ღირსეულ წაგებას ვზეიმობთ“, – წერს ხოშტარია.
ამერიკელი კონგრესმენები გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოში ამერიკული კომპანიების შეზღუდვის გამო – რა წერია კონგრესის რეზოლუციაში
აშშ-ის კონგრესის რეზოლუციამ ქართულ პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. გთავაზობთ რეზოლუციის ტექსტს: ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რეზოლუცია – H. RES. 576 რეზოლუცია კვლავ ადასტურებს სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. წარმომადგენლობით პალატაში 2017 წლის 23 ოქტომბერს კონგრესმენმა პომ (ტეხასი, მისი სახელითა და კონგრესმენი ჯინ გრინის სახელით) წარმოადგინა შემდეგი რეზოლუცია, რომელიც გადაეცა კონგრესის საგარეო საქმეთა […]
მადრიდი თბილისს მხარს უჭერს – ესპანეთი „სამხრეთ ოსეთს“ საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად, მას ვერ ექნება რომელიმე სახელმწიფოში წარმომადგენლობის ქონის უფლება. „ესპანეთი ისევე, როგორც ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები, „სამხრეთ ოსეთს“ მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად. „სამხრეთ ოსეთი“ არ არის აღიარებული […]
ლევან ხაბეიშვილი: „ოქმებში ჩანს, რომ ადამიანები, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში, იყვნენ საარჩევნო უბნებზე“
ნაციონალური მოძრაობა ცესკოსგან სამაგიდე სიების გადაცემას ითხოვს. პარტიის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათ ერთ-ერთ უბანზე გადაამოწმეს მონაცემები და აღმოჩნდა,რომ ცენტრალურ საარჩევნო ოქმში ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც საერთოდ არ იმყოფებოდნენ საქართველოში. – ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უამრავი ადამიანი, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, ან არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ატვირთულ ოქმებში ჩანს, რომ ეს […]
დავით უსუფაშვილი: „ამ არჩევნებით ქვეყანა წინ ვერ წავიდა“
ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. არჩევნების შედეგების კომენტირებისას უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნებში დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა. – ჩვენი ქვეყნის წინსვლა უკავშირდება თავისუფლებას არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ მეტად შეზღუდული მოქალაქეები, რომლებსაც არჩევანის თავისუფლება ჰქონდათ შეზღუდული. ის ფაქტი, რომ ეს შესაძლოა იყოს უკეთესი, ვიდრე 2012 წელს, […]
კახა კალაძე: “ჩატარდება ატესტაციები… ნათესავი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ეს ვეღარ და აღარ იქნება“
კახა კალაძე თბილისის მერიაში ატესტაციის ჩატარებას გეგმავს. მისივე თქმით, მოხდება რეორგანიზაცია იმ საქალაქო სამსახურების, რომელთა უფლებამოსილებებიც ერთმანეთში იკვეთება. – არიან ადამიანები, ვინც პროფესიონალები და კომპეტენტურები არიან. ვიმოქმედებთ აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ღიად. არავის ვებრძვი. ჩატარდება ატესტაციები, ასევე, იქნება გარკვეული სამსახურების ცვლილებები. ბევრი სამსახური თავის უფლებამოსილებას ერთმანეთში კვეთენ. ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. საზოგადოებამ მე მომანიჭა […]
მეჭიაური – ”მე კოალიცია ”ქუცნა” მებრძვის”
– ამ საჩივრებით არ მგონია, მათ რამეს მიაღწიონ, აქ გადამწყვეტი არ არის, ვიქნები თუ არა მერი, ამას ხალხი არ აპატიებს. ხელისუფლებასაც ჰყოფნის გონიერება, რომ თიანეთის მერის თანამდებობას არ გადააყოლებენ საკუთარ რეპუტაციას. მე გავიმარჯვებ. ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თიანეთის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი თამაზ მეჭიაური ინფორმაციას, რომ თიანეთის მერის არჩევნებში მისი გამარჯვების გადაწყვეტილება ოთხმა სუბიექტმა სააპელაციო სასამართლოში […]
მარგველაშვილი – ”ეს კონსტიტუცია ”ქართული ოცნების” მიერაა დაწერილი, ჩვენ ვერ მივიღეთ უკეთესი კანონი”
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ახალი კონსტიტუციის მიღებით ქვეყანამ ნაბიჯი წინ ვერ გადადგა. როგორც პრეზიდენტმა “მთავარში” სტუმრობისას აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლება წინამორბედის მსგავსად, ძალის დემონსტრირებით მიიღო სასურველი კანონპორროექტი. ქვეყნის პირველმა პირმა ქვეყნის მთავარ დოკუმენტს “ქართული ოცნების” მიერ და წერილი და მიღებული უწოდა თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ყველას ვალდებულებაა უკვე მიღებულ კანონპროექტს პატივი სცეს. – ეს კონსტიტუცია […]









