კატეგორია: პოლიტიკა

დიმიტრი ლორთქიფანიძეს სტენოკარდიული შეტევის გამო საავადმყოფო დასჭირდა

ბლოკ ”დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს სტენოკარდიული შეტევის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ლორთქიფანიძე საავადმყოფოში გადაყვანისას გონზე იყო. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. – წინასწარი მონაცემებით, სტენოკარდიული შეტევით გადავიყვანეთ „ნიუ ჰოსპიტალში“ – ეს არის გულთან დაკავშირებული პრობლემა. ის კონტაქტურია, სხვა ინფორმაციისთვის, მიმართეთ კლინიკას, – განაცხადეს […]

საბოლოო პარტიული ეგზიტპოლი – „ოცნება“ – 58%, ნაციონალები – 17%, ევროპული საქართველო – 9%, პატრიოტთა ალიანსი – 5%, “დემოკრატიული საქართველო” – 3%, ლეიბორისტები – 3%, “ახალი საქართველო” – 3%, რესპუბლიკელები – 2%

“ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლები ცნობილია. პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – 58% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17% „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” – 9% „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 5%. “დემოკრატიული საქართველო” – 3% “ლეიბორისტული პარტია” – 3% “ახალი საქართველო” – 3% “რესპუბლიკული პარტია” – 2% შეგახსენებთ რომ ეს არის მთელი დღის მონაცემი.

საბოლოო ეგზიტპოლი: კახა კალაძე – 54%, ზაალ უდუმაშვილი – 16%, ალეკო ელისაშვილი – 15%, ელენე ხოშტარია – 7%, ირმა ინაშვილი – 3%, კახა კუკავა – 2%, გიორგი ვაშაძე – 2%, გიორგი გუგავა – 1%

“ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ორგანიზაციამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები უკვე გამოაქვეყნა. ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: კახა კალაძე – 54% ზაალ უდუმაშვილი – 16% ალეკო ელისაშვილი – 15% ელენე ხოშტარია 7% ირმა ინაშვილი – 3% კახა კუკავა – 2% გიორგი ვაშაძე – 2% გიორგი გუგავა – 1% “ედისონ რისერჩი” […]

ქუთაისი: ჭიღვარია – 54%, ვაშაძე – 24%, გოგისვანიძე – 8%

რუსთავი 2- ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ქუთაისის მერობის კანდიდატების შედეგები ასე გამოიყურება. კვლევა 18:00 საათის მონაცემებს ასახავს. პირველ ადგილზე “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარიაა, მას 54% აქვს.  “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 24% მიიღო. შემდეგ მოდის „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, დავით გოგისვანიძე 8%-ით. “დემოკრატიული მოძრაობის” კანდიდატმა, გიორგი წულაიამ 7% დააგროვა, “პატრიოტთა […]

კალაძე – ”ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით”

– ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით. ასე აფასებს ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ეგზიტპოლები შედეგებს. კალაძე ყველა მხარდამჭერს, თანაგუნდელს და ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. – მივესალმები თითოეულ თბილისელს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს – ყველას დიდი მადლობა. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ […]

უდუმაშვილი – ”ვერავინ დამაჯერებს, რომ ყოველმა მეორე თბილისელმა კალაძეს მისცა ხმა”

“ქართული ოცნება წავიდა თბილისელებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა არჩევნების პირველადი შედეგების შეფასებისას განაცხადა. უდუმაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებისკენ. მისი თქმით დაუჯერებელია, რომ ყოველმა მესამე ადამიანმა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს მისცა ხმა. ამასთან ენმ-ში აცხადებენ, რომ ისინი ცესკოს ოფიციალურ შედეგებს დაელოდებიან. – ის, რაც დღეს ხდებოდა მთელი საარჩევნო […]

მეხი დაგეცეთ, იკვნესეთ – კურიოზების ფოტოკოლაჟი არჩევნებიდან

სოციალურ ქსელში საარჩევნო ბიულეტენების ფოტოები ვრცელდება, რომელზეც გაბრაზებული მომხმარებლების მინაწერებია. პირველი

პრემიერი: “გილოცავთ ჩვენი ქვეყნის ამ დიდ გამარჯვებას”

 საქართველოს პრემიერ მინისტრი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით კახა კალაძე მნიშვნელოვნად ლიდერობს. მან კალაძეს ეს შედეგი მიულოცა. კვირიკაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესმა ქვეყანაში მშვიდ ვითრებაში ჩაიარა: – პირველ რიგში მთელ საქართველოს მინდა მივულოცო არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება. ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის […]

“დავიცვათ ხმები” – ნიკა მელიას მოწოდება

 საარჩევნო პროცესის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ამომრჩევლებს მიმართავს და ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. მელიას თქმით, ხელისუფლებამ “წარმოუდგენელი მასშტაბის კარუსელის დემონსტრირება მოახდინა” და ადგილი ჰქონდა დაშინებასა და შანტაჟს. – ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ხმები მილიარდერი ივანიშვილის მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება, რომელმაც წარმოუდგენელი მასშტაბის კარუსელის, მუქარის, შანტაჟის დემონსტრირება მოახდინა. მიუხედავად ამისა, “ქართულ ოცნებას” […]

”ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლის შედეგებით, კახა კალაძემ 54%, ზაალ უდუმაშვილმა – 15%, ალეკო ელისაშვილმა კი 14% მიიღო

ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი კანდიდატმა ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 15%-ით დაიკავა. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 14%-ის მხარდაჭერა მიიღო. ცნობისთვის, ამერიკულმა საერთაშორისო კომპანიამ ეგზიტპოლი “რუსთავი 2”-ის […]