რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. – შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ პრაქტიკულად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თქვენ კიდევ ერთი საათი გრჩებათ, რომ ჩვენს საერთო გამარჯვებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ და მხარი დაუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, ძლიერ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. წინასწარი მონაცემებით, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა […]
კატეგორია: პოლიტიკა
გიორგი გუგავა: „თამარ ჟვანიას “ოცნება” 10 მილიონს დაპირდა“
– თამარ ჟვანიას ჰპირდებიან, თუ მათთვის სასურველ გაყალბებულ შედეგს დააყენებს, 10 მილიონი გადაურიცხონ ოფშორულ ზონაში, – აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა ლიდერთა საბჭოს მიერ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, თამარ ჟვანია მმართველ გუნდთან კოორდინაციაში იმყოფება. – ცნობილი გამყალბებელი ქალბატონი, თამარ ჟვანია მთელ წინასაარჩევნო პროცესში და დღესაც აქტიურ კოორდინაციაში იმყოფება „ოცნების“ ცენტრალურ შტაბთან, იღებს […]
ლანჩხუთში პოლიციის მობილიზება ხდება
ლანჩხუთში პოლიციის მობილიზება ხდება. ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის მერობის კანდიტატი კახა ასკურავა საკუთარ ფეისბუქზე წერს. “ეს ავტობუსი პოლიციელებით ბოლომდე სავსე დაახლოებით 2 საათის წინ ჩამოიყვანეს ლანჩხუთის პოლიციის სამართველოში. ლანჩხუთისთვის ამ უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის პოლიციელების მობილიზებას პოლიციის ხელმძღავნელი სიმშვიდის შენარჩუნებით ხსნის.ნეტა რამ უნდა გამოიწვიოს არეულობა,რომ შეინარჩუნო სიმშვიდე?- წერს ლანჩხუთის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” კახა […]
ნოდარ მელაძე მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ – ”თელავში ”ოცნების” წარმომადგენელმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს ლამის ხელი მოტეხა”
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ თელავში ტელეკომპანია რუსთავი2-ის ჟურნალსტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ავტომობილიდან უნებართვოდ ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადა, ამით მოეხდინა ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა. ნოდარ მელაძის თქმით რეალური სიტუაცია მამუკა მდინარაძის განცხადებისგან რადიკალურად განსხვავდება. – დღეს, ქართული ოცნების ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რუსთავი 2 […]
დმანისში, მაშავერას საარჩევნო უბანზე, შავ სამოსში ჩაცმულ უცნობ პირებს საარჩევნო სიები გადააქვთ
ასპინძაში ”ქართული მარშის” წევრებმა ”ოცნებას” სიები წაართვეს
ასპინძის სოფელ დამალაში “ქართული მარშის” წევრებმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს სიები წაართვეს. მარშის წევრები ასპინძაში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, მორაგბე ლევან ცაბაძის მხარდასაჭერად ჩავიდნენ. ცაბაძე ამბობს, რომ სოფელ დამალაში, ერთ-ერთ უბანზე ”ქართული ოცნება” გაყალბებას აპირებს. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ. იმედინიუსი
ნინო ბურჯანაძე: “ასეთი მასობრივი მოსყიდვები არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა”
ლიდერთა საბჭოში მორიგი ბრიფინგი გაიმართა. ამჯერად მედიას ინფორმაცია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააცნო. მისი თქმით, ოპოზიციის მოწოდებებმა შეწდეგი გამოიღო და არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობაზე აისახა. რაც შეეხება არჩევნების მსვლელობას, ბურჯანაძე დარღვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ასეთი მასობრიოვი მოსყიდვა და ამდენი ფულის დახარჯვა არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა”. – ჩვენ გვაქვს არაერთი ოქმი და საჩივარი რომელიც დარღვევების […]
17:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 1.262.809 ამომრჩეველმა მიიღო – ეს 36.7%-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1.262.809 ამომრჩეველმა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 17:00 საათზე საქართველოს მასშტაბით 36.7%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა 53.4% კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ისევ შიდა ქართლშია, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 31.5%-მა დააფიქსირა თავისი არჩევანი. რაც შეეხება თბილისს, ცესკო-ს მონაცემებით, […]
მამუკა მდინარაძე – ”რუსთავი 2-მა თელავში ”ოცნების” წევრს მანქანიდან დოკუმენტები ააცალა”
„ქართული ოცნება“ ოპონენტებს მოუწოდებს, ნუ ახდენენ ვითარების დრამატიზებას. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მომხრეთა მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დილიდან დაფიქსირდა, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები, საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედიასაშუალებების ყალბი აკრედიტაციებით და ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს. მდინარაძემ ბრიფინგზე ასეთი მედიასაშუალების წარმომადგენლის საბუთებისთვის გადაღებული ფოტოსურათებიც წარადგინა. – მაგალითად, ქალაქ თელავში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის […]
მამუკა არეშიძე: ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, არასწორად მოიქცა
ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ გადაცემა „ტელემარკეტში” არჩევნების შესაძლო შედეგებზე ისაუბრა. ექსპერტის განმარტებით, თბილისში „ქართული ოცნების” კანდიდატი კახა კალაძე მოიპოვებს გამარჯვებას. – ეჭვი არ მეპარება, რომ კალაძე დღევანდელი დღის გამარჯვებული იქნება, თუმცა, გადალახავს თუ არა 50%-ს, მაგის თქმა გამიჭირდება, რადგან ხმები ძალიანაა გაყოფილი. ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, არასწორად მოიქცა ტაქტიკური თვალსაზრისით – ვერ მოახერხა კანდიდატთა რიცხვის შემცირება და […]










