ბაღდათის #12 საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილია გაჩერებული. ქალბატონი კი ამომრჩეველს აღრიცხავს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ქართული ოცნების კორდინატორია. – ვაი იმათ ვინც არ მოვა, ისმის ხმა ავტომობილიდან, – აცხადებს “ნიუპოსტთან” თვითმხილველი, რომელმაც აღნიშნული ფოტო მოპგვაწოდა.
კატეგორია: პოლიტიკა
ცესკო: დამკვირვებლებს არ ეკრძალებათ ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება
ცენტრალურმა საარჩვენო კომისია ოპოზიციის წარმომადგენლების პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით , რომ გარკვეული პირები არჩევნებზე მისულ ადამიანების აღრიცხვას აწარმოაბენ, განცხადებით ეხმაურება. ცესკოს განცხადებით დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება: – ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრში შემოდის სატელეფონო შეტყობინებები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ საარჩევნო უბნებში სხვადასხვა […]
ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა მმართველ პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდმარის ანი წითლიძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები ფიქსირდება. წითლიძის ინფორმაციით, ზედა ეწერში, 72-ე უბანთან მისულ ამომრჩევლებს ამავე სოფლის რწმუნებული ირაკლი თორდია ფულს სთავაზობდა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ. მისივე თქმით, სოფელ კახათში, 95-ე და 96-ე საარჩევნო უბნებთან მისულ მოქალაქეებს ე. წ. სოფლის მაყურებლის ძმა რობერტ გუგუჩია […]
ნაციონალი რევაზ კახნიაშვილი – “ქართულ ოცნებას” გორში კოორდინატორები ჰყავს მობილიზებული
“ნაციონალური მოძრაობის” გორის მერობის კანდიდატმა რევაზ კახნიაშვილმა ხმა მე-14 საარჩევნო უბანზე მისცა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” საარჩევნო უბნებთან კოორდინატორები ჰყავს მობილიზებული. მმართველ პარტიას ამომრჩევლები არჩევნებზე თავად მოჰყავთ და აიძულებენ არჩევანი ოცნების სასარგებლოდ გააკეთონ. – მე ხმა მივეცი განვითარებას .ვთხოვ ამომრჩეველს მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევას, – განაცხადა […]
„ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“ და „ახალი სიტყვის“ წარმომადგენლები ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს – საიამ დარღვევები დააფიქსირა
საიამ არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა, ანა ნაცვლიშვილის თქმით, არჩევნები ზოგადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს თუმცა დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების რამდენიმე შემთხვევა. – ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა, ასევე ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების არაერთი შემთხვევა, ძირითადად თბილისში. ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის განხორციელებას შემდეგი ფორმით, კერძოდ რეგისტრატორების ან […]
უდუმაშვილი – “მე მივეცი ხმა წარმატებას”
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. – მე მივეცი ხმა წარმატებას, ადამიანებზე და თბილისელებზე ორიენტირებულ ქალაქს მივეცი ხმა, მნიშვნელოვანი დღეა და მოვუწოდებ ამომრჩეველს, იაქტიურეთ, ვინაიდან ამ ქალაქის ბედის გამკარგველები ხართ თქვენ, თქვენი აქტიურობა იქნება იმის გარანტია, რომ გაყალბებას თავიდან ავიცილებთ, კარგი საარჩევნო ამინდია ნამდვილად დღეს. დღეს ყველა ვაკეთებთ არჩევანს კორუფციასა […]
ნაძალადევში ნაციონალი მურმან თხელიძის ოფისი დაარბიეს
ნაძალადევის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის მურმან თხელაძის ოფისი დაარბიეს. ადგილზე თანამშრომლებს ოფისი არეული, ნივთები კი ამოყრილი დახვდათ. – დილით რომ გადმოვედით ასეთ მდგომარეობაში დაგვხვდა ოფისი გატეხილი. დილიდან მუშაობენ კრიმინალისტები და ველოდებით პასუხს რა იქნება. კომპიუტერი ჩართული დაგვხვდა, უჯრები გამოღებული, ამოყრილი ყველაფერი, – განაცხადა შტაბის უფროსმა გიორგი ჯანიბეგაშვილმა. ნიუპოსტი
ფიზიკური დაპირისპირება ბოლნისში
ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბოლნისში. კერძოდ სოფელ ძველ ქვეშის ნომერ მეოცე საარჩევნო უბანზე. როგორც “ნიუპოსტს” ნაციონალური მოძრაობის წევრმა სამირა ისმაელოვამ განუცხადა, “ქართული ოცნების” დამკვირვებლები უბნიდან ენმ-ს დამკვირვებლების გაძევებას შეეცადა. ისმაელოვას ინფორმაციით, ინცინდენტი ამ ეტაპზე განუხტულია, თუმცა ის მმართველი პარტიისგან პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
მარგველაშვილი – “სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე”
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე, მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა. – ყველას მოგიწოდებთ იყოთ ძალიან აქტიური, დღეს წყდება ბედი ბევრი საკითხის, რაც არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს. ამ არჩევანით ვაკეთებთ არჩევანს უკეთეს თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება უფრო მეტი ხმა, ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს ხალხს და შექმნის უკეთეს ყოფას ყოველდღიურობაში. თვითმმართველობა ახლა იქმნება და მერებმა, დეპუტატებმა უნდა […]










