– იმ დარღვევებიდან გამომდინარე რაც გვაქვს სახეზე, ხელისუფლება მიდის გაყალბებისკენ, – აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი. მისი თქმით, ახალქალაქში და ბორჯომში “პატრიოტების” კანდიდატი იმარჯვებს. ინაშვილი ამბობს, რომ ხლეისუფლებამ ამ რეგიონებში სპეცრაზმი შეიყვანა. მისივე თქმით, ადგილი აქვს ე.წ. სომხური კარუსელის განხორციელების მცდელობას. ინაშვილის ინფორმაციით, ჩოხატაურის რამდენიმე უბანზე საარჩევნო ბიულეტინებია დაკარგული. ინაშვილმა […]
კატეგორია: პოლიტიკა
კალაძის შტაბიდან მოქალაქეებს ურეკავენ და ეკითხებიან თუ იყვნენ არჩევნებზე
უკვე რამდენიმე საათია მოქალაქეებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბიდან ურეკავენ და ინტერესდებიან მიიღეს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. ამის შესახებ ინფორმაცია „კურიერს“ ამომრჩევლებმა მიაწოდეს. „რუსთავი 2-ს“ აღნიშნულ ნომერზე დაუდასტურეს, რომ კახა კალაძის შტაბის თანამშრომლები არიან, თუმცა კითხვაზე საიდან მოხვდა, მოქალაქეების პირადი მონაცემები მათთან, არ უპასუხეს.
ჯოზეფ სმიტი – ”ოცნების” კორდინატორებს ამომრჩევლები ძალით მიყავთ უბნებზე”
თბილისის საკრებულოში ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტის თქმით, მის ხმებს საარჩევნო უბნებზე ალეკო ელისაშვილის დამკვირვებლები იცავენ. სმიტის თქმით საბურთალოს რაიონშიც ანალოგიური დარღვევები ფიქსირდება რაც საქართველოს მასშტაბით. – დარღვევებით საბურთალო არ განსხვავდება სხვა უბნებისგან, დაფიქსირდა ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლის შემთხვევები, მმართველი პარტიის კორდინატორებს ამომრჩევლები ძალით მიყავთ უბნებზე, ამის ყველაფრის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ამომრჩეველთა […]
“სამი საათი დარჩა მეორე ტურამდე”- ელისაშვილი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს
ალეკო ელისაშვილი საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილ დროში ამომრჩევლებს კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით ამომრჩევლების აქტივობა გაყალბების მექანიზმის ჩაშლისთვის უმნიშვნელოვანესია. – ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ნებისმიერ გაყალბების მექანიზმს ჩაშლის და ნებისმიერ კარუსელს დაჯაბნის. ამდენად გთხოვთ არ დარჩეთ სახლში და მოხვიდეთ არჩევნებზე. სამი საათი დარჩა მეორე ტურამდე და საბოლოო გამარჯვებამდე. ხედავთ როგორ ნერვიულობს ქართული ოცნება. მიზანთან ძალიან […]
კახა კუკავა: „ეს არის არა სიცოცხლით სავსე ქალაქი, არამედ შიშით სავსე ქალაქი“
ბლოკის, ”დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კუკავას ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე არიან ნარკოტიკებით დაბოლილი ადამიანები, რომელებიც ჯგუფ-ჯგუფად დადიან. როგორც კუკავამ არასაპარლამენტო ოპოზიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო უბნებში არაერთი დარღვევა ფიქსირდება, მათ შორის ხმის მიცემის ფარულობა და ზეწოლა. – უბნის გარეთ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე არის მობილიზებული, როგორც […]
ელენე ხოშტარია: “ქართული ოცნება” არის შეშინებული, პანიკაში და ამაზე ყველაფერი მიუთითებს”
“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ამომრჩეველს კიდევ ერთხელ აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნათელი ხდება, რომ ქართული ოცნება” შეშინებულია და ოპოზიციას აქვს რეალური შანსი გამარჯვების.„სულ რამდენიმე საათი დარჩა არჩვენების დასრულებამდე, რამდენიმე საათი დარჩა, რომ თბილისში მოქალაქეების თავისუფალი ნებით ჩვენ მოვუტანოთ სასიკეთო ცვლილებები. შევცვალოთ „ქართული ოცნება“ და მოვიტანოთ თბილისში განვითარება. – დღეს ჩვენ მთელი […]
ელისაშვილი – “კალაძეს გული უსკდება მეორე ტურის პერსპექტივაზე – უბნებთან დგანან შავებში ჩაცმული ადამიანები საწერი კალმებით, ფურცლებით და სიებით”
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს. ელისაშვილის თქმით, ხელისუფლება იყენებს იმავე მეთოდებს, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ელისაშვილის თქმით, მის შტაბს ათეულობით დარღვევის ფაქტზე აქვს ინფორმაცია, რომელიც ახლა მოწმდება. – დილიდან თვალყურს ვადევნებთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს საშინლად არ მოგვწონდა და გვაცოფებდა ხოლმე. დღეს ხდება თბილისში […]
“ოცნების” აქტივისტი რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა
ამ წუთებში ,სოფელ შრომაში, ხრიალეთის საარჩევნო უბანზე ,,ოცნების“ აქტივისტმა გიგლა მამფორიამ გაზეთ ,,გურიის მოამბის „ დამფუძნებელს და,, რუსთავი 2 -ის წარმომადგენელს გურიის მხარეში ვლადიმერ მენაბდეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მამფორიამ საარჩევნო უბანზე , ხოლო სოფლის გამგებელმა მაყვალა დარჩიამ უბნის გარე პერიმეტრზე ,,რუსთავი 2 „-ის გადამღებ ჯგუფს არ მისცეს საარჩევნო პროცესის გაშუქების საშუალება, თავს დაესხნენ და აგრესიული […]
ივანიშვილის ძმის ცოლი ურეკში ამომრჩევლებს “ოცნების” მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
იმამკულიევი: „სასამართლოს მაღალჩინოსანი მარნეულში ფულს არიგებს“
ევროპული საქართველოს მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევის თქმით, მარნეულში 55-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა – ჩვენმა დამკვირვებლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ უბნის გარეთ იდგა მანქანა რომლიდანაც ხალხს ფულს აძლევდნენ. ამ მანქანასთან 20-30-მდე ადამიანი მივიდა, რომლებსაც ფული მისცეს და ეს ადამიანები შემდეგ საარჩევნო უბანზე შევიდნენ, როდესაც გამოვიდნენ ისევ მივიდნენ ამ მანქანასთან და რაღაც უთხრეს, – […]










