სოფელ ყიზილაჯლოს მცხოვრებლების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შტაბზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ორმა პირმა განახორციელა. როგორც ისინი ყვებიან, არსებული ცნობით, თავდამსხმელები „კალაშნიკოვის“ ტიპის იარაღით იყვნენ შეიარაღებულები. რაც შეეხება ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს, ის ამ დროისთვის დაკეტილია. ადგილზე აღარ იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული შტაბის გვერდით მდგარი კარავი, სადაც თავდასხმის დროს შტაბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კარავს ეტყობა […]
კატეგორია: პოლიტიკა
დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა მარნეულში სროლა ნაციონალებს დააბრალა
“ქართული ოცნების” დეპუტატის ზაზა ხუციშვილის აზრით, ის, რაც მარნეულში მოხდა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა. ხუციშვილის თქმით, პასუხისმგებლობა მშვიდ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს ეკისრება და სწორედ ამიტომ ცდილობენ წინასაარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენებას. – გუშინ მომხდარ ინციდენტზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, გავიხსენოთ სწორედ მარნეული, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის დროს, როცა იყო ქვების სროლა. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური […]
გიორგი მღებრიშვილი მარნეულში ჩავიდა
მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯეიხუნ ჩოვდაროვი დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, მარნეულში “ქართული ოცნების” ოფისს თავს დაესხნენ და კანდიდატის გარდა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა – “დესტაბილიზაცია თავიდან უნდა ავიცილოთ”
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა. – პარლამენტმა მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია, სწორედ ამიტომ ჩემთვის უაღრესად ძნელია კონსტიტუციაზე ხელის მოწერა. თუმცა, იმიტომ რომ თავიდან აცილებული იყოს დესტაბილიზაციის მიზეზები, როგორც სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტი და ქვეყნის მთავარსარდალი, ხელს ვაწერ ამ კონსტიტუციას, – განაცხადა პრეზიდენტმა
გოგი წულაიამ ქუთაისში უსაფრთხოების საგზაო კუნძულის დანგრევა დაიწყო
ქუთაისში, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ნიკეას ქუჩაზე უსაფრთხოების საგზაო კუნძულის დანგრევა დაიწყო. მისი განცხადებით, ნიკეაზე ახლად რეაბილიტირებულ გზაზე უსაფრთხოების კუნძული არასწორად არის გაკეთებული. – ეს არის სიმბოლო ამ ხელისუფლების უგუნურობისა და სიხარბისა, რომელმაც ათეულობით ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია და ღმერთის წყალობით ჯერ მსხვერპლი არ გამოიწვია, მაგრამ არავინ არაფერი არ იცის, მომავალში რა მოხდება. […]
კალაძე და უდუმაშვილი ერთ დღეს არიან დაბადებული – რა ზოდიაქოს ნიშნები აქვთ თბილისის მერობის კანდიდატებს
რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები თბილისის მერობის კანდიდატები? როგორც აღმოჩნდა კანდიდატების უმრავლესობა კირჩხიბია, მათ შორის გიორგი გუგავა – 1 ივლისი, ირმა ინაშვილი – 6 ივლისი, გიორგი ვაშაძე – 8 ივლისი და კახა კუკავა – 12 ივლისი. თხის რქის ნიშნის ქვეშაა დაბადებული თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი – 17 იანვარი. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი […]
მიხეილ ჯანელიძე: „რუსეთი განაგრძობს ჩვენი რეგიონების შთანთქმას“
მიხელ ჯანელიძე დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, რუსეთის ფედერაცია ე.წ. ხელშეკრულებებით განაგრძობს ქართული რეგიონების შთანთქმას. შეხვედრა ევროპარლამენტში ამჟამად კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. „ევროპის ერთიანობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი იმედია. ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ძლიერი ენთუზიაზმის მქონე სახელმწიფოა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, სწორედ ევროპული მისწრაფებების შედეგია. […]
,,რა იქნება ქართული მარშის პასუხი??? დედას გიტირებთ…!” – სანდრო ბრეგაძე ოპონენტებს აფრთხილებს
,,ქართული მარშის“ წევრის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, ქართული მარშის წინააღმდეგ ,,სოროსმა ქართულ ფილიალს დიდი თანხა გამოუყო“. ამის შესახებ ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და მოწინააღმდეგეებს აფრთხილებს: ,,დაზუსტებული ინფორმაციით, ქართულ მარშის გასანადგურებლად სოროსმა ძალიან დიდი თანხა გამოუყო თავის ქართულ ფილიალს. ახლა დაიწყება ჟურნალისტების მოსყიდვა, პოლიტიკოსების გადაბირება, სულგაყიდული ბომონძღის მობილიზაცია ჩვენს წინააღმდეგ. რა იქნება ჩვენი ანუ ქართული მარშის […]
ეკა ბესელია – მმართველ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, შესაბამისად, შემომწირველთა რაოდენობაც მეტი იქნება
მმართველ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, შესაბამისად, შემომწირველთა რაოდენობაც მეტი იქნება, – ასე ხსნის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია “ქართული ოცნებისა” და დანარჩენი პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობებს შორის არსებულ მკვეთრ განსხვავებას. “ბუნებრივია განსხვავება იქნება რამდენიმე გარემოების გამო: მმართველ პარტიას აქვს ყველაზე მეტი საბიუჯეტო დაფინანსება მიღებული ხმების პროპორციულად. მეორე არის წევრთა რაოდენობა – მმართველ […]










