ვაკეში ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კოტე იოსელიანის საარჩევნო შტაბზე თავდასხმა მოხდა. როგორც “ნიუპოსტს” გუშინ გვიან საღამოს კოტე იოსელიანმა განუცხადა, ეს არის მიზანმინმიმართული მცდელობა რათა “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია ჩაუშალოს. – ამ წუთას ვარ შტაბში პოლიცია ათვალიერებს შემთხვევის ადგილს. განცხადებას მაწერინებენ შოთა ქურდაძის სახელზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ორი დღის წინ ბოთლი ესროლეს […]
კატეგორია: პოლიტიკა
ვაკეში კოტე იოსელიანის შტაბს თავს დაესხნენ
სააკაშვილის დასახვედრად უკრაინაში ხატია დეკანოიძე გაემგზავრა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად უკრაინაში ნაციონალური მოძრაობიდან ხატია დეკანოიძე გაემგზავრა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე უკრაინაში გამგზავრებას სხვა არავინ გეგმავს, თუმცა პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ სიტუაციის შესაბამისად, პარტიის წევრებმა გადაწყვეტილება შეცვალონ და უკრაინაში ჩავიდნენ. რაც შეეხება ხატია დეკანოიძეს, ის უკვე უკრაინაში იმყოფება და ხვალ საღამოს ლვოვში ჩავა, სადაც 10 სექტემბერს საქართველოს ყოფილი […]
იულია ტიმოშენკო: „მე დავეხმარები სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნებაში“
უკრაინის ერთერთი მთავარი ოპოზიციონერი, პოლიტიკური ორგანიზაცია «ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო 10 სექტენბერს პოლონეთში გაემგზავრება, რათა სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნებაში დაეხმაროს. მან ამის შესახებ ტელეარხ NewsOne-ის ეთერში განაცხადა. – მე აუცილებლად დავუჭერ მხარს მიხეილ სააკაშვილს პირადად. მე გავემგზავრები, ის 10 სექტემბერს მშვიდობიანად აპირებს უკრაინბაში შემოსვლას, – განაცხადა ტიმოშენკომ. მან, აგრეთვე, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის […]
ირაკლი მექვაბიშვილი: „აუდიტის სამსახური გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი“
აუდიტის სამსახური გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი, – ამის შესახებ გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენისთვის. – იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გამომიცხადებს ნდობას, როგორც გენერალური აუდიტორი ვიზრუნებ აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. ის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება, რაც შეძენილი მაქვს საბანკო-საფინანსო სექტორში მოღვაწეობის […]
სააკაშვილი: “შეუძლიათ მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ საქართველოში”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი დაკავების თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას მისი მოტაცების სცენარის გათამაშება მოუწევს. ამის შესახებ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა. – ჩემი დაკავების თემა არ არის ასეთი მარტივი თემა. მე უკრაინაში მილიონობით მხარდამჭერი მყავს, გაზვიადების გარეშე. ეს გამოჩნდა ამ დღეებშიც და წინა თვეებშიც. ერთია, […]
ავღანეთში დაჭრილმა ქართველმა სამხედრომ, ივერი ბუაძემ, მხედველობა დაკარგა
ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზაზე დაჭრილი მე-2 ქვეითი ბრიგადის 23 -ე ბატალიონის უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ბუაძის ძმის ინფორმაციით, ქართველმა ჯარისკაცმა მხედველობა დაკარგა.ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ნიუპოსტი
ხათუნა ხოფერია: ”გია ჟორჟოლიანი მეგობრობს ირაკლი პეტრიაშვილთან, რომელიც ივანიშვილს ცუდი სიტყვებით მოიხსენიებს”
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ოქიტაშვილის შტაბის წევრმა ხათუნა ხოფერია ყველას – მომხრესაც და მოწინააღმდეგესაც – მოუწოდებს, რომ ნუ ჩართავენ შვილებს ბინძურ თამაშებში. ამის შესახებ მან „პირველთან“ საუბარში აღნიშნა. – მე მინდა მივმართო პეტრიაშვილსაც, გია ჟორჟოლიანსაც, ყველა ჩვენს მხარდამჭერს და მოწინააღმდეგეს, რომ ამ თამაშებში შვილებს ნუ ჩავრთავთ, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ. ასევე, ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა […]
გიგა ქურხაშვილი: ”დათო ოქიტაშვილი მეუბნებოდა, უშიშროება ჩემს მხარეზეაო… მასთან შალვა ხაჭაპურიძე და ხათუნა ხოფერია დამხვდნენ”
დათო ოქიტაშვილის უკვე ყოფილი თანაგუნდელი, გიგა ქურხაშვილი აცხადებს, რომ პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილზე კომპრომატებს აგროვებს და ახალგაზრდა აქტივისტებს ირაკლი პეტრიაშვილის ნაცნობებისთვის გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის ნაწამები ფოტოების გაგზავნას ავალებს, კომენტარებით “თქვენი მეგობარი პეტრიაშვილი მკვლელია”. გიგა ქურხაშვილმა დღეს პრესკონფერენცია პროფკავშირებში გამართა. ის ყვება, რომ ორი დღის წინ დავით ოქიტაშვილმა მას შეხვედრა შესთავაზა ჰოლიდეი ინში, სადაც ოქიტაშვილთან […]
ერგნეთის შეხვედრა სროლების ფონზე მიმდინარეობს
დღეს დილიდან, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შეხვედრა სროლების ფონზე დაიწყო, რომელიც ახლაც გრძელდება. კერძოდ, ცხინვალში სამხედრო წვრთნები მიმიდნარეობს და მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ისვრიან, სოფელი ერგნეთი კი ოკუპირებულ ცხინვალთან რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული. რაც შეეხება შეხევედრას, ის ორთვიანი შესვენების შემდეგ […]










