კატეგორია: პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის სასამართლო სკოლებსა და ბაღებს ასხვისებს

ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის ხელმძღვანელობას ოპონენტებმა სერიოზული პრეტენზიები წაუყენეს. შეკრებილმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ხაჯიმბას ხელისუფლება ვერ უმკლავდება შექმნილ სერიოზულ პრობლემებს და არ აღიარებს აფხაზეთში შექმნილ კრიზისს, ამიტომ ანტიკრიზისული გეგმა თავად საზოგადოებამ უნდა შეიმუშაოს. ოპოზიციური ბლოკის წევრებმა, რომელში პოლიტიკური ორგანიზაცია “ამცახარაც” შედის, დასვეს სასამართლოს და ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირების, ნარკობიზნესთან ბრძოლის გაძლიერების საკითხი. […]

შორენა თეთრუაშვილის მეგობარმა კახა მახათაძემ ”ქართულ ოცნებას” აგვისტოში 40 ათასი ლარი შესწირა

პატრიარქის მდივანრეფერანტის შორენა თეთრუაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი კახა მახათაძე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია. მახათაძე კენჭს ზესტაფონში იყრის. დოკუმენტებით ირკვევა, რომ მახათაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომწირველია, მან აგვისტოს თვეში „ქართულ ოცნებას“ 40 ათასი ლარი შეწირა. მახათაძე გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონის მაჟორიტარად 2 სექტემბერს წარადგინა. იგი საპატრიარქოს კუთვნილი „ხაშმის“ ღვინის ქარხნის დირექტორია. – ჩემი ბიზნესიდან, ჩემი […]

ტერორისტული თავდასხმა ავღანეთში – დაჭრილია 3 ქართველი სამხედრო, ივერი ბუაძის მდგომარეობა მძიმეა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. დაჭრილები საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები არიან. დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ტერორისტული […]

აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ 4,5 მილიონზე მეტი შემოწირულობა მიიღო – ეს მთლიანი შემოწირულობების 93%-ია

მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ აგვისტოში 4.5 მილიონის შემოწირულობა მიიღო, რაც მთლიანი შემოწირულობების 93%-ია. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულ საქართველოს“ ერიცხება, რომელსაც 287.439 ლარი შესწირეს. 9.769 ლარი შეადგინა ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულებამ. ნაციონალურ მოძრაობას 5.330 ლარი შესწირეს. შემოწირულებების სრული მაჩვენებლები ასე გამოიყურება: ქართული ოცნება – 4.555.993 ლარი ევროპული საქართველო – 287.439 […]

ხაშურში “ქართული ოცნების” წევრებმა ერთმანეთი სცემეს – მიშა ჯანაშვილმა გიორგი რუსიშვილს წიხლი ჩაარტყა

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ხაშურში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, „ოცნების“ წევრის, ია ქურდაძის განცხადებით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიაყენა, მოგვიანებით კი მიშა ჯანაშვილმა მისსავე თანაგუნდელ გიორგი რუსიშვილს წიხლი ჩაარტყა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. შიდა პარტიულ დაპირისპირებას ქურდაძე გამგებელ გიორგი გურასპაშვილს აბრალებს, […]

გიგლა ბარამიძე: „ცეცხლი ვერ ჩაუქრიათ და ესენი რისი გამომძიებლები არიან?“

– ჟურნალისტებს როდის აქეთია, რომ უნდა ურჩიო კითხვები რომელი დაგისვას და რომელი არა?- ასე ეხმაურება “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ- ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე შს მინისტრის განცხადებას. ბარამიძე ამბობს, რომ არსებობს სრულიად ლეგიტიმური კითხვები ბოლო დროის ხანძრებთან და გახმაურებულ გამოძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც ბარამიძის თქმით, ვერც ერთი მათგანი ვერ გამოიძია საგამოძიებო უწყებამ. ბარამიძე ამბობს, რომ არც ამჯერად აქვს […]

ზვიად ძიძიგური ციანიდის საქმეზე – ”სასამართლოს გადაწყვეტილება არის მოცემულობა, რომელსაც ყველა უნდა შევეგუოთ”

– სასამართლოს გადაწყვეტილება, მოგვწონს ის თუ არა, არის მოცემულობა, რომელსაც ყველა უნდა შევეგუოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენის კომენტირებისას განაცხადა. – დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესი. ამ პროცესთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო. აქედან გამომდინარე, ამ საქმესთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო საეკლესიო წრეები, ასევე ყველა დაინტერესებული ადამიანი. დღეს […]

„ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის“

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ირაკლი ღარიბაშვილის უწყინარმა ფოტომ “ქართული ოცნების” ნახევარი ლამის ისტერიკაში ჩააგდო. ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილთან ერთად არის გადაღებული. ყოფილი პრემიერი ოჯახთან ერთად შეკვეთილში ივანიშვილის ვილაში ისვენებს. ამ ფოტოს მმართველ გუნდში და არა მარტო იქ დიდი ამბები მოჰყვა. მეოცნებეები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ღარიბაშვილმა, შესაძლოა, ახალი […]

დავით ნარმანია მთავრობაში გადავა

დავით ნარმანია მერის თანამდებობის დატოვების შემდეგ შესაძლოა მთავრობაში დასაქმდეს. ამის შესახებ ნარმანიამ “ქრონიკასთან” ისაუბრა. კონკრეტულად სად და რა თანამდებობას დაიკავებს არჩევნების შემდეგ მოქმედი მერი, არ აკონკრეტებს. – დაახლოებით 2 თვე ვრჩები დედაქალაქის მერად, ვიდრე არჩევნები არ დასრულდება. ამასობაში კონსულტაციები გაგრძელდება და ვიქნები იქ, სადაც ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას გუნდში. ეს იქნება საჯარო სექტორში და არა მერიაში. […]

ლუკაშენკო – ”დიდმა ქართველმა ერმა და მისმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერებისა და მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას”

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. ლუკაშენკოს განცხადებით, დიდმა ქართულმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების, მათ შორის ბელარუსის კულტურის განვითარებას. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მრავალწლიანი გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები. ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ბელარუსის მხრიდან საქართველოსადმი გამორჩეულ დამოკიდებულებასა და მეგობრობას. – თქვენთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი პატივისცემა ქართველი ერის მიმართ. […]