„შეგინის“ გამშვებ პუნქტზე საზღვრის არაკანონიერი გადაკვეთის ორგანიზატორები, ასევე ისინი, ვინც ხელს უწყობდა და ხელმძღვანელობდა ასეთ ქმედებებს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. – კანონი ითხოვს სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმათ მიცემას, ვინ მოაწყო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ვინც ხელმძღვანელობდა ან ხელს უწყობდა ასეთ ქმედებებს. ეს გაკეთდება. ასევე შეფასება მიეცემა სახელისუფლებო ინსტიტუტების […]
კატეგორია: პოლიტიკა
ოლეგ სლობოდიანი: სააკაშვილის მიერ გამშვები პუნქტის გადაკვეთისას მესაზღვრეებმა იარაღი არ გამოიყენეს, ვინაიდან შესაბამისი ბრძანება მიიღეს
მიხეილ სააკაშვილის მიერ „შეგინის“ გამშვები პუნქტის გადაკვეთისას მესაზღვრეებმა იარაღი არ გამოიყენეს, ვინაიდან შესაბამისი ბრძანება მიიღეს, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწემ ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა. – ჟურნალისტები მეკითხებიან, თუ რატომ არ გამოიყენეს მესაზღვრეებმა იარაღი? ვპასუხობ: მესაზღვრეებმა ბრძანება მიიღეს, არ გამოიყენონ იარაღი და ფიზიკური ზემოქმედების საშუალებები, ვინაიდან „მშვიდობიანი აქცია“ იმართებოდა, – აღნიშნა მან.
მიხეილ სააკაშვილი: „იაცეკ სარიუშ-ვოლსკის ჩარევით და პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრება“
“ინტერსითის” მატარებელში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, გამოაცხადეს, რომ მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ევროდეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის ჩარევით და პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრება. მანამდე, “ინტერსითის” მატარებელში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, გამოაცხადეს, რომ მატარებელი არ დაიძვრება, ვინაიდან მატარებელში იმყოფება მგზავრი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს.
“პოროშენკომ მძევლად აიყვანა ეს ადამიანები” – მატარებელი უკრაინაში არ გაემგზავრება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებს ტრანსპორტს
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, პოლონეთისდან მატარებელი, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი მის მხარდამჭერებთან, ოჯახის წევრებთან და პოლიტიკოსებთან ერთად ზის, უკრაინის მიმართულებით არ გაემგზავრება, სანამ პირადად მიხეილ სააკაშვილი სმატარებელს არ დატოვებს. ამის შესახებ უკრაინის ოპოზიციური პარტია „ბატრივშჩინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა. შეტყობინება პოლონეთში უკრაინის ეროვნული პოლიციიდან მივიდა.
მიხეილ სააკაშვილი: „მე ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში“
– მინდა ყველა მოვიკითხო საქართველოში, მე ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში ასვლამდე „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის პოლონეთიდან უკრაინაში მხარდამჭერებთან, ევროპარლამენტარებთან და უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად მიემგზავრება. – მინდა ყველა მოვიკითხო საქართველოში, მე ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული […]
სანდრა რულოვსი: „სიმართლე ჩვენს მხარეზეა“
უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი მეუღლე სანდრა რულოვსი და შვილი ნიკოლოზიც აპირებენ. – ზუსტად არ ვიცით რა იქნება და როგორ იქნება, მაგრამ ვიცით, რომ სიმართლე ჩვენს მხარეზეა და ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა მიშას მხარს ვუჭერთ როგორც ყოველთვის და ნიკუშაც აქ არის და ჩვენ არ გვეშინია და დავეხმარებით, – განაცხადა სანდრა […]
მიხეილ სააკაშვილი: „პოროშენკო რატომღაც თვლის, რომ მე თუ შევედი უკრაინაში, ის დაემხობა“
– გამორიცხულია, რომ დღესვე გამიტაცონ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი 2“-თან პოლონეთში საუბრისას განაცხადა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლის შემდეგ ის ყველანაირი სცენარისთვის მზად არის, თუმცა არ ჰგონია, რომ მისი დაკავება და საქართველოში ექსტრადირება მოხდება. – გამორიცხულია რომ დღესვე გამიტაცონ. პარაშენკოს ამის თავი რომ ჰქონოდა, აქამდე […]
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში არ შევუშვებთ!
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შეშვებას არ აპირებენ. – დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე პასპორტი აქვს: შიდა პასპორტი და საზღვარგარეთის ორი პასპორტი. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, ეს პასპორტები გაუქმებულია. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს დავალება აქვს მიღებული, ჩამოართვას მას ეს პასპორტები. ანუ, ჩვენ ამ პასპორტებს ამოვიღებთ, გავაფორმებთ შესაბამის დოკუმენტებს და მას დავაბრუნებთ იმ […]
დავით უსუფაშვილი: „სააკაშვილი ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად ჩამოყალიბდა“
“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილს ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტს უწოდებს. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავანტიურიზმს არ აქვს საზღვრები. – არსებობენ სოფლის დონის ავანტიურისტები, რეგიონის დონის, ქალაქის დონის. მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს – საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება. ამის გამო ის მზად აღმოჩნდა საქართველო მიეყვანა უფსკრულის პირას, შემდგომ ის […]
კალაძე – ”სააკაშვილი სად წავა, სულ არ მაინტერესებს… ის ბრალდებულია”
– გულწრფელად რომ გითხრათ, მიხეილ სააკაშვილი არ მაინტერესებს, სად წავა და რას იზამს. ამის შესახებ პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის განცხადებით, სააკაშვილი ბრალდებულია და შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში. – მე როგორც ვიცი, ის ბრალდებულია და შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში. შესაბამისად, მისი ექსტრადირების საკითხი […]










