– საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე 11 წლით პატიმრობა ემუქრება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინულ გამოცემა „ობოზრევატელს“ საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განუცხადა. – ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სისხლის სამართლის ოთხ საქმეს აწარმოებს, რომელზე დასრულებულია გამოძიება და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ყველა ამ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, – […]
კატეგორია: პოლიტიკა
ივლისში “ქართულ ოცნებას” 1.270.000 ლარი შესწირეს, “ევროპულ საქართველოს” 36.235, ნაციონალებს – 102 ლარი
მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულობამ ივლისში 1.270.000 ლარი შეადგინა. 36.235 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო „ევროპულმა საქართველომ – მოძრაობამ თავისუფლებისთვის“. „ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ“ შემოწირულობის სახით 11.092 ლარი მიიღო, „გირჩმა“ – 8.300 ლარი; ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო ფონდმა – 3.120 ლარი; „საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა […]
პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია (Zaza Pachulia) საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის ღირსების ორდენი გადასცა. – ზაზა ფაჩულია, პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც მოიპოვა NBA-ის თასი და გადაწყვიტა, რომ ეს გამარჯვება თავის სამშობლოში აღენიშნა. ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენს წარმატებას საზოგადოებას უზიარებ […]
,,8 აგვისტოს ერთად გავაპროტესტოთ ოკუპაცია!“
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზდრული ორგანიზაციის წევრები, 8 აგვისტოს, რუსული ოკუპაციის დღეს, აქცია მსვლელობით გააპროტესტებენ.ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და იქიდან რუსეთის საელჩოსკენ გაემართებიან. – როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და მტერი 400 მეტრშია, ჩვენ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდებს, პოლიტიკური კუთვნილების და განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უპირველესია, ამიტომ ვაერთიანებთ […]
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მდინარი ბებიაშვილი ამერიკული თვითმფრინავით თბილისში ჩამოასვენეს
ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო მდინარი ბებიაშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში ჩამოასვენეს. დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის ფონზე გაიმართა. სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ოჯახი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი […]
ოკუპანტები სოფელ ქვეშთან ხნულებს ავლებენ
ოკუპირებულმა ცხინვალმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხნულების გავლება მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ დაიწყო. სამუშაოები დღეს სოფელ არცევში მიმდინარეობს. ოსური მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ არცევს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სამი სოფელი: ჯარიაშენი, აძვი და ქვეში ესაზღვრება. 3 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით ხნულების გავლება 1 აგვისტოს დაანონსდა, ხანძრების თავიდან აცილების მიზნით. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. თავდაცვის მინისტრ ლევან […]
მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა. – მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა, – […]
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში, ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ პოლონური გამოცემა Telewizja Republika იუწყება. მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა პოლონურ ენაზე დაიწყო და შემდეგ ინგლისურად გააგრძელა. სააკაშვილმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობაზე და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
დავით უსუფაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატად თენგიზ შერგელაშვილი წარადგინა
დავით უსუფაშვილის ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ “შენების მოძრაობა” თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, თბილსის მერობის კანდიდატი თენგო შერგელაშვილი იქნება. – 2020 წელს დაგეგმილი აქვთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ გვექნება სერიოზული ამბიცია და აქ მყოფი გუნდით ვიტყვით სერიოზულ სიტყვას, – განაცხადა უსუფაშვილმა. ნიუპოსტი
ავღანეთში ერთი ქართველი სამხედრო, მდინარი ბებიაშვილი, დაიღუპა, სამი კი დაშავდა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (23.10.1991) გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო […]










