კატეგორია: პოლიტიკა

თბილისის საპატრულო პოლიციას თეიმურაზ კუპატაძე უხელმძღვანელებს

თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. დავით მიქიაშვილი ამ პოზიციაზე, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჩაანაცვლა. თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის შეცვლა როტაციული პრინციპით მოხდა. ინფორმაციას ipn ავრცელებს. რაც შეეხება თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, დავით მიქიაშვილმა თეიმურაზ კუპატაძის ძველი თანამდებობა დაიკავა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უხელმძღვანელებს.

რექს ტილერსონმა მდინარი ბებიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სამძიმრის წერილი გამოგზავნა, რომელშიც ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო, მის ოჯახსა და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი არის გმირი და მსურს მოგისამძიმროთ თქვენ, სერჟანტის ოჯახს და ქართველ ხალხს” – აღნიშნულია რექს ტილერსონის სამძიმრის წერილში. ამერიკის შეერთებული […]

კვირიკაშვილმა გურიის გამგებელი გია სალუქვაძე მოხსნა

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას 14 აგვისტოს დატოვებს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს. – სხვა სამსახურში გადავდივარ. თვითმმართველობის არჩევნების ოთხწლიანი ციკლი დასრულდა. ახალი გამგებლები, ახალი გუბერნატორები უნდა მოვიდნენ, მე ასე ვთვლი. ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოვწურე, – აღნიშნა გია სალუქვაძემ. სალუქვაძის თქმით, მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. _ ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია […]

პუტინი – “ჩვენ საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას”

რუსეთი მომავალშიც აპირებს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საიმედო გარანტი იყოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობისას განაცხადა. – გვაქვს სასაუბრო თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ უმთავრესი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა. ჩვენ საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება, – აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, აუცილებელია […]

პუტინი აფხაზეთში ჩავიდა

ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის შეხვედრა ბიჭვინთაში მიმდინარეობს. შეხვედრა დახურულია. ასევე ცნობილია, რომ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრებს შეხვდება.

პუტინი სოხუმში არ ჩადის?

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მათი განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული, ე.ი. ის არ დასტურდება. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აფხაზეთში პუტინის ვიზიტის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია განთავსებული არ არის. თუმცა 1 აგვისტოს კრემლმა აფხაზეთში პუტინის ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, […]

სააკაშვილმა ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან აგვისტოს ომი გააპროტესტა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში იმყოფება. შესაბამის ფოტოს დემოკრატიული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ტომას კაზულენასი Twitter-ზე აქვეყნებს. ფოტო აგვისტოს ომიდან ცხრა წლის გასვლასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასახავს. მიხეილ სააკაშვილმა ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ჟურნალისტების კითხვას, მიიღებს თუ არა ის ლიტვის მოქალაქეობას, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას აპირებს. – მე […]

ღირსეული პარტნიორი 2017-ში მონაწილე სამხედროებმა აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს

 მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მრავალეროვნულ სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017”-ში მონაწილე ქართველი, ამერიკელი, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. მათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს. დღეს აგვისტოს ომის მე-9 წლისთავია.  საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, […]

გიორგი მარგველაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

ირაკლი კობახიძე: „ვემიჯნებით მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს“

პარლამენტის თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრების მოსკოვში ვიზიტს და სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, მმართველი გუნდი ამ ვიზიტს ემიჯნება. – ეს არ იყო არც ფრაქციის ვიზიტი, ან რაიმე სხვა საპარლამენტო ფორმატით გამართული ვიზიტი. ეს იყო წმინდა პარტიული ვიზიტი. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ვიზიტებს, რომელიც ჩვენი […]