კატეგორია: პოლიტიკა

მარგველაშვილი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ – “ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით”

ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსენსუსი საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა. – ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით, – მიმართა ქვეყნის პირველმა პირმა დეპუტატებს. მან თქვა, რომ 6 თვის წინ საზოგადოება გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ ასეთი სულისკვეთებით ვერ დაიწერებოდა ერთიანი ეროვნული თანხმობის დოკუმენტი. – სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც […]

ცარიელ დარბაზში და 10 წუთში დამტკიცებული აჭარის ახალი კონსტიტუცია

უმრავლესობამ, აჭარის ახალი კონსტიტუცია ერთხმად დაამტკიცა. დეპუტატებს გადაწყვეტილების მისაღებად 10 წუთი დასჭირდათ. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ახალი კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, პარლამენტის ფუნდამენტური მიღწევაა. – მომზადებულია სრულიად ახალი კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. ესეც არის ფუნდამენტური ცვლილება და ფუნდამენტური მიღწევა. დღეს ყველა ხარვეზი, რაც დაკავშირებულია ინსტიტუციურ მოწყობასთან, დაკავშირებულია კომპეტენციებთან, ეს ყველა […]

დიმიტრი ლორთქიფანიძე: “მეფის შენახვა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე პრეზიდენტის”

– ჩვენი სამეფო დინასტია არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პატივსაცემი მსოფლიოში არსებულ მონარქიებს შორის. დღეს მსოფლიოში 40-მდე მონარქიაა. ევროპაში საკონსტიტუციო მონარქია წარმოგვიდგება ბრიტანეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის მონარქიების სახით. ხშირ შემთხვევაში მეფისა და მისი ადმინისტრაციის შენახვა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე პრეზიდენტის. მაგალითად, ესპანეთში მეფის ინსტიტუტის შენახვა 6 მილიონი ევრო ჯდება. ამდენად, მონარქის შენახვა უფრო იაფი […]

ვახტანგ ხმალაძე: “ამომრჩეველი კვლავ მას უჭერს მხარს, ვინც ერთხელ და ორჯერ მოატყუა”

– ვენეციის კომისიას ყველაზე მეტი შენიშვნა საარჩევნო სისტემასთან ჰქონდა. სრულიად ცალსახაა, რომ სამი შეზღუდვა: პირველი, საარჩევნო ბლოკების გაუქმება, მეორე, 5%-იანი საარჩევნო ზღურბლი და მესამე, მანდატების განაწილების ბონუსების სისტემა არ იძლევა მრავალპარტიული პარლამენტის შესაძლებლობას. ლამის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს არჩევნების და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, ვიცი, პარტიები თუ საარჩევნო ბლოკები, ხმების რამდენ პროცენტს იღებენ. 5%-იანი ზღურბლის […]

ნანა დევდარიანი: “ხელისუფლება დაუკრეფავში გადავიდა”

– კობახიძე გადადგება თუ არ გადადგება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, ამაზე საქართველოს დემოკრატია და საქართველოს მომავალი ნამდვილად არ არის დამოკიდებული. ზოგადად კობახიძეს რაც შეეხება, ასეთი ლექსიკით პარლამენტის თავმჯდომარე არ უნდა ლაპარაკობდეს. არ უნდა უყენებდეს ულტიმატუმებს პრეზიდენტს, რომ ის თუ კარგად არ მოიქცევა, ახლავე შემოიღებენ პრეზიდენტის არჩევის წესს და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი ფორმა. როგორც […]

მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვადის 6 წლამდე გაზრდას გეგმავს

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვადის გახანგრძლივებას გეგმავს. 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას 6 წლით იმ დრომდე შეინარჩუნებს, ვიდრე ახალ პრეზიდენტს ხმოსნები არ აირჩევენ. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2018 წელს ხალხი პრეზიდენტს საბოლოოდ აირჩევს პირდაპირი წესით, 2023 წელს კი 300-მა ხმოსანმა და პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი. – არსებობს ასეთი ვერსია, […]

“კალაძე შეიძლება “ოცნებიდან” წავიდეს”

– რატომ აგვიანებს “ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებას? – “ახალი თაობის” ამ კითხვაზე ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ნანა დევდარიანი აცხადებს: – დაგვიანებული არ არის კანდიდატის დასახელება. არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის დრო. მეორეც, ამაზე საუბრები დიდი ხანია მიდის, რომ კალაძე ძალიან მონდომებულია, იყოს თბილისის მერი, მაგრამ არის ხელისშემშლელი ფაქტორებიც. შიგნით ერთი ჯგუფის მოსაზრებაა, რომ კვლავაც ნარმანიას კანდიდატურა […]

ირმა ინაშვილი: “გადადგეს კვირიკაშვილი, დაბრუნდეს ივანიშვილი!”

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოიკოტს უცხადებს და გიორგი კვირიკაშვილს ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს. ირმა ინაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს და ბიძინა ივანიშვილისგან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას მოითხოვს. აღნიშნულ თემაზე ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. – ხელისუფლება ღიად ცდილობდა საპარლამენტო მანდატების მიტაცების დაკანონებას. ამას ვაპროტესტებდით ჩვენ, მთელი პოლიტიკური სპექტრი და მთელი საზოგადოება. ევროსტრუქტურებმაც მკაფიოდ თქვეს, რომ ეს […]

„ირაკლი კობახიძე პოლიტიკაში შემთხვევითი პერსონაჟია“

– საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა ოპოზიციისთვის გადმოგდებული ძვალი. ამ გადაგდებული ლუკმით ცდილობენ ამ ყველაფრის გადაფარვას, – აცხადებს გია ხუხაშვილი. მისი აზრით, ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ივანიშვილს შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრამ ის ამათ მსგავსად ნაჯახით არ მუშაობს. – “ოცნებამ” ისეთი პროცესი წარმართა, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ივანიშვილი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ ასეთი სისულელეები აკეთოს. ირაკლი […]

პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი უთხრა

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშიერებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს აცხადებს. აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიმართვის საპასუხოდ გააკეთა. – ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები. დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია. შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, […]