კატეგორია: პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „პრეზიდენტი ღიად უპირისპირდება პარლამენტს“

მოსამართლეთა ყოველწლიურ კონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ღიად უპირისპირდება პარლამენტს. _ პრეზიდენტი შეხვდა არასამთავრობოებს, ე.წ. ექსპერტებს და მათთან ერათად ღიად უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს. კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს და არა ერთი რომელიმე ძალის. პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის უთანხმოება საკონსტიტუციო საბჭოს მუშაობამ წარმოშვა.

„კოტე იოსელიანი სხვის ნეპოტიზმზე რომ ისაუბრებს, სირცხვილია!“

ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იმ მაღალი თანამდებობების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელსაც კოტე იოსელიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას იკავებდა. ამასთან, უფლებადამცველი ნაციონალური მოძრაობის წევრის ქონებასაც ასაჯაროებს. ორიოდე სიტყვით კოტე იოსელიანზე! – აი ეს პიროვნება რომ სხვის ნეპოტიზმზე ისაუბრებს აი ეს არის სირცხვილი ! ამონარიდი მისი ბიოგრაფიიდან (გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ მისი სამუშაო გამოცდილება იწყება ნაცების ხელისუფლებაში […]

ხათუნა სამნიძე: ,,სუს-ი იყო პირდაპირ ჩარეული 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში“

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ სუს-ი და სპეცსამსახურები პოლიტიკოსებისთვის სპეციალური ჟანდარმერიაა, რომლებიც ასრულებენ არა თავის მოვალოებას, არამედ დაკავებული არიან პოლიტიკოსების კონტროლით. ამის შესახებ სამნიძემ გადაცემა ,,განსხვავებული აქცენტების“ ეთერში განაცხადა. იოსებ გოგაშვილთან დაკავშირებით, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სუს-ში მისი ჩართულობის გარეშე არცერთი თანამშრომელი არ ირიცხება. – სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებამ არ მოინდომა, რომ […]

კობა ხაბაზი: “ირაკლი ჩხვირკია თბილისში ჩემთან ერთად იყო, ბათუმის ამბები რომ დაიწყო”

11-12 მარტს ბათუმის მოვლენებში ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში სერიოზული ხმაური და პროტესტი მოჰყვა. ჩხვირკიას ახლობლები აცხადებდნენ, რომ ის უდანაშაულოა და მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო პროცესს ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა ხაბაზიც ესწრებოდა, რომელიც ირაკლი ჩხვირკიას პოლიტპატიმარს უწოდებს და აცხადებს, რომ ბათუმის მოვლენების დროს ირაკლი მის გვერდით […]

გუგავა: ივანიშვილი კონსტიტუციას თავზე ვერ გადაგვახევს

ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს 300 ხმოვანი 2023 წლის ნაცვლად სავარაუდოდ მომავალ წელს აირჩევს ოპოზიცია აკრიტიკებს. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ხელისუფლებას ურჩევს, ცეცხლს ნუ ეთამაშება. – ეს არის ცეცხლთან თამაში რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება ივანიშვილისთვის, რომელიც ბრძანების გამცემია. ცუდად დაუსრულდება მის მარიონეტებს, რომლებიც ცდილობენ, კონსტიტუცია ქართველ ხალხს თავზე გადაახიონ, – აცხადებს გუგავა. ნიუპოსტი

ივანიშვილი ახალ პარტიას ქმნის

რატომ გადაიფიქრა „ოცნებამ“ კვირიკაშვილის მოხნა და ვინ უგეგმავს მმართველ გუნდს რუსთავი 2-ისა და ზოგიერთი მედიასაშუალების ბოიკოტს თვითმმართველობის არჩევნების წინ? დიდი ხანია მიდის მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრს პოსტს დატოვებს. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ კვირიკაშვილის ადგილი შესაძლოა, გიორგი გახარიამ დაიკავოს, რომელიც ამჟამად ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია, მაგრამ „ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე სამთავრობო […]

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

 პარტია “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას გამართავს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, უმრავლესობის წევრები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელებენ. ამასთან, სააგენტოს კითხვაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცედურა დაიწყება თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე, მდინარაძემ განაცხადა, რომ “ამაზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება“.

ემზარ კვიციანი: “როცა ბოკერიას აგენტი ვუწოდე, მოტრიალდა და დებილი მიწოდა. ამიტომაც ვესროლე კალამი”

რატომ არა აქვს გიგა ბოკერიას მისთვის შეხედვის უფლება და რაზე წყდება გული, ვისი უფლებებია დაცული საქართველოში? – ამ თემებზე “ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ესაუბრება. – საზოგადოება იმან უფრო გააღიზიანა, გიგა ბოკერიას კალამი რომ ავაცილე. მე არსად განმიცხადებია, რომ ადამიანებს ჩემკენ გამოხედვის უფლება არა აქვთ. გიგა ბოკერია ჰგონიათ ადამიანი? გიგა ბოკერია გახლავთ ის […]

კალაძე: ”ყაზტრანსგაზის გადაწყვეტილება, გვიჩივლოს სასამართლოში, მოულოდნელია”

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “ყაზტრანსგაზის” გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს, მოულოდნელია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები მმართველობაში ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით. კალაძის ცნობით, მოლაპარაკებები გრძელდება და, შესაძლოა, საქმე არბიტრაჟამდე არც მივიდეს. – ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ჩემი განცხადებები, მთავრობის განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოთხოვნა […]

მარგველაშვილი – ახალ კონსტიტუციას ერთპარტიულობამდე მივყავართ

გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას. ამის შესახებ მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა წარმართულიყო მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით და საზოგადოების ფართო ჩართულობით. – მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლა […]