კატეგორია: პოლიტიკა

 პირველი ივლისიდან საჯარო მოხელეებს და ხელმძღვანელ პირებს საჩუქრის მიღება ეკრძალებათ

2017 წლის 1 ივლისიდან საჯარო მოსამსახურეებს და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს საჩუქრის მიღება ეკრძალებათ – შესამამისი დადგენილება მთავრობამ მიიღო. საჯარო მოსამსახურემ არ უნდა მიიღოს ისეთი საჩუქარი, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოხდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე, ან რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის კეთილსინდისიერებას და ვალდებულს გახდის საჩუქრის მიმცემის წინაშე. საჯარო მოსამსახურის მიერ სააგანრიშო წლის განმავლობაში ერთი წყაროდან […]

თბილისის მერიაში შევარდნაძის აჩრდილი დადის

– დედაქალაქის მერი ოპონენტებს ხშირად ნაციონალურ წარსულს უხსენებს. ანალოგიური პრეტენზიები ჩემთანაც ჰქონდა, მაგრამ მის გარშემოც მრავლად ყოფილან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის შევარდნაძის კადრები. ერთ-ერთი მათგანი, უკლება, სულაც იგორ გიორგაძესთან მსახურობდა. ამ ხალხს რომ ვუყურებ, ასე მგონია, მერიაში აჩრდილი დადის, აჩრდილი შევარდნაძისა, – აცხადებს “ახალ თაობასთან” საუბარში “ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, […]

„კვირიკაშვილი უნდა გადადგეს”

მოძრაობა ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს: “თქვენ გენაცვალეთ, ქართველებო, თქვენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს. თქვენმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. დღეს შედგა თათბირი მთავრობაში და გადაწყდა, რომ არეულობის თავიდან ასაცილებლად, დაყვენ ხალხის ნებას და დიდგორობა, როგორც სახალხო დღესასწაული, ისე აღნიშნონ.” აღნიშნულ საკითხს გასულ კვირას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. – ჩვენ დღეს გვყავს საკმაოდ […]

ცხინვალი მთავრობის გარეშე დარჩა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი მთავრობის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი ახალად არჩეული პრეზიდენტია, რომელიც თავის გუნდს მაქსიმუმ 2 კვირაში წარადგენს. ცხინვალის მთავრობა გუშინ, 24 აპრილს, გადადგა. აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა დომენტი კულუმბეგოვმა მთავრობის ბოლო სხდომა გამართა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. – მინდა ყველა თქვენგანს მადლობა ვუთხრა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ რესპუბლიკა […]

ვინ არიან მილიონერები მერიაში

„ახალი საქართველო” და “მედიატორი” 2 თვის მანძილზე სწავლობდნენ მერიის მაღალჩინოსნების დეკლარაციებს. როგორც “მედიატორის” წარმომადგენელმა ნინო ყურაშვილმა “ახალ თაობას” განუცხადა, მათ 30 მაღალჩინოსნის დეკლარაცია გამოითხოვეს. აღმოჩნდა, რომ დეკლარაცია მხოლოდ 1 ადამიანს არ ჰქონდა შევსებული. 29 ადამიანიდან 4 პიროვნება მილიონერი აღმოჩნდა. – მილიონერთა სიაში პირველ ადგილს იკავებს კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია. მეორე, მესამე და მეოთხე […]

მივმართავთ დავით სერგეენკოს – რატომ არ აძლევთ, სოციალურად დაუცველებს მუშაობის ულებას!

„ახალი საქართველოს“ წევრი თეონა ჭალიძე აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც შემწეობას იღებენ, მუშაობის უფლება არ აქვთ. – ამ ადამიანებს დაბალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობის უფლებაც კი არ აქვთ. ძალიან ბევრმა სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ვერ დაიწყო მუშაობა იმის გამო, რომ მათ სოციალური დახმარება შეუწყდებოდათ. ამის შიშით ისინი სიღატაკეში ჩარჩნენ. სტუდენტის 200-ლარიანი ხელფასი ოჯახს ვერ არჩენს. ამიტომ ურჩევნიათ, გარანტირებულად […]

ყოფილი დეპუტატების შესანახად 4,5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

გასულ წელს ყოფილი დეპუტატების შენახვა ბიუჯეტს 4,5 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. – ჩვენ გვყავს 712 ყოფილი პარლამენტარი, რომლებმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში 4.601.157 ლარი მიიღეს. ქამრების შემოჭერაზე ლაპარაკის ფონზე 4.601.157 ლარი გავიდა ბიუჯეტიდან იმ მიზნით, რომ ყოფილ პარლამენტარებს კომპენსაცია აეღოთ, – აცხადებს “ახალ თაობასთან” საუბარში “ახალი საქართველოს” წევრი თეონა ჭალიძე. მისი თქმით, როცა მოსახლეობის დიდი […]

2012 – 2016 წლებში ისრაელიდან საქართველოს 1.298 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა

2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ისრაელიდან ჯამში საქართველოს 1.298 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია 2015 წელს მოხდა. კერძოდ, 2015 წელს 489 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ისრაელის სახელმწიფოდან საქართველოს 268 მოქალაქის, 2014 წელს 192-ის, 2013 წელს 241, ხოლო 2012 […]

43 მომხრე, 8 წინააღმდეგი – საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიღებულია

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებული პროექტი მიღებულია. 4 საათიანი განხილვის შემდეგ, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ შემუშავებულ დოლუმენტს კომისიაში შემავალმა 43-მა წევრმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 8. კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. მომდევნო კვირიდან კი საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება. საბოლოოდ, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტს საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს.

იზორია შსს-ში, კობალაძე – თავდაცვაში. რა ცვლილებები იგეგმება მთავრობაში

„ქართული ოცნება“ სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია. „ქართულ ოცნებაში“ უკვე ღიად საუბრობენ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული ცვლილებები მოხდება. მათი ნაწილი ცვლილებებს უკვე მომავალ კვირაში ელოდება. საუბრობენ იმაზე, რომ 27 აპრილს პრემიერი რამდენიმე მინისტრს გადააადგილებს. „ოცნებაში“ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მინისტრებთან ერთად პრემიერიც შეიცვლება. მათი მტკიცებითვე, ცვლილებები მხოლოდ ვახტანგ გომელაურს და მთავარ პროკურორს არ შეეხებათ. პრემიერის სავარაუდო […]