კატეგორია: პოლიტიკა

ლეიბორისტული პარტია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი გიორგი გუგავა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე დასწრებას აპირებს, თუმცა მისი განცხადებით, კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად დატოვებს. გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ხალხის ნება უგულვებელყოფილია. – ადგენენ ისეთ წესს საპარლამენტო არჩევნებისას, სადაც შესაძლებელი იქნება მანდატების მოპარვა. ქართველ ხალხს ართმევენ სოციალურ გარანტიებს, განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების, ასევე, აკანონებენ უცხოელებზე მიწის გასხვისებას. ამდენად, მე პროტესტის ნიშნად არ მივიღებ […]

გიორგი კვირიკაშვილი ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო-ირანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ესჰაყ ჯაჰანგირის შეხვედრის ძირითადი თემები. ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ესჰაყ ჯაჰანგირმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ კიდევ […]

“საერთო პრობლემა გვაქვს – რუსეთი” – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ხურვალეთში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი ხურვალეთში იმყოფებოდა. უკრაინელი მაღალჩინოსანი გაესაუბრა დათა ვანიშვილს, რომლის სახლი და ეზო მავთულხლართებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ მოაქცია. – იგივე ემოციები დამეუფლა, რასაც ჩემს ქვეყანაში განვიცდი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში ისვრიან, ადამიანები იღუპებიან. ერთნაირი ღირებულებები და მიზნები გვაქვს და საერთო პრობლემა გვაქვს – რუსეთი. ერთად უნდა ვიბრძოლოთ, – აღნიშნა […]

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ავტორიტარიზმი ყალიბდება

  „ვაშინგტონ პოსტის“ შეფასებით, თურქეთში მომხდარი ცვლილებები და დემოკრატიული კურსიდან გადახვევა უარყოფით გავლენას მოახდენს მის მეზობელ ქვეყნებზე. გაზეთი აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტს იმის გამო, რომ მან თურქეთის პრეზიდენტს მიულოცა პარლამენტის ლიკვიდაცია და ხელისუფლების კონსოლიდაცია ოპოზიციის წინააღმდეგ. გამოცემის მონაცემებით, მსოფლიოში თავისუფლების ხარისხი სულ უფრო იკლებს. ბოლო წლებში ჩავარდა „არაბული გაზაფხული“, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში კი დამყარდა […]

ქვემო ქართლის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობას ტოვებს. პაატა ხიზანაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, სხვა თანამდებობაზე სამუშაოდ გადავიდეს. პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად 2014 დეკემბრიდან მუშაობს. 2006 წლიდან გუბერნატორად დანიშვნამდე, პაატა ხიზანაშვილი „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და „ბანკი ქართუს“ საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი. ის ასევე საქართველოს […]

„ოცნებას“ ეშინია, რომ მარგველაშვილი ისევ არ გახდეს პრეზიდენტი“

– ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ მხოლოდ ფორმალურად, პირობითად. ჩვენ, სამწუხაროდ, ყოველთვის გვქონდა და გვაქვს ერთპარტიული მმართველობა. ერთი პარტია არის ხოლმე რეალურად ქვეყნის სათავეში, პარტია, რომელიც არ დგას არანაირ იდეოლოგიაზე. ეს ეხება როგორც ამ პარტიას, ისე წინა მმართველ პარტიებს. ასეთ სიტუაციაში რამდენად გამართლებულია, რომ შენს თავს დაარქვა საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს ვიღაც-ვიღაცების სინდისზეა, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე. […]

რა უპასუხა ჯანელიძემ ლავროვს

– ნებისმიერი ტრანზიტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს პირველ რიგში არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუ რა პირობებით დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „რადიო თავისუფლების“ დილის ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა. მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის და ოკუპირებული აფხაზეთის […]

მარგველაშვილი: “ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი”

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, “კონსტიტუციის ახალი ვერსიით, ხალხის ნათლად გამოხატული ნება, აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი, უგულებელყოფილია და არა საზოგადოება, არა ჩვენ, არა მოქალაქეები ავირჩევთ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით 300 ე.წ. ხმოსანი”. გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის ახალ პროექტზე ბათუმში, კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. – როდესაც საკონსტიტუციო კომისია ფაქტობრივად ყველა ოპოზიციურმა ძალამ დატოვა, ჩვენი […]

ნაციონალების კანდიდატი თბილისის მერად ისევ ნიკა მელია იქნება

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი კვლავ ნიკა მელია იქნება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, განიხილება სხვა კანდიდატურებიც, თუმცა თბილისის მერობისთვის ნაციონალური მოძრაობიდან სავარაუდოდ ნიკა მელია იბრძოლებს. ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი წინა არჩევნების დროსაც იყო.

„ელისაშვილს კალაძის დამარცხება გაუჭირდება“

პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში დედაქალაქის მერობის შესაძლო კანდიდატებსა და მათ შანსებზე საუბრობს. – უკვე სახელდება გარკვეული გვარები, კანდიდატები. ამით ხდება, ერთი მხრივ, წინასწარი მოსინჯვა, მოთელვა, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ და მეორე მხრივ, ვიღაცებს მართლაც აქვთ გადაწყვეტილი, რომ კენჭი იყარონ. შანსები ბევრ რამეზე არის ხოლმე დამოკიდებული. ჩამოთვლილი ადამიანები უცხო […]