რა ხდება პრეზიდენტის გუნდში, ვისთან მოახერხხებს პრეზიდენტი გაერთიანებას? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. _ გიორგი მარგველაშვილს გასიგრძეგანებული აქვს, რომ ის არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ პოლიტიკური დაჯგუფების წევრი და ის თავის მომავალ კარიერაზე მუშაობს. მან ძალიან ჭკვიანურად და ეშმაკურად გამოიყენა `ქართული ოცნების~ ბუტიაობა და დაპირისპირება. თუ ვინმეს ეს დაპირისპირება აწყობს, […]
კატეგორია: პოლიტიკა
კახა კუკავა: „ბიძინა ივანიშვილი სითი პარკის მეწილეა“
თბილისის მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი მძღოლებში, დღითიდღე მატულობს აგრესია სითი პარკის მიმართ. ბოლო 2 წლის განმავლობაში სითი პარკმა 62 მილიონი ლარი ამოიღო მოსახლეობის ჯიბიდან. როგორც კახა კუკავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ამბობს, ამ თანხიდან 18 მილიონი სითი პარკმა თბილისი მერიას გადაურიცხა, დანარჩენი კი სახლში წაიღო. „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს კეთდებოდა განცხადებები, რომ სითი პარკის თავნებობას აუცილებლად მოეღებოდა […]
ასლან აბაშიძე საქართველოში ბრუნდება
გავრცელებული ინფორმაციით, ახლო მომავალში, შესაძლოა, საქართველოში აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ასლან აბაშიძე ჩამოვიდეს. მის წინააღმდეგ არაერთი ხმაურიანი საქმე იყო აღძრული. ყველაზე ძველი და გახმაურებული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმეა. ამის გამო მასზე ინტერპოლითაც კი გამოცხადდა ძებნა. ამ დანაშაულიდან 25 წლისთავზე სასამართლომ ასლან აბაშიძეს განზრახ მკვლელობის მუხლი შეუცვალა. ნოდარ იმნაძის ქალიშვილი ნატო […]
აფხაზეთში რუსეთის სამხედროებისთვის ქალაქი შენდება
ანექსირებულ აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს პატარა ქალაქს უშენებენ. რუსეთის სამხედრო ბაზის ძირითადი ნაწილი გუდაუთასთან მდებარეობს. ბაზის სასწავლო პოლიგონები ოჩამჩირესა და მაიკოპშია განთავსებული. ბაზის მიმდებარედ სამხედროებისთვის კეთილმოწყობილი სახლები შენდება. ტასის ცნობით, ენერგოდამზოგავი ბინები ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან იგება. სამხედრო მიკრორაიონი 300 ბინისგან შემდგარ 19 ორსართულიან სახლს მოიცავს. ქალაქი ზღვის სანაპიროდან 1 კილომეტრში მდებარეობს. სახლების კარკასები უკვე […]
„მარგველაშვილს ხელს ოჯახური სკანდალები უშლის“
აირაი კვლევების პრეზენტაციას ორშაბათს გამართავს, თუმცა კვლევის ნაწილი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა. „ქართულ ოცნებას“ მხარს 26% უჭერს, ნაციონალურ მოძრაობას _ 15%, ევროპულ საქართველოს _ 7%, 20%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. ექსპერტ მამუკა არეშიძეს მიაჩნია, რომ ეს კვლევა ნაკლებად საიმედოა. _ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები ნაკლებ ნდობას იმსახურებს, განსაკუთრებით _ პარტიების პოპულარობის რეიტინგში. ეს ციფრები […]
„ლოლუა, ჯინჯოლია, ბებია, გუნია, პერტაია _ აფხაზეთის პარლამენტში ქართველები აირჩიეს“
აფხაზეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სომხური მედია საყოველთაო სიხარულმა მოიცვა. სპუტნიკ-არმენია დიდი სიხარულით იუწყება, რომ ადგილობრივ პარლამენტში სომხური საზოგადოების 3 წარმომადგენელი _ ლევონ გალუსტიანი, აშოტ მინასიანი და ლევონ დაშიანი მოხვდა. სომხური მედიის ცნობით, ეს სამეული ისტორიულ სამშობლოსთან, ანუ სომხეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებას აპირებს. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, სომეხ კანდიდატებს პარლამენტში მოხვედრის ძალიან მცირე […]
შალვა ნათელაშვილი: „1 აპრილს „ბიძინობა“ აღინიშნება“
თვითმმართველი ქალაქების სტატუსის შესაძლო გაუქმებას აკრიტიკებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. – ივანიშვილის მიზანია, მეტი ხარჯები წავიდეს მის ბიზნესში და რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით მართოს ქვეყანა. 1 აპრილი მინდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივულოცო. ალბათ, მომავალი თაობა ამ დღეს „ბიძინაობას” დაარქმევს, მსოფლიოში ასეთი თაღლითი, აფერისტი და მატყუარა პოლიტიკოსი არ შობილა, – განაცხადა „კურიერის“ ეთერში შალვა ნათელაშვილმა.
რატომ არ ენდობა ხალხი კვირიკაშვილს
– ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, ვერცერთი პრობლემა ვერ მოაგვარა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1,5 წლით ადრე სოციალური რისკები იზრდება, ადამიანის თავისუფლება არათუ ფართოვდება, არამედ იზღუდება. ამის ნათელი მაგალითი მოსმენების კანონია. რამდენიმე ქალაქს თვითმმართველის სტატუსს ართმევენ, – აცხადებს გია ხუხაშვილი. მისი აზრით, შედეგმაც არ დააყოვნა კვირიკაშვილის რეიტინგზე აისახა, თუმცა მისი აზრით, პრემიერს საკმაოდ ბევრი პოზიტივი აქვს. – შედეგი კვირიკაშვილის შემთხვევაშიც […]
„საკონსტიტუციო სასამართლომ 7 მანქანა მანანა კობახიძის კომფორტისთვის შეიძინა“
– საკონსტიტუციო სასამართლომ შვიდი ავტომობილის შესაძენად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, ეს იმისათვის ხდება, რომ მანანა კობახიძე კომფორტში იყოს, – აღნიშნული განცხადება ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრმა მირდატ ქამადაძემ გააკეთა. „ინტერპრესნიუსთან“ ქამადაძემ განაცხადა, რომქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის ძვირადღირებული ავტომობილების შეძენა საჭირო არ იყო. – 2016 წლის პირველი დეკემბრიდან 2017 წლის 27 მარტის […]
გია ხუხაშვილი: „მარგველაშვილი მესამე ძალის ლიდერი გახდება“
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში საერთოდ არ ჩანან ლიდერები და მათ დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლიათ. მათ ფონზე პრეზიდენტს რეიტინგის მხრივ საგრძნობი უპირატესობა აქვს. ის დამოუკიდებელია, არავის ჩრდილში არ არის და ასეთ თვისებებს საქართველოში პატივს სცემენ. – მარგველაშვილი დანარჩენი პოლიტიკური ელიტისგან ის იმითაც განსხვავდება, რომ ძალაუფლებას არ ეპოტინება. ის არ მიიჩნევს, რომ ძალაუფლებაში რაიმე სიკეთეა. […]










