ხოჯევანიშვილამდე გამოძიება ვერ მოვა, იმიტომ, რომ ობიექტურად მას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნებოდა, მაგრამ ამათი ფანტაზიებით შეიძლება ეს კოსმოსშიც აიყვანონ, არაადეკვატურობის ხარისხის პროგნოზი უკვე შეუძლებელია,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, უშვებს თუ არა ის, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ალექსანდრე ხოჯევანიშვილით დაინტერესდეს. ამასთანავე, როგორც გახარიამ […]
კატეგორია: პოლიტიკა
სოსო ფხაკაძემ სისხლიანი ბანერების ადგილები “ოცნებას” უსასყიდლოდ დაუთმო
სისხლიანი ბანერების გასაკრავად “ქართულ ოცნებას” სოსო ფხაკაძემ ადგილი უსასყიდლოდ დაუთმო. “ვისოლის” პრეზიდენტი ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენად მოიაზრება. სოსო ფხაკაძე კითხვებს არ პასუხობს. “პირველების” წყაროს ინფორმაციით, არ არსებობს დამკვეთის მიერ სარეკლამო კომპანიისთვის გადარიცხული თანხის ქვითარი, რითაც დასტურდება რომ საბანერე სივრცე “ოცნების” სიძულვილის კამპანიას უსასყიდლოდ დაეთმო. “პირველების” ინფორმაციით, სისხლიანი ბანერები მთელი ქვეყნის მასშტაბით მამუკა მდინარაძის იდეით განთავსდა, თუმცა […]
ნიკა საკანდელიძე – “მითხრეს, რომ თუ კანდიდატურას არ მოვხსნიდი, ჩემს 3 შვილს ვეღარ ვნახავდი”
“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” სამტრედიის რაიონის ბაში-იანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა საკანდელიძე ჰყვება, როგორ განხორციელდა გუშინ, 18 სექტემბერს, მის მიმართ ზეწოლა. – როდესაც სახლიდან გამოვედი ეზოში, დავინახე, ავტომობილი იდგა სახლის წინ, შემდეგ დამიძახეს – გავსულიყავი, ჩავმჯდარიყავი მანქანაში და გავსაუბრებოდი. ავტომობილში სამი პიროვნება იმყოფებოდა, მათ მითხრეს, რომ მომეხსნა კანდიდატურა. როდესაც წამიყვანეს, ვუთხარი, რომ ვეკუთვნოდი ბაში-იანეთს, რომელსაც არანაირი კავშირი […]
დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი – “დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს ნამდვილად ვთხოვე იარაღის ტარების გაფორმებაში დახმარება”
დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი “ტვ პირველთან” ადასტურებს, რომ ის ნამდვილად სთხოვდა დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს იარაღის ტარების უფლების მოსაპოვებლად მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის დაერეკა. დეკანოზი ამბობს, რომ იარაღის ტარების უფლება თავდაცვის მიზნით უნდოდა. სამების ტაძრის დეკანოზი განმარტავს, რომ ის წარსულში არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. ხარაზიშვილი ასევე ადასტურებს, რომ ის უკანონო მიყურადების სამიზნე იყო სუს-ის მხრიდან და დოკუმენტში […]
ნინო ლომჯარია – “შოკში ვარ, საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ”
გამოჟონილი დოკუმენტების მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, შოკში ჩამაგდო, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. ომბუდსმენის განცხადებით, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ნამდვილად არის ტოტალური მოსმენები. „მე, ალბათ, როგორც ძალიან ბევრი მოქალაქე, ვფიქრობდი, რომ ღია ხაზზე საუბარი სულ მცირე არ იყო უსაფრთხო. ეს იქიდან გამომდინარეც, რომ მრავალი წელია ადამიანების […]
გახარია – “შეშინებული ღარიბაშვილი რაღაცას ბოდიალობს”
რა დესტრუქცია, რის დესტრუქცია? ეს როგორ წარმოგიდგენიათ, ხალხო? შეშინებული, ფანტაზიაზე გადასული ქვეყნის პირველი პირი რაღაცას ბოდიალობს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, მისი პარტია არჩევნების შემდეგ პარლამენტიდან გავიდეს და დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად „დესტრუქციულ ქმედებაში“ მიიღოს მონაწილეობა. გახარიას განმარტებით, ასევე მიუღებელია ღარიბაშვილის მიერ 2019 წლის 20 ივნისის […]
“პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებაზე დაელაპარაკნენ” – მირიან მირიანაშვილი
პოლიტიკური გაერთიანება “ერის” თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ თვით სააკაშვილზე არაა დამოკიდებული. – იმისთვის, რომ მან აქ ფეხი მოიკიდოს, აუცილებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალება. რამდენადაც ინფორმირებული ვარ, სალომე ზურაბიშვილს ამაზე დაელაპარაკნენ. – ვინ დაელაპარაკა პრეზიდენტს? – ამას ვერ გეტყვით. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ გარანტიები სჭირდება. მას […]
გიორგი ბარამიძე – „ის მოსმენები, რომლებიც ჩვენ დროს ხდებოდა, ახლა გაასმაგდა“
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ “ოცნების” მმართველობის დროს მოსმენები გაასმაგდა. – თქვენ დროსაც ყველას გვისმენდნენ, ტელეფონით საუბრის გვეშინოდა და ესეც გვახსოვს. უბრალოდ, მაშინ არ ვრცელდებოდა. – ეგაა საქმე, რომ ახლა მართლა ყველას უსმენენ. მაშინ შეიძლება ადამიანების რაღაცა რაოდენობა მოხვდა ამაში, რაც, რა თქმა უნდა, დანაშაულია, მაგრამ არც ისინი დაუსჯიათ. […]
ღარიბაშვილი – “გახარიამ 20 ივნისს უდანაშაულო ხალხს თვალები დასთხარა”
საქართველოს მოქმედი პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წინამორბედს, გიორგი გახარიას ღიად უპირისპირდება. ღარიბაშვილმა ღია ეთერში, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სატელევიზიო ჩვენება მისცა და ყოფილი პრემიერი 20 ივნისის სისხლიან ღამის მოწყობაში დაადანაშაულა. დამწყები სპეცრაზმელი ამას აუხსნის ძალიან დეტალურად ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს – პარლამენტის შენობა ისეა დაცული დღეს, ჭიშკარი ისეა, გამორიცხულია, რომ შეანგრიო და შეხვიდე, გამორიცხულია, ადამიანებს ვგულისხმობ. მე […]
გახარიას ვენის ჰოსპიტალმა ნარკოტიკების მოხმარება არ დაუდასტურა
გიორგი გახარიას ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოაჩნდა. ამის შემდეგ გახარიას ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი: “თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა. ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა.”








