კატეგორია: სამართალი

სამეგრელოში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

“მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სამეგრელოში, სოფელ ჭალადიდში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, პოლიციის განყოფილებაში მოხდა. ცნობილია, რომ ორივე პოლიციელი დღეს მორიგე იყო, თუმცა, რა გახდა შელაპარაკების მიზეზი, უცნობია. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში სამმართველოდან დამატებითი ჯგუფები მივიდნენ. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა პოლიციელი, რომელმაც კოლეგა მოკლა. მთავარი

გორში ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე დაჭრეს

გორში ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე დაჭრეს

გორში მამაკაცი დაჭრეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაჭრილია ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გაგოშიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა. შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე იდენტიფიცირებულია ერთი პირი, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ცნობისთვის, ბიზნესმენი საქართველოში ამერიკიდან 2 დღის წინ დაბრუნდა.

ესპანეთში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში ქართველების წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა.  დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე. ესპანური მედიიის ინფორმაციით, დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც ესპანეთში 2017 წლიდან ცხოვრობენ. გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები წინასწარ უთვალთვალებდნენ სახლებს, შემდეგ კი ძარცვავდნენ.  ერთ ღამეში ქართველებმა  5 ბინის გაძარცვა მოახერხეს. სპეცოპერაციის დროს ამოღებულია ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და საქართველოს პასპორტები. ტვ პირველი

16 მილიონი ლარის ღირებულების მიწის 2 ნაკვეთის მითვისებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

16 მილიონი ლარის ღირებულების მიწის 2 ნაკვეთის მითვისებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვა პირების დახმარებით, ქ. თბილისში მდებარე, ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში რიცხული, ჯამში 47.800 კვ/მ მოცულობის ორი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, გააყალბა აღნიშნული კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის […]

მკვლელობა წყალტუბოში – 33 წლის მამაკაცი ნათესავმა მოკლა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში ორი დღის წინ მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცი ნათესავმა მოკლა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. არსებული ცნობით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციას ის დაკავებული ჯერ არ ჰყავს.

პატიმარმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზში ყელი გამოიჭრა

პატიმარმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზში ყელი გამოიჭრა

 პატიმარმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზში ყელი გამოიჭრა.  უკიდურეს პროტესტი მოსამართლის გადაწყვეტილებას მიჰყვა, რომელმაც ირაკლი კვარაცხელია 7 წლით ციხეში გაუშვა. პატიმარმა ყელი საპარსის პირით გამოიჭრა. როგორ მოხვდა დანაშაულის იარაღი სასამართლოს დარბაზში, უცნობია. ქურდობაში ბრალდებული ირაკლი კვარაცხელია ჯერ კიდევ ივლისის თვეში ,,ტვ პირველს” დაუკავშირდა და განუცხადა, რომ სამართალდამცველებმა მას ნაქურდალი ნივთი, ოქროს ბეჭედი, ჩაუდეს. ,,პირველები” აღნიშნული საქმით […]

ისრაელში ქართული მაფიის ბოსი და მისი ვაჟი მოკლეს

ისრაელში ქართული მაფიის ბოსი და მისი ვაჟი მოკლეს

მოკლულია ქართული მაფიის ბოსი – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 53 წლის შუმ ისაკოვი 20 წლის ვაჟთან ერთად ისრაელში, ავტომობილში, ჩაცხრილეს. პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. გამოძიება სასტიკი მკვლელობის ზუსტ მოტივზე არ საუბრობს. სისხლიანი ანგარიშსწორების ერთ-ერთ ვერსიად კრიმინალურ შურისძიებას განუხილავს. არაა გამორიცხული, ისაკოვის და მისი ვაჟის მკვლელობას კავშირი ჰქონდეს რამდენიმე დღის წინ ქალაქ ნაჰარიაში 2 […]

მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დატოვა

მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დატოვა

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა. ამის მიზეზად ქარდავამ ის ფაქტი დაასახელა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს და “ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში” სამართალს ვერ იპოვის. ქარდავას განმარტებით, ის, თავისი ძმა და მეგობრები საქართველოს უსაფრთხოებას იცავდნენ. “არსებობს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს უსაფრთხოებასა […]

პროკურორი ქობულაძე – “ვაჩე ცაკაშვილს სალონში მყოფი ყველა პირის მოკვლა სურდა”

პროკურორი ქობულაძე - "ვაჩე ცაკაშვილს სალონში მყოფი ყველა პირის მოკვლა სურდა"

პროკურორ გიორგი ქობულაძის განცხადებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულ ვაჩე ცაკაშვილს მასაჟის დაწესებულებაში არა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის, არამედ დაწესებულებაში მყოფი ყველა პირის მკვლელობა სურდა. როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა, რითაც ვაჩე ცაკაშვილმა ტაილანდის მოქალაქე მოკლა. გიორგი ქობულაძის თქმით, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ბრალდებული ვაჩე ცაკაშვილი და მოკლული […]

ტაილანდელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვაჩე ცაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ტაილანდელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვაჩე ცაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაილანდის მოქალაქის, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ კალათბურთელს, ვაჩე ცაკაშვილს პატიმრობა შეუფარდა. პროცესს ესწრებოდა ბრალდებული, ვაჩე ცაკაშვილიც, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურორის განმარტებით, თუ არ იქნებოდა გამოყენებული პატიმრობა, არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ცაკაშვილი მიიმალებოდა ან ჩაიდენდა ახალ დანაშაულს, ასევე, მხედველობაშია მისაღები საგამოძიებო მოქმედებები, გამოსაკითხია მოწმეები და […]