“პოლიცია რომ მოვიდა, რაფაელი სახლში არ იყო” – რას ამბობს დაკავებულის მამიდა

"პოლიცია რომ მოვიდა, რაფაელი სახლში არ იყო" - რას ამბობს დაკავებულის მამიდა“კურიერმა” შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვის მამიდა ჩაწერა.

დაკავებულის მამიდა ადასტურებს, რომ ცოტა ხნის წინ მათ საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს და გარკვეული ნივთები ამოიღეს.

მურსაკულოვის მამიდა ამბობს, რომ  ამ მომენტში მისი ძმისშვილი სახლში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, ის პოლიციას საცხოვრებელი სახლიდან არ აუყვანია.

– 5 კაცი იყო მოსული, იქნებოდა სამის ნახევარი. იდგნენ და აქეთ-იქით იყურებოდნენ, მითხრეს. ნუ ნერვიულობ, მოგვიწერე ხელიო, – უთხრა კურიერს რაფაელის მამიდამ.

როგორც ირკვევა, რაფაელ მურსაკულოვი მამიდასთან ერთად ცხოვრობდა.

რუსთავი 2