სოფიო გოგლიჩიძე – “რაფაელ მურსაკულოვის უსაფრთხოება დაცული არ იყო, მას პირისპირ ვერ შევხვდი”

სოფიო გოგლიჩიძე - "რაფაელ მურსაკულოვის უსაფრთხოება დაცული არ იყო, მას პირისპირ ვერ შევხვდი"ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ დიღმის მთავარ სამმართველოში მოინახულა, თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, მას ბრალდებულთან პირისპირ საუბრის საშუალება არ მიეცა და მისი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანა მოითხოვა.

სოფიო გოგლიჩიძის თქმით, მისთვის საქმის მასალები ჯერ არ გაუცნიათ და მხოლოდ დაკავების ოქმი გადასცეს.

“ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, დაკითხვას აპირებდნენ და ვინაიდან, არ მომეცა საშუალება, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს შევხვედროდი ერთი-ერთზე, რომ ჩვენს შორის საუბარი ყოფილიყო კონფიდენციალური, ამიტომ მოვითხოვე, იგი გადაყვანილი იქნეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, გადაიყვანენ და მას შევხვდები და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდები დეტალებზე.

საქმის მასალები ჯერ არ გაუცნიათ, დაკავების ოქმი გადმომცეს, მას გავეცანი მხოლოდ და ვნახე, რომელ საათზე იყო დაკავებული.

მოგეხსენებათ, სამმართველოში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ერთი ერთზე დავრჩენილიყავით, თავად ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამიტომ თანმხლები პირების გარეშე ვერ მოხდებოდა ჩვენს შორის საუბარი.

გამომძიებელმა მითხრა, რომ არანაირი საქმე აღარ აქვთ მასთან და ახლავე გადაიყვანენ და დღესვე ვაპირებ შესვლას”, – განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

იპნ