შრომის ინსპექციამ თბილისში, გლდანში, 10.000 ლარით დააჯარიმა რესტორანი, სადაც ქორწილი იმართებოდა. აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა აჭარაშიც. შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში – დაილუქება
კატეგორია: სამართალი
სუსის თანამშრომლებზე ინფორმაციის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სუს-ის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. „როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს […]
პროკურატურამ აფხაზეთის მთავრობის მაღალჩინოსანი ირაკლი დარცმელია დააკავა
მთავარმა პროკურატურამ აფხაზეთის მთავრობის სსიპ-ის, პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს უფროსი დააკავა. ირაკლი დარცმელიას ბრალად ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სსიპ პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, აღნიშნული სსიპ-ის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, სსიპ-ის […]
რუსთავში რამდენიმე წუთში 2 მაღაზია გატეხეს
რუსთავში რამდენიმე წუთის განმავლობაში 2 მაღაზია გაქურდეს. ჯერ ქუთაისის ქუჩაზე გაქურდეს სუპერმარკეტი “იბერია”. სამმა პირმა მაღაზიაში კარის დაზიანების შემდეგ შეაღწია და 30 წამში სალაროების გატანა მოასწრო. ცოტა ხნის შემდეგ იგივე ჯგუფმა უკვე ტაშკენტის ქუჩაზე ქსელური აფთიაქი იგივე მეთოდით გაქურდა. ადგილზე დროულად მივიდა კრიმინალური პოლიცია. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე რამდენიმე არასრულწლოვანი დააკავეს და გამოკითხვის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანეს. […]
“ქალი გონდაკარგული წაიყვანეს, სისხლით იყო დასვრილი” – მაკა მაისურაძის დაჭრისთვის დავით დვალიძე დააკავეს
ნაძალადევის რაიონში მომხდარ დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე ახალგაზრდა ქალს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაშავებული საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. “კურიერის” ინფორმაციით, 36 წლის დავით დვალიძემ ახალგაზრდა ქალს 20-მდე ჭრილობა მიაყენა. ქალს ნაძალადევის რაიონში ოთახი ჰქონდა ნაქირავები, შემთხვევა სწორედ იქ მოხდა. დაზარალებული მაკა მაისურაძე სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მას ბრალდებული აედევნა, რასაც სისხლიანი […]
“შანაი ბრუკი გაუპატიურებული არაა, კისერში დანით აქვს ჭრილობები მიყენებული” – ახალი დეტალები
30 ივლისს თბილისში ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი გაუჩინარდა. მეორე დღეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც საქართველოში ინგლისურს ასწავლიდა, მთაწმინდის ფერდზე გარდაცვლილი იპოვეს. შანაი ბრუკის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაის ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ტელეფონით საუბრის დროს მეგობარმა შანაის სიტყვები გაიგონა: “გთხოვთ, გამიშვით, უბრალოდ გამიშვით”. AMBEBI.GE-ს სანდო წყარო […]
“სამზარეულოში მუხლებზე დამაყენეს” – მამაკაცი კასპის პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს
წამება, არაადამიანური მოპყრობა , სექსუალური ძალადობის და გაუპატიურების მუქარა – 31 წლის მამაკაცი სამართალდამცველებს სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. დაზარალებული ამტკიცებს, რომ მასზე კასპის კრიმინალური პოლიციის თანაშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში ჯერ მის საცხოვრებელ სახლში შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში ძალადობდნენ. მამაკაცი “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მან სამართალდამცველებს მათთვის სასურველი ჩვენების მიცემაზე უარი უთხრა, რასაც მათი მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა […]
თამარ მიქაშავიძე – “პაატა შავაძე ფინანსური პოლიციის შემოყვანით მემუქრება”
თბილისის ციფრული სივრცის დამფუძნებელი ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელს და ადვოკატ პაატა შავაძეს, მუქარაში ამხელს. თამარ მიქაშავიძე ამბობს, რომ შავაძემ თბილისის ციფრული სივრცის ინიციატივას – დააწესოს ფასდაკლებები ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის, დისკრიმინაცია და გენოციდი უწოდა. მუქარის შემცველი წერილები მან დამფუძნებელს ფეისბუქის პირად გვერდზე მისწერა. “ვციტირებ მოკლე მონაკვეთს: “მე გეუბნებით ამას, ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელი, პაატა შავაძე. თქვენთან შემოვიყვანთ ფინანსურ პოლიციას […]
ხობის მერიაში ქურდები ხარაჩოებიდან შეიპარნენ
ქურდობის მცდელობა ხობის მერიაში – შენობაში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მეორე სართულზე, ხარაჩოების გამოყენებით, რამდენიმე პირმა შეაღწია. საკრებულოს შენობიდან მათ სხვადასხვა აპარატურა გაიტანეს, მათ შორის კომპიუტერები, ლეპტოპები, ფოტო-ვიდეოკამერებეი. უცნობმა პირებმა ნაქურდალი მანქანაში ჩაალაგეს, როდესაც ისინი დაცვის პოლიციამ შეამჩნია. სიგნალის ჩართვისას ბრალდებულები გაიქცნენ, მანქანის გაყვანა კი ვეღარ მოახერხეს. პოლიციამ თითის ანაბეჭდები უკვე აიღო და კონკრეტული ეჭვმიტანილები ჰყავს. […]
სუსმა ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მოქალაქეს 102 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის სანაცვლოდ, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი მოქალაქეს ქრთამის სახით […]









