„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა. მან უწყება დაახლოებით ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. გვარამიას განცხადებით, მან სუსის ტერორისტულ დეპარტამენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მისი შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას ეხება. „ათ დღეზე მეტია, ეს ინფორმაცია არსებობს. მივაწოდე ინფორმაცია ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, სახალხო დამცველსაც და მათი რჩევითაც და ჩემი გადაწყვეტილებითაც მოვედი ტერორისტულ დეპარტამენტში. ინფორმაცია ეხება […]
კატეგორია: სამართალი
“ლევანმა ისროლა და მერე დაჭრა ის მამა ანტონმა” – ბორჯომში მკვლელობის ახალი დეტალები
ბორჯომში ლევან ნამგალაძის მკვლელობაში ბრალდებული პირი სქიმაში აღკვეცილი ბერი, 1986 წელს დაბადებული ანტონ მაისურაძეა. ლევან ნამგალაძის ახლობლების ინფორმაციით, მაისურაძესა და ნამგალაძეს შორის უთანხმოება მოხდა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა. “ლევან ნამგალაძეს და ბრალდებულ სასულიერო პირს ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახლობლობდნენ და ხშირად სხვადასხვა ადგილზე ერთადაც ჩნდებოდნენ. მკვლელობის ღამეს არანაირ “გარჩევებს” და კრიმინალურ ჯგუფებს […]
საპატრიარქო – მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბერი ანტონი ბერთას მამათა მონასტერში მსახურობდა
ბორჯომში მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბერი ანტონის შესახებ საპატრიარქომ ასეთი განცხადება გაავრცელა: „ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ. ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული […]
ბორჯომში ლევან ნამგალაძის მკვლელობისთვის შავი ბერი მამა ანტონია დაკავებული
რა მოხდა ბორჯომში – “პირველებმა” სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები გაარკვია. ტვ პირველის წყაროს ინფორმაციით, ლევან ნამგალაძის მკვლელობის საქმეზე სასულიერო პირი, შავი ბერი მამა ანტონია დაკავებული. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. წყარო ამბობს, რომ კრიმინალური ავტორიტეტი და მამა ანტონი ბაშვობის მეგობრები იყვნენ და მათ წარსულში კონფლიქტი არ ჰქონიათ. წყარო ასევე, ამბობს, რომ თავდაპირველად იარაღიდან გასროლა ლევან ნამგალაძემ […]
ბორჯომში ლევან ნამგალაძის მკვლელობისთვის ა.მ. დააკავეს
პოლიციამ ბორჯომში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლევან ნამგალაძეს შორის მოხდა კონფლიქტი, რომლის დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა […]
“ჩემ წინააღმდეგ ტერაქტია დაგეგმილი” – ნიკა გვარამიამ სუსი დატოვა
“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სუს-ის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ნიკა გვარამიას თქმით, საგამოძიებო უწყებაში მისვლა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდება. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აკისრია. – საკითხი ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და რაზეც ხვალაც გაგრძელდება გამოკითხვა. მე მეტის გამხელა უბრალოდ არ შემიძლია. გულწრფელად […]
კასპში 50 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის 26 წლის ლ.ხ. დააკავეს
პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი – შსს კასპში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.ხ, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ლ.ხ.-მ, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო […]
ბორჯომის ცენტრში კრიმინალური ავტორიტეტი ლევან ნამგალაძე ჩაცხრილეს
ბორჯომის ცენტრში, კრიმინალური ავტორიტეტი ლევან ნამგალაძე, მეტსახელად ჭინგო, ჩაცხრილეს. შემთხვევა ინგოროყვას და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე დილის 6-ის ნახევარზე მოხდა. შემთხვევის ადგილს სისხლის კვალი ამ დრომდე ეტყობა. ადგილობრივები მედიასთან ვრცელ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბორჯომის ცენტრში გამთენიისას ხელყუმბარა ისროლეს და ასევე, ავტომატის ჯერი ისმოდა. – ავტომატის ხმა ისმოდა და რაღაც გასკდა, ეტყობა ყუმბარა იყო, […]
ნიკა გვარამია სუსში დაიბარეს
რამდენიმე წუთის წინ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა. ძალოვან უწყებაში ნიკა გვარამია მის ადვოკატთან და ტელეკომპანიის იურისტთან ერთად იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს გამოკითხვა ნიკა გვარამიას მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ჩანაწერებს. გამოკითხვაზე ვარ მოსული, ერთადერთი, ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, გამოსვლის მერე შესაძლოა კომენტარი გავაკეთო. ამ წუთში ვერ გეტყვით [რას უკავშირდება]… გამოსვლის […]
ნინი ცეცხლაძის საქმეზე მის ბაბუას 1 წელი მიესაჯა
14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეზე სოლომონ ცეცხლაძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ის ნინის ბაბუაა და თითქმის ნახევარი წელი საპატიმრო დაწესებულებაშია. საუბარია 2021 წლის 10 თებერვალს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის ნინი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ორი თვით ადრე არასრულწლოვანმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის […]









