კატეგორია: სამართალი

რუსთავის ციხეში პატიმარი მოკლეს

რუსთავის ციხეში პატიმარი მოკლეს

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების დროს 1 პატიმარი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც. დაშავებულები “ვივამედის” კლინიკაში გადაიყვანეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ანგარიშსწორების მიზეზი ფულია რომლის მიტანასაც გავლენიანი მსჯავრდებულები ითხოვდნენ. გამოძიება 26 ივლისს დაიწყო. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა, თუმცა მედიისთვის დღეს გახდა ცნობილი.

ჩუმლაყში მკვლელობის საქმეში ბრალდებული ალექსანდრე ტურიაშვილი გირაოთი გამოუშვეს

მალხაზ ბადუაშვილის ნაცვლად მკვლელმა იმედა ჩიქობავა მოკლა - ჩუმლაყის სროლის ახალი დეტალები

„მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტი, შურისძიებას უკავშირდება“ – ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის შემდეგ დაკავებული პირების ადვოკატმა განაცხადა. მომხდარ ფაქტზე ბრალდებული ორი პირიდან, ერთ – ერთი, სასამართლომ ოთხი თვის გასვლის შემდეგ, გირაოთი გაათავისუფლა. დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ, ალექსანდრე ტურიაშვილს, სამი ათას ლარიანი გირაოს გარდა,  საზღვრის გადაკვეთა, მოწმეებთან კონტაქტი და საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა. ბრალდებულის ადვოკატის, […]

თბილისში ავსტრალიელი შანაე ბრუკი დაიკარგა – “ბოლოს მთაწმინდიდან დარეკა, თავს ესხმოდნენ და ყვიროდა”

თბილისში ავსტრალიელი შანაე ბრუკი დაიკარგა - "ბოლოს მთაწმინდიდან დარეკა, თავს ესხმოდნენ და ყვიროდა"

თბი­ლის­ში და­კარ­გულ ავ­სტრალიელ გო­გო­ნას, შანაე ბრუკს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას “ფე­ის­ბუ­ქის” ჯგუფ­ში Expats in Tbilisi მისი მე­გო­ბა­რი Nina Lulla ავ­რცე­ლებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა სა­ლაშ­ქროდ წა­ვი­და და მისი კვა­ლი გუ­შინ­დე­ლი დღი­დან იკარ­გე­ბა. “SOS დაგ­ვეხ­მა­რეთ, დაგ­ვეხ­მა­რეთ და­კარ­გუ­ლის მო­ძებ­ნა­ში. ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი შანაე ბრუ­კი პა­რას­კევს, დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­კარ­გუ­ლია მას შემ­დეგ, რაც სა­ლაშ­ქროდ მთაწ­მინ­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო. ბო­ლოს მა­შინ და­რე­კა, როცა თავს […]

“პოლიციელმა გაბინაშვილმა პლანი ჩამიდო და ქურდობა შემომტენა” – რა მოხდა გორში

"პოლიციელმა გაბინაშვილმა პლანი ჩამიდო და ქურდობა შემომტენა" - რა მოხდა გორში

გორში პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ.  ახალგაზრდა კაცი,  სერგო ბიჩინოვი ყვება, რომ მას პოლიციელი სხვა პირისთვის ნარკოტიკის ჩადებას აიძულებდა. ბიჩინოვის თქმით, უარის მიღების გამო პოლიცია მას ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს. მამაკაცი კონკრეტულ გვარსად ასახელებს და ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ თეიმურაზ გაბინაშვილი მისგან კონკრეტული დავალებების შესრულებას ითხოვდა. – გაბინაშვილმა დამიბარა და მითხრა უნდა ითანამშრომლო ჩემთანო, მე უარი ვუთხარი, პლანი უნდა წაიღოო მე […]

თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“, მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“, მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში რამდენიმე ვერსიაზე წერს. მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 34 წლის ხუსეინ ბაკიხანოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს, თუმცა მუხთარლმა მოგვიანებით ასევე დაწერა, რომ ბაიკხანოვი შენობის სახურავიდან გადმოაგდეს. ფაქტთან დაკავშირებით “პრაიმტაიმისთვის“ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. შემთხვევის დღეს ბაკიხანოვი სასტუმრო „სტამბაში“ გასაუბრებაზე იყო მისული, სადაც მუშაობის დაწყება სურდა. იმავე დღეს ის სასტუმროს სახურავზე […]

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 12 პირი პატიმრობაში დარჩა

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 12 პირი პატიმრობაში დარჩა

თბილისის საქალაქო სასამართლოში კრიმინალური ავტორიტეტების პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ 12-ვე პირი პატიმრობაში დატოვა. საქმე ეხება ბიზნესდავის გარჩევის დროს კრიმინალური ავტორიტეტების, მათ შორის, კანონიერი ქურდის, ,,გლეხოვიჩის” ჩართულობას და საკითხის ქურდული წესით გარჩევას. სხდომაზე ადვოკატებმა ბრალდებულთა გირაოთი გაშვების შუამდგომლობა მოითხოვა, თუმცა სასამართლოს არ დააკმაყოფილა. მეორე საკითხი, რაც ადვოკატებმა სხდომაზე დააყენეს, იყო მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა, საუბარია […]

ტელეკომპანია “ალტ ინფო” უხამსობის გამო სამართალდამრღვევად ცნეს

ტელეკომპანია "ალტ ინფო" უხამსობის გამო სამართალდამრღვევად ცნეს

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია “ალტ ინფო” ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების გამო, სამართალდამრღვევად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს მათ ეთერში გასულ გადაცემებს, სადაც როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მხრიდან გამოყენებული იყო უცენზურო ლექსიკა და ხდებოდა უხამსობის ტირაჟირება. კომუნიკაციების კომისიამ გადაცემების ეთერში განთავსების მართლზომიერება შეისწავლა და მიიჩნია, […]

5,5 კგ ნარკოტიკების და 10 ლ ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის 4 პირი დააკავეს

5,5 კგ ნარკოტიკების და 10 ლ ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ვ.ზ., 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ი.ბ., 2001 წელს დაბადებული ე. ი. და […]

“შეიძლება, ეგ დიტოს ცხედარი არც იყოს” – რატომ ამბობს პოლონეთი დიტო ხელხელაურის ცხედრის გადმოცემაზე უარს

ვარშავაში დიტო ხელხელაურის ცხედარი იპოვეს

პოლონეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, 24 წლის დიტო ხელხელაურის ოჯახი უკვე 2 კვირაა,  პოლონეთიდან ცხედრის გადმოსვენებას უშედეგოდ  ელოდება. თუმცა  პოლონური მხარე ცხედრის გადაცემაზე  უარს ამბობს. საქმეში ამ დრომდე არ ჩარეულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს  საგარეო უწყება  ამ დრომდე არ დაინტერესებულა საქართველოს მოქალაქის ბედით. ოჯახი ხელისუფლებისგან მოითხოვს, დროულად მოხდეს  ახალგაზრდა ბიჭის სამშობლოში ჩამოსვენება. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ მდინარეში […]

მთვრალი მძღოლებისთვის ახალი სანქციები დაწესდება

რა შემთხვევაში დაისჯება სიმთვრალეში მანქანის მართვა პატიმრობით

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის განსხვავებული სანქციები დაწესდება და ის მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობაზე იქნება დამოკიდებული. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში: _ მძღოლის სისხლში […]