თბილისში დაკარგული შანაე ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში დაკარგული შანაე ბრუკი გარდაცვლილი იპოვესთბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი შანაე ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს.

ამ დრომდე დაუდგენელია, რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის ტურისტი შანაე ბრუკი.

ავსტრალიელი ტურისტი მთაწმინდიდან გუშინ გაუჩინარდა. მან ბოლოს მეგობარს დაურეკა და ის შველას ითხოვდა.

მეგობრების თქმით, მას თავს დაესხნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა.

სმაძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა.