“ბოლოს სავარჯიშოდ გავიდა” – შანაე ბრუკის კვალი მთაწმინდაზე იკარგება

"ბოლოს სავარჯიშოდ გავიდა" - შანაე ბრუკის კვალი მთაწმინდაზე იკარგებათბილისში 31 წლის ავსტრალიელ ტურისტ შანაე ბრუკს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში კინოლოგებიც ჩაერთნენ. ახალგაზრდა ქალის კვალი მთაწმინდის ტერიტორიიდან გუშინ დაიკარგა. მეგობრების თქმით, ქალი სავარჯიშოდ გავიდა. გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე მან მეგობარს დაურეკა და შველას ითხოვდა.

– ბოლოს ჩვენს მეგობარს დაურეკა, რომელმაც მისი ყვირილის ხმა გაიგო,შველას ითხოვდა, მის მობილურზე ზარი ეხლაც გადის, თუმცა კონტაქტე გასვლას ვერ ვახერხებთ, – ამბობს ტურისტის მეგობარი.
ავსტრალიელი ტურისტი აჭარიდან 2 დღის წინ ჩამოვიდა და ზაფხულის გატარებას საქართველოში აპირებდა.

ტვ პირველი