გორში ავტომობილის გატაცების საქმეზე პოლიციამ შუა ხნის კაცი დააკავა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ მანქანა ნივა მას ნათხოვარი ჰქონდა, სამართალდამცველებმა კი დანაშაული დააბრალეს. მისივე თქმით, მეზობელს, რომლისგანაც მან მანქანა ითხოვა, პოლიციაში არ უჩივლია. “არაფერს არ ვაღიარებ. ძალადობენ, მოძალადეები არიან პოლიციელები არ არიან. ვითხოვე ავტომანქანა მეზობლისგან, ესენი მეუბნებიან, გიჩივლაო, არ უჩივლია”,- თქვა დაკავებულმა. დაკავებული ცოტა ხნის წინ წინასწარი […]
კატეგორია: სამართალი
ფრიდონ აბჟანდაძეს შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 4 წელი მიესაჯა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ფრიდონ აბჟანდაძე დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ფრიდონ აბჟანდაძე არასრულწლოვანი შვილის ა.ა.-ს თანდასწრებით მეუღლეს ნესტან აბჟანდაძეს ამცირებდა და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა. გამოძიებით ასევე […]
შიდა ქართლში 35 წლის მამაკაცი 14 წლის ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა
თბილისში უცხოელი ტურისტი ცემეს
თბილისში უცხოელ ტურისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა ძველ თბილისში, “მაჭახელასთან” მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთი რესტორნის დაცვის სამსხაურის თანმაშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებული ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის მოტივი უცნობია. პოლიციამ გამოკითხვაზე 2 პირი გადაიყვანა. ტვ პირველი
იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებად თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე აირჩიეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრად თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე აირჩიეს. მათ კანდიდატურებს მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მხარი მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ დაუჭირა. ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: აბუსერიძე გოჩა – 274 ხმა, ლევან მიქაბერიძე – 283 ხმა, ბადრი შონია – 281 ხმა, თემურ გოგოხია – 278 ხმა. ოთხივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი […]
გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც 40 წლამდე კაცს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები. დაჭრილი გურჯაანში, „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
“მამისთვის უთქვამს, შენი შვილი მე მოვკალიო” – მარნეულში მკვლელობის ახალი დეტალები
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ მარნეულში, ბაქოს ქუჩაზე, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, 23 წლის ბიჭს ყელი საკუთარმა ბიძაშვილმა გამოჭრა. მოკლულის ახლობლები მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 31 წლის კაცის სახლში მივიდნენ და საცხოვრებლის დაწვა სცადეს. როგორც “პირველების” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, სასტიკი დანაშაული კომენდანტის საათის დროს მოხდა. ბაქოს ქუჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, მეზობლის სახლში საქეიფოდ წასულ ნათესავებს შორის კამათი დაიწყო, რომელიც […]
მარნეულში 23 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს – დაკავებულია 31 წლის ა.მ.
გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს, მარნეულში 23 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს. გამოძიების ინფორმაციიით, ახალგაზრდა მისმა ახლობელმა, 31 წლის მამაკაცმა, მოკლა და ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების […]
“პროკურატურამ გიორგი გახარია უნდა გამოკითხოს” – ია კერზაიას საქმეში ახალი გარემოებებია
გამოიკითხოს გიორგი გახარია და დაიწყოს ხელახალი გამოძიება ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე – ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის შვილი პროკურატურას განცხადებით მიმართავს. ბაჩანა შენგელია ამტკიცებს, რომ დედის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება, რის გამოც საგამოძიებო უწყებამ საქმის ხელახალი მოკვლევა, უფრო საფუძვლიანად უნდა დაიწყოს. გარდაცვლილი პედაგოგის შვილი ამბობს, რომ გიორგი გახარია ერთ-ერთი პირველია, ვინც შოთაძის უწყებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოკითხოს, რადგან მან […]
ძმისშვილმა ცემა ბიძა, რომელიც გარეთ გავიდა და ქუჩაში გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში 49 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით პოლიციის თანამშრომლებმა გარდაცვლილის ძმიsშვილი, 26 წლის გიორგი ლატარია, დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბიძა-ძმისშვილს შორის კონფლიქტი სახლში მოხდა, ახალგაზრდამ ბიძას ბლაგვი საგნით ორჯერ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ 49 წლის მამაკაცი გარეთ გავიდა და ქუჩაში გარდაიცვალა.










