მტკვარში კასპში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვეს

მტკვარში კასპში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვესკასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, საუბარია პირზე, რომელიც პირუტყვის მწყემსვის დროს მდინარეში გასაგრილებლად შევიდა და გაუჩინარდა.

მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა სოფელ მიქელწყაროსთან იპოვეს.

მდინარე მტკვარში კაცის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია “ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს და განგვიცხადეს, რომ კაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია 21 მაისიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გაუჩინარებული პირის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50 მეხანძრე-მაშველი, ორი მყვინთავი და სამი მცურავი საშუალება, პარალელურად, ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით.