იმერეთში ძმების მკვლელობის საქმეზე კურიერმა დამატებითი დეტალები გაარკვია – როგორც ადგილობრივები “კურიერთან” საუბრისას აცხადებენ, 29 წლის მამაკაცი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. თუმცა ამ ინფორმაციას შსს ოფიციალურად არ ადასტურებს. ცნობილია ის, რომ მამაკაცი დაკავებულია და ბრალად საკუთარი ბიძაშვილების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა ედება. “ძმებიდან ერთ-ერთი დაჭრის შემდეგ საშველად წავიდა, მამიდა მიშველეო… იმან დაგვჭრაო, რომ გამოვიდა მამიდამისი, ხელები სისხლიანი ჰქონდა, […]
კატეგორია: სამართალი
ცემეს ირაკლი ფანგანი, რომელმაც ბათუმში დეპუტატს ნაგავი დააყარა თავზე
ოპოზიციონერ აქტივისტს, ირაკლი ფანგანს გვიან ღამით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუსწორდნენ. ფანგანი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც ბათუმში, დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს, რამდენიმე თვის წინ, თავზე ნაგავი დააყარა. დაშავებული ინციდენტს მის საპროტესტო აქციებში მონაწილეობასა და ბათუმში მომხდარ ფაქტს უკავშირებს. ირაკლი ფანგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც კვლევების ჩატარების შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაეწერა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. აქტივისტი […]
რუსთავში გიორგი მღებრიშვილის დაჭრისთვის ნ.ტ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, […]
წყალტუბოში 2 ძმის მკვლელობისთვის ღ.მ. დააკავეს
იმერეთის პოლიციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტეტქივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო […]
ძმები სოფლის წყაროზე იყვნენ, როდესაც მთვრალმა ბიძაშვილმა ისინი თოფით დახოცა – ტრაგედია რიონში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულები ძმები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე მათი 29 წლის ბიძაშვილია. როგორც სოფელში აცხადებენ, 34 და 35 წლის ძმებს ბიძაშვილთან ორი დღის წინ კონფლიქტი ჰქონდათ, დღეს კი მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ძმები სოფლის წყაროზე იყვნენ, როდესაც მათთან ნასვამი ნათესავი მივიდა, რომელმაც ძმები სანადირო თოფით მოკლა. […]
გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის გზაზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას ოჯახის წევრები მეორე დღეა ეძებდნენ. მამაკაცის ავტომობილი გზიდან 100 მეტრში იყო გადავარდნილი. მაშველმა-მეხანძრეებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი უკვე ამოიყვანეს. იგი 40 წლამდეა და სოფელ ანასეულის მკვიდრია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნელი დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილისგან ბავშვისთვის წელიწადში 100.000 ლარს ითხოვს
“რუსთავი2-თვის” ცნობილი გახდა, რომ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ერთი, დამაზუსტებელი სარჩელი შევიდა. სარჩელის ავტორი მისი ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილია. 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი ჩოგბურთელისთვის ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, “რუსთავი2” სარჩელის დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, თუმცა გეტყვით, რომ საუბარია წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარზე, […]
მთაწმინდაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მთაწმინდაზე, თუმანიანის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაცით, გარდაცვლილს არ იცნობენ. რა გახდა სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია, ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა, 15 კილო აქვს დაკლებული
სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაია ისევ საავადმყოფოში რჩება. მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა. როგორც წულაიას ადვოკატი აცხადებს, პოლიტიკოსს 15 კილომდე აქვს დაკლებული: “გუშინ ვიყავი მასთან, მსუბუქ კვებაზე გადავიდა. ძალიან სუსტად გრძნობს თავს შიმშილობის გამო, ჩივილები აქვს და სასწრაფოდ სჭირდება რეაბილიტაციის კურსის გაგრძელება”, – თქვა ვალერი გელბახიანმა. მისივე განცხადებით, წულაიას წამლებს ორშაბათს მიაწვდიან.
“ზაზას ცხინვალის ციხეში ეუბნებიან, რა გაუხდა შენს მთავრობას, 1 ოსში რომ არ გცვლიანო”
წითელი ჯვრის დახმარებით პატიმარი ზაზა გახელაძე ციხეში ცოლს, ქალიშვილებს და მამას შეხვდა. ზაზას მეუღლე ირმა ბუთხუზი რადიო თავისუფლებას ქმართან შეხვედრის დეტალებს უყვება. “ძალიან უიმედოდ არის. ერთადერთი, რისი იმედიც გამიჩნდა, ისიც ორ საათში მომიკვდაო. რუსი ჯარისკაცების დაკავებას გულისხმობდა და მაშინ მიეცა იმედი, რომ გაცვლიდნენ. (7 მარტს, შსს-მ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ძალების ორი შეიარაღებული პირი დააკავა და […]









