კატეგორია: სამართალი

მთაწმინდაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

მთაწმინდაზე, თუმანიანის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაცით, გარდაცვლილს არ იცნობენ. რა გახდა სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია, ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა, 15 კილო აქვს დაკლებული

გოგი წულაიას 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაია ისევ საავადმყოფოში რჩება. მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა. როგორც წულაიას ადვოკატი აცხადებს, პოლიტიკოსს 15 კილომდე აქვს დაკლებული: “გუშინ ვიყავი მასთან, მსუბუქ კვებაზე გადავიდა. ძალიან სუსტად გრძნობს თავს შიმშილობის გამო, ჩივილები აქვს და სასწრაფოდ სჭირდება რეაბილიტაციის კურსის გაგრძელება”, – თქვა ვალერი გელბახიანმა. მისივე განცხადებით, წულაიას წამლებს ორშაბათს მიაწვდიან.

“ზაზას ცხინვალის ციხეში ეუბნებიან, რა გაუხდა შენს მთავრობას, 1 ოსში რომ არ გცვლიანო”

ზაზა გახელაძეს ცხინვალის სასამართლომ 12,5 წელი მიუსაჯა

წითელი ჯვრის დახმარებით პატიმარი ზაზა გახელაძე ციხეში ცოლს, ქალიშვილებს და მამას შეხვდა. ზაზას მეუღლე ირმა ბუთხუზი რადიო თავისუფლებას ქმართან შეხვედრის დეტალებს უყვება. “ძალიან უიმედოდ არის. ერთადერთი, რისი იმედიც გამიჩნდა, ისიც ორ საათში მომიკვდაო. რუსი ჯარისკაცების დაკავებას გულისხმობდა და მაშინ მიეცა იმედი, რომ გაცვლიდნენ. (7 მარტს, შსს-მ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ძალების ორი შეიარაღებული პირი დააკავა და […]

სუსმა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსანი დააკავა

სუსმა შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსანი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 4 მარტს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ შევიდა […]

კასპში ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში შეიძლება მის ცოლს წაუყენონ ბრალი

კასპში ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში შეიძლება მის ცოლს წაუყენონ ბრალი

ნოდარ მელაძის შაბათის ანონსში 3 კვირის წინ კასპში 33 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის შესახებაა საუბარი. “ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილს შეიძლება ქმრის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენონ. ახალგაზრდა მამაკაცის საქმე, რომელიც ყელგამოჭრილი კასპის სასაფლაოზე იპოვეს, თავდაყირა დგება. მამაკაცი საკუთარ საძინებელში იმ დროს მოკლეს, როდესაც ეძინა. ნაპოვნია სისხლის კვალი და დიმედროლის ამპულა, ცხედარი კი სასაფლაოზე გაიტანეს და ხევში გადააგდეს. სახლში […]

რუსთავში 9 ლიფტი გაძარცვეს

რუსთავში ლიფტი ჩავარდა - მასში 4 ადამიანი იყო - ვიდეო

რუსთავის XII მიკრორაიონში 9 ლიფტი გაქურდეს. უცნობმა პირებმა ლიფტის ძრავისთვის განკუთვნილ რკინის კარადაში შეაღწიეს და ფერადი ლითონი მოიპარეს. რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა გატერებული ღონისძიებების შედეგად ქურდობის საქმეზე 2 არასრულწლოვანი ამხილა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ლითონი. მომხდარის გამო რამდენიმე კორპუსის მოსახლეობა ლიფტის გარეშე დარჩა.

რუსთავში 55 წლის შვილმა 90 წლის მამა დაჭრა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

რუსთავში შვილმა მამა დაჭრა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში 55 წლის შვილსა და 90 წლის მამას შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება კი მამაკაცის დაჭრით დასრულდა. შვილმა მამას ჭრილობები წვივის არეში მიაყენა. დაჭრილი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. პოლიციამ 55 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავა. […]

დედამ 14 წლის სანდროს თვითმკვლელობის შესახებ ფეისბუქში გაიგო

დედამ 14 წლის სანდროს თვითმკვლელობის შესახებ ფეისბუქში გაიგო

14 წლის ბიჭმა თავი მოიკლა, მომხდარი ტრაგედიის შესახებ კი დედამ ფეისბუქში გაიგო. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას იმ სკოლის ფეისბუკ-გვერდიც ადასტურებს, სადაც გარდაცვლილი სწავლობდა. “თავზარდამცემი ამბავი, რომლის დაჯერება ყველას გაუჭირდა; ყველას, ვინც იცნობდა სიცოცხლითა და ხალისით სავსე ბიჭს, რომელმაც დაგვიტოვა დიდი ტკივილი და ამოუცნობი სევდა, სევდა ნაადრევად გაფრენილი სიცოცხლისა. სანდრო, ვინ იცის, […]

თბილისსა და ბათუმში 2 კომპანიის ხელმძღვანელები პასუხისგებაში მისცეს

თბილისსა და ბათუმში 2 კომპანიის ხელმძღვანელები პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელები, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას და სათანადოდ არ იბეგრებოდნენ შესაბამისი […]

ხაშურის რესტორანში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

ხაშურის რესტორანში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

ხაშურში, რესტორან “დიაოხში”, “მთავარის” ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებული კონფლიქტი დაჭრით დასრულდა. ერთმა კაცმა ორ ახალგაზრდას ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ. “ერთი მსუბუქად იყო დაჭრილი, რაც შეეხება მეორეს, მას  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის იყო მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა, შიდა […]