კომაროვის სკოლის მიმდებარედ, მანქანაში ცხედარი იპოვეს. “რუსთავი 2” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.
კატეგორია: სამართალი
მეგი ბაქრაძის საქმეზე 1 ექთანს და 2 ექიმს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი […]
თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად ცნეს – მას 3 წელი იძულებით მკურნალობა შეეფარდა
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ-ს მამას, თამაზ ხომასურიძეს სასამართლომ 3 წლით იძულებითი მკურნალობა შეუფარდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ექსპერტიზამ ბრალდებული მამაკაცი შეურაცხადად ცნო, მოსამართლემ მას 3 წლით იძულებითი მკურნალობა შეუფარდა. ბრალდებული ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი. ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ზ.ხ-ს მამა 11 სექტემბერს მუქარის, მტკიცებულებების […]
ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ორი მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს. მეზობლების თქმით, აღნიშნულ მისამართზე მამაკაცები ქირით ცხოვრობდნენ. ადგილზე სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაასრულეს. ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოდანაშაულს გულისხმობს. იპნ
აფგან მუხთარლი თბილისში ჩამოვიდა – ის პროკურატურაში დაიბარეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, მუხთარლი პროკურატურაში ხვალ, 8 აპრილს უნდა გამოცხადდეს. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე […]
ფინანსურმა პოლიციამ საზღვარზე 1 მილიონის პროდუქციის უკანონოდ შემოტანა აღკვეთა
სამართალდამცველებმა საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადაადგილების ფაქტი გამოავლინეს. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს და საქართველოს საბაჟო საზღვარზე ორი სატვირთო ავტომანქანით რეალურად შემოტანილი თითქმის 1 მილიონი ლარის ღირებულების ტვირთის ნაცვლად მხოლოდ 137 ათასი ლარი დააფიქსირეს. კანონდამრღვევებს ახლა 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.
ზურა საჩიშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ვანო ზანდარაშვილს ბრალდება დაუმძიმდა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს, რომელსაც ამავე ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურა საჩიშვილის მკვლელობას ედავებიან, ბრალდება დაუმძიმდა. ბრალის დამძიმების შესახებ დადგენილება პროკურატურამ ერთი კვირის წინ გამოიტანა. თავდაპირველად, გამოძიება ვანო ზანდარაშვილს განზრახ მკვლელობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდებით ახლა მას უკვე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას ედავებიან. ვანო ზანდარაშვილის […]
სუსმა აჭარის სატყეოს თანამშრომელი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, ხე-ტყის ჭრის კანონიერების დამადასტურებელი მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1 280 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. გამოძიება […]
ლაგოდეხში ე.ი-ს დაჭრისთვის ა.მ. დააკავეს
ლაგოდეხში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ა.მ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ყვარელში დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ ლაგოდეხის სოფელ კაბალში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ ე.ი.-ს […]
რუსთავში ქალი დაჭრეს
რუსთავში ქალი დაჭრეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი XVII მიკრორაიონში, ლეონიძის სკვერის მიმდებარედ დაფიქსირდა. 25 წლამდე მამაკაცსა და 40 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა. მამაკაცმა ქალს დანით ჭრილობა მიაყენა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. პაციენტი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე […]










